language

Loading...



Loading...
 
ახალი ამბები
ცვლილებები Hard სერვერზე (II ეტაპი)17-ივლ-2010

Hard სერვერის Gracia Final-ზე გადასვლასთან დაკავშირებით FAdena, მოსასხამები და სვირინგები რომლებიც შემოტანილი იყო Chronicle4-ის დროს უქმდება.

რატომ ჩავდეთ ან რატომ ვიღებთ უკან მოსასხამებს და სვირინგებს

პირველი რაც გვინდა მოთამაშეებმა იცოდენენ: არც ჩადება და არც ამოღება არანაირ კავშირში არაა სერვერის ფინანსურ მხარესთან და დონატორობასთან. ადმინისტრაციას FAdena, მოსასხამები და სვირინგები არასოდეს არ გაუყიდია და არც საბაბი მიუცია მოთამაშეებისთვის "შავ ბაზარზე" ევაჭრათ ამ ნივთებით.

ჩადება: განხორციელდა ჯერ კიდევ Chronicle4 დროს და მიზნად ისახავდა მოთამაშეებში ახალი გართობის სახეობის შემოტანას, რის ნაკლებობსაც იმ დროს ძალიან განიცდიდნენ, რადგან მე-4 ქრონიკები წლების განმავლობაში სიახლის გარეშე იდგა. მოსასხამებმა და სვირინგებმა გარკვეულწილად ახალი მიზანი მისცა მოთამაშეებს და თავის დანიშნულება შეასრულა.

ამოღება: Gracia Final-ზე აღნიშნული ნივთები გამოიწვვევს დიდ დისბალანსს პროფესიებსა და კლასებს შორის და თამაშის მთელი ხიბლის დაკარგვას. დღესაც კი, ოლიმპიადაზე და გარემოცვებზე იგრძნობა ეს დისბალანსი. ახალ ქრონიკებზე თავისთავად შემოდის ახალი მოსასხამები და მრავალი სხვა პერსონაჟის სტატების გასაძლიერებელი საშუალებები.

FAdena-ს გაუქმების პროცესი და ეტაპები:

  • პირველ ეტაპზე მოხდა A დონის საჭურველის ჩაბარების გაუქმება და FAdena-ს ხარჯვითი მხარის გაზრდა მოსასხამების გაიაფებით და ახალი აქსესუარების გაყიდვით

  • მეორე ეტაპზე მოხდა S და S80 საჭურველის ჩაბარების გაუქმება და მოსასხამების და სვირინგების სამაგიერო არჩევანის შემოთავაზება ახალი ნივთების სახით

  • მესამე ეტაპზე მოხდება მოსასხამების და სვირინგების ამოღება გაყიდვიდან ...

  • მეოთხე ეტაპზე მოხდება მოთამაშეებში დარჩენილი მოსასხამების და სვირინგების ამოღება ...

  • მეხუთე ეტაპზე მოხდება FAdena-ს ამოღება ...
წინასწარ თუ როდის იგეგმება მესამე და მეოთხე ეტაპი და კიდევ რა ცვლილებები მოყვება მათ ადმინისტრაცია შეგნებულად არ აცხადებს (არა იმიტომ რომ მოთამაშეებზე არ ზრუნავს).

მიზეზი: ჩვენ სისტემატურად ვაკვირდებით სტატისტიკას თუ რამდენი FAdena ან ნივთებად აკუმულირებული FAdena არსებობს სერვერზე და გავთვალეთ რამდენად დამანგრეველი იქნებოდა ამ სიახლეების წინასწარ გამოცხადება სერვერის ეკონომიკისათვის.
დაგვერწმუნეთ, ეს რომ გაგვეკეთებინა FAdena-ს, სვირინგებს და მოსასხამებს სერვერიდან ვეღარ ამოვიღებდით, ამიტომ მივმართეთ ჩვენთვის უჩვეულო მეთოდს - წინასწარი ანონსის გარეშე ცვლილებების განხორციელებას.

წესი: ადმინისტრაცია ნივთს არავის არ წაუშლის. შეეცდება მაქსიმალურად დაარეგულიროს ეკონომიკა და განავითაროს სერვერი სწორი გზით.

ფაქტი: სხვა რომ არაფერი ვთქვათ უკვე მე-5 წელია Hard სერვერი არსებობს. არ ვიცი კიდევ თუ სადმე აქვთ ესეთი "ბებერი" სერვერი. თითქმის ყველა სერვერი ნულდება 2-3 წლის მერე რომელიც გაზრდილი რეიტებით მუშაობს, ჯერდება საგნებით და ფინანსურადაც აღარ ამართლებს. ჩვენ განულებას არ ვაპირებთ. ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი ეკონომიკის შენარჩუნება. იმედია მოთამაშეებიც ხელს შეგვიწყობთ.

გეგმა: Hard სერვერის Gracia Final-ზე გადაყვანა დაგეგმილია ზაფხულის ბოლოს, სექტემბრის დასაწყისსში. ადმინისტრაცია გაცნობისათვის საკმარის დროს მისცემს იმ მოთამაშეებს ვინც დასასვენებლადაა წასული და თვეების მანძილზე ვერ ახერხებს სიახლეების წაკითხვას.

ახალი სერვისები და ცვლილები მაღაზიაში Hard სერვერზე16-ივნ-2010

აირჩიე შენი გზა

Hard სერვერის საინფორმაციო სისტემაში დაემატა ახალი სერვისი: ქვეკლასის გადაცვლა მთავარ კლასზე. სერვისი საკმაოდ რთულად რეალიზებადია ამიტომ გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ წესებს და შეასრულოთ მოთხოვნები ვისაც სურვილი აქ თავისი პერსონაჟის ერთ-ერთი ქვეკლასი გახადოს მთავარ კლასად.

აუცილებელი მოთხოვნები:

სერვისით სარგებლობა არ შეუძლიათ კლასებს: Warsmith, Maestro, Overlord, Dominator.
სერვისით სარგებლობისას არ შეიძლება ძირითად კლასად აირჩეს ელფის ან ბნელი ელფის პროფესიები თუ ისინი ერთადაა ნასწავლი პერსონაჟზე. შედით თამაშში და გააუქმეთ ამ ქვეკლასებიდან ერთ-ერთი.
სერვისით სარგებლობა არ შეუძლია კამაელის რასას.
სერვისით სარგებლობა არ შეუძლიათ აქტიურ გმირებს ან გმირის სტატუსის მოლოდინში მყოფ პერსონაჟებს სეზონის დამთავრებამდე.
სერვისით სარგებლობა არ შეუძლიათ სერთიფიცირებული უნარების მქონე პერსონაჟებს (certified skills). სერვისით სარგებლობამდე წინასწარ გააუქმეთ ქვე-კლასის უნარები თამაშში Avant-Garde მენეჯერთან.
სერვისით სარგებლობა არ შეუძლიათ პერსონაჟებს რომელთა ძირითადი ან არჩეული ქვე-კლასის დონე დაბალია 75 ლეველზე.

გაითვალისწინეთ:

სერვისის შესრულებისას პერსონაჟი იღებს ქვეკლასის შესაბამის სახეს. იცვლება რასა, სახის გამომეტყველაბა, ვარცხნილობა და თმის ფერი!

სერვისის შესრულებისას ძირითადი კლასის დონე რომელიც მეტია 80 ლეველზე ავტომატურად იქნება დაწეული 80-მდე!
სერვისის შესრულებისას ძირითადი კლასზე წაიშლება ყველა უნარი რომელიც ნასწავლი გაქვთ 81 და მეტ დონეზე!
სერვისის შესრულებისას ძირითადი კლასზე განულდება ოლიმპიადის მდინარე სეზონზე მიღებული ქულები!
სერვისის შესრულებისას გაუქმდება ქვესტი Repent Your Sins (pk) და მისი შემადგენელი ყველა საქვესტო ნივთი!
ძირითადი კლასის შეცვლა ხდება სერვერის რესტარტის დროს. სერვისის შესრულებამდე პერსონაჟი დაიბლოკება სისტემის მიერ!


ბალანსზე არსებული თანხის მართვა

რომ არ მოხდეს ბალანსზე არსებული თანხის ყიდვისუნარიანობის დაკარგვა და გაუფასურება მოთამაშეების მაღაზიაში, ყოველ გაყიდულ ნივთზე ან ნივთების ნაკრებზე რომელთა ფასიც განისაზღვრება ათეულებით დაწესებულია საკომისიო გადასახადი. საკომისიოს ოდენობა განისაზღვრება ფასის ათეულის მაჩვენებლით.

მაგალითად: 25 ან 125 ბალანსის ერთეულად ნივთების გადაცემისათვის გაყიდვის საკომისიო განისაზღვრება შესაბამისად 2 და 12 ბალანსის ერთეულით.

ბალანსის გადატანა ექაუნტიდან ექაუნტზე

საინფორმაციო სისტემაში დამატებულია ახლი სერვისი: ბალანსის გადატანა ექაუნტიდან ექაუნტზე. ამ სერვისის საშუალებით შეგიძლიათ არსებული ბალანსი გადაიტანოთ როგორც იმავე ასევე სხვა სერვერების ექაუნტზებზე. სერვერის შიგნით ბალანსის გადატანა ექაუნტიდან ექაუნტზე უფასოა. გაითვალისწინეთ: სერვისით სარგებლობისათვის აუცილებელია უსაფრთხოების კოდის შეყვანა რომელსაც სისტემა აგზავნის იმ ექაუნტის ელ.ფოსტაზე საიდანაც გადაგაქვთ ბალანსი.

აღნიშნული სერვისი შეამცირებს მაღაზიაში ფასების გაფუჭებას რასაც მოთამაშეები აკეთებდნენ ბალანსის გადატანისას გაუაზრებლად არჩეულ ნივთებზე არასწორი ფასის დადების დროს.

ექაუნტის IP მისამართზე მიბმა

ექაუნტის IP მისამართზე მიბმის სერვისი გახდა უფასო. სერვისი საგრძნობლად შეამცირებს თქვენი ექაუნტის გატეხვის ალბათობას. მიბმა უნდა განხორციელდეს უშუალოდ იმ კომპიუტერიდან რომლიდანაც თამაშობთ. შეგიძლიათ მიაბათ რამოდენიმე IP მისამართი (მაგალითად: სახლის და სამსახურის). მიბმის შედეგად სხვა IP მისამართიდან ექაუნტზე შესვლა აკრძალულია, პაროლის ცოდნის შემთხვევაშიც კი. არასწორი IP მისამართიდან მიბმულ ექაუნტებზე საინფორმაციო სისტემაში შესვლისას ვერ ისარგებლებთ სერვისებით.

გაითვალისწინეთ: IP მისამართის მისამბლელად აუცილებელია უსაფრთხოების კოდის შეყვანა რომელსაც სისტემა აგზავნის მისაბმელი ექაუნტის ელ.ფოსტაზე.

FAdena-სთან დაკავშირებული ცვლილებები

  • მოიხსნა შეზღუდვა და შესაძლებელი გახდა თამაშში FAdena-ზე ნაყიდი ნივთების მოთამაშეების მაღაზიიდან გაყიდვა ბალანსის შესავსებად. კვლავ ძალაში რჩება თამაშში დაწესებული შეზღუდვა რომელიც კრძალავს FAdena-ზე ნაყიდი ნივთების გაცვლა-გაყიდვა-დაგდებას.
    გაითვალისწინეთ: ადმინისტრაცია არ დებს მაღაზიაში გასაყიდად FAdena-ს, მოსასხამებს და სვირინგებს.

  • შემცირდა მოსასხამების და სვირინგების FAdena-ზე საყიდელი და ჩასაბარებელი ფასი.

  • აიკრძალა თამაშში A დონის საჭურველის ჩაბარება სპეციალურ ვალუტაზე, FAdena-ზე.

  • დაემატა ახალი უნიკალური ნივთები რომლის შეძენა შესაძლებელია FAdena-ზე თამაშის მენეჯერთან (პერანგები და გასართობი აქსესუარები)



  • სასიამოვნო გართობას გისურვებთ!

    შუალედური განახლება Expert სერვერზე03-ივნ-2010

    ვინაიდან Gracia Final-ზე შეიცვალა უნარების გალესვის მიმართულებები ქალაქ Giran-ის მაღაზიაში მენჯერთან დაემატა ნივთი Giant's Codex - Discipline რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შეცვალოთ გალესვის მიმართულება თქვენთვის სასურველ მხარეზე. ნივთის საფასურია 300'000'000 ადენა

    დამატებულია მეორე პროფესიის გამარტივებული ქვესტი

    დამატებულია გილდიის და რეპუტაციის მენეჯერები

    შევსებულია ოსტატური დაკრაფტვისას გამოჭედილი საჭურველის სახეობები და გადაცვლის ვარიაციები

    ჰელბოუნდის კუნძულზე გასწორებულია Bernarde და Hude (S80 დონის საჭურველის ნაწილები და რეცეპტები)

    [+] უნარებში მომხდარი ცვლილებები დეტალურად

    სასიამოვნო გართობას გისურვებთ!
    Expert სერვერის გადასვლა Gracia Final-ზე24-მაი-2010


    25 მაისს, საღამოს დაგეგმილია ძირითადი Expert სერვერის გათიშვა და გადაყვანა Gracia Final-ზე.

    26 მაისს სერვერი იმუშავებს უკვე ახალ ქრონიკებზე.

    დღესასწაულთან დაკავშირებით ახალ Expert სერვერზე დადგება პროფესიის მენეჯერი კატა ანალოგიურად Hard სერვერისა.

    Gracia Final13-მაი-2010

     


    სატესტო პერიოდი

    პარალერურად ძირითადი სერვერისა გაშვებულია Expert სერვერის ასლი სერვერი რომელიც იმუშავებს სატესტო რეჟიმში მანამ სანამ მოთამაშეების ძირითადი ნაწილი არ გადმოიწერს Gracia Final-ის სათამაშო პაკეტს და არ შეამოწმებს თავისი პერსონაჟ(ებ)ის მონაცემებს, აღჭურვილობას და ნივთებს იმ პერიოდის მონაცემების მიხედვით როდესაც ეს სიახლე გამოცხადდა.

    გაშვება

    სატესტო რეჟიმის დამთავრებისას გაითიშება Hellbound სერვერი, მოხდება ინფორმაციის გადატანა Gracia Final-ზე და მოთამაშეები გააგრძელებენ თამაშს ახალ ქრონიკებზე.

    საინსტალაციო

  • გადმოიწერეთ აფდეიტერი შემდეგი ბმულიდან LineageII.exe. ჩაწერეთ თქვენთვის სასურველ ადგილზე, თუნდაც დესკტოპზე. გაუშვით.




  • "აირჩიეთ გზა Gracia Final" - ის გასწვრივ დაჭირეთ "..." ღილაკს და გამოსულ ფანჯარაში მიუთითეთ დირექტორია სადაც გინდათ ჩაიწეროს Lineage II Gracia Final-ის მთლიანი დისტრიბუტივი (საჭიროებს 10 გბ თავისუფალ ადგილს დისკზე).


  • დააჭირეთ გაგრძელებას. დაელოდეთ სანამ გადმოიწერება მთლიანი დისტრიბუტივი და გააქტიურდება "თამაში"-ს ღილაკი.


  • შემდგომი გაშვებისას პროგრამა ავტომატურად შეამოწმებს დისტრიბუტივის ფაილებს იქ სადაც მიუთითეთ და ავტომატურად გააქტიურებს "თამაში"-ს ღილაკს.


  • ნუ შეეხებით "აირჩიეთ გზა Hellbound" - ს სანამ მიმდინარეობს ტესტი და სერვერები მუშაობს პარალელურ რეჟიმში წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებთ Expert-ის ორ სერვერზე ერთდოულად თამაშშს.



  • სასიამოვნო გართობას გისურვებთ!
    გოგრების ევენტი Easy, Hard და Expert სერვერებზე (2-15 მაისი)02-მაი-2010

    დაიწყო გოგრების ევენტი შეაგროვე ნექტარი, დათესე, მოიყვანე ჯადოსნური გოგრის მოსავალი და მიიღე არაჩვეულებრივი პრიზები!

    მებაღე ფორდსონს ახლა აქვს საკმაოდ დიდი რაოდენობით მაგიური გოგრების თესლი. გადაწყვეტილი აქვს რომ ის ყველა თესლი ერთ გაზაფხულში გამოზარდოს, ამიტომაც გამოგზავნა Buzz the Cat ადენის და ელმორის ყველა ქალაქში რომ დაიქირაონ თავგადასვლების მაძიებლები რომლებიც სიამოვნებით შეასრულებენ ამ საქმეს.

    ნექტარი და მოსავალის გაზრდა

    მონსტრებისაგან რომლებიც თქვენს დონეს (ლეველს) შეესაბამებიან ევენტის პერიოდში დაიდროპება ნექტარი. Buzz the Cat - თან ცვლით ნექტარს პატარა გოგრის თესლში ან 50 ნექტარს დიდი გოგრის თესლში, მაგრამ არ გადაცვალოთ მთელი ნექტარი, ის კიდედევ დაგჭირდებათ ნაყოფის მოსარწყავად. როგორც კი ჯადოსნური გოგრა გაიზრდება - ის უნდა გახეთქოთ და მიიღოთ თქვენი პრიზები! მკვახე გოგრის გახეთქვა გამოიწვევს პრიზის ნაკლებობას ხოლო თუ გოგრა გადამწიფდა - და ვერ მოასწარით გახეთქვა - დაკარგავთ პრიზებს.

    გოგრის გატეხვა

    გაზრდილი გოგრა არ შეიძლება უბრალო იარაღით გახეთქოთ. გოგრა უნდა გასკდეს სპეციალური იარაღით: Chrono Unitus, Chrono Cithara, Chrono Unitus ან Chrono Darbukas რომელსაც შეიძენთ Buzz the Cat - თან 10 ნექტარის საფასურად. გაითვალისწინეთ, რომ დიდი გოგრის გასახეთქად დაგჭირდებათ ე.წ. Chrono Party-ის გაკეთება დამხმარე მოთამაშეებთან.

    პრიზები შეიძლება იყოს: იარაღის და აბჯრის ენჩანტები, აუგმენტაციის და ატრიბუციის ქვები.

    სასიამოვნო გართობას გისურვებთ!





    რბოლა კარტინგებით (20 აპრილი, 19:00 სთ)13-აპრ-2010


    20 აპრილს, თბილისში, დიღმის ასტრა პარკის გასართობ კომპლექსში, პრედატორის ეგიდით ტარდება რბოლა კარტინგებში.



    ვიწვევთ ყველას!
    ვისაც სურვილი აქვს აჩვენოს მაღალი პილოტაჟი და შეეჯიბროს პრედატორის გმ-ებს.


    პრიზები

    გამარჯვებულთათვის ჩვენს პარტნიორებს დაწესებული აქვთ სპეციალური პრიზები.

    • პირველ ადგილზე გასული პილოტი მიიღებს პრედატორის თასს, 150 ერთეულს ბალანსზე (ან 150 FAdena არჩევით Hard სერვერზე), 7 უფასო რბოლის ბილეთს, მაისურს და სხვა საჩუქრებს.
    • მეორე ადგილზე გასული პილოტი მიიღებს 100 ერთეულს ბალანსზე (ან 100 FAdena არჩევით Hard სერვერზე), 5 უფასო რბოლის ბილეთს, მაისურს და სხვა საჩუქრებს.
    • მესამე ადგილზე გასული პილოტი მიიღებს 50 ერთეულს ბალანსზე (ან 50 FAdena არჩევით Hard სერვერზე), 3 უფასო რბოლის ბილეთს, მაისურს და სხვა საჩუქრებს.

    რეგისტრაცია და წესები
    • რბოლაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოთამაშეს 12 წელს ზევით.
    • რეგისტრაცია იწყება 15 აპრილს და დამთავრდება რბოლის წინა დღეს ან 40 მსურველის მოგროვებისთანავე.
    • რბოლაში მონაწილეობის საფასური განისაზღვრება 50 ერთეულით შესაბამისი სათამაშო პერსონაჟის ბალანსზე.
    • რეგისტრაციისათვის აუცილებელია მონაწილემ საინფორმაციო სისტემაში განახორციელოს "კარტინგების რბოლაში მონაწილეობა" სერვისის დონატორობა
    • რეგისრაციის წარმატებით გავლისას მონაწილეს გაეგზავნება დასტურის წერილი შემდგომი ინსტრუქციებით.
    • დათქმულ დროს არ გამოცხადების შემთხვევაში მონაწილეს ავტომატურად მიენიჭება დამარცხება.
    • "კარტინგების რბოლაში მონაწილეობა" სერვისის დონატორობა ნიშნავს რომ მოთამაშეს სურს მონაწილეობა მიიღოს რბოლაში და ეთანხმება ამ წესებს.
    • დაუშვებელია ისეთი მონაწილეები ვინც არ თამაშობს Linaeage II-ს (პილოტები გაივლიან შემოწმებას).

    ჩატარების ადგილი და რბოლის მიმდინარეობა

    რბოლა ჩატარდება დიღმის ასტრა პარკის გასართობ კომპლექსში.
    თვითოეული რბოლოს ხანგრძლივობაა 8 წუთი და ერთმანეთს შეეჯიბრება 4 პილოტი. ის ვინც აჩვენებს საუკეთესო დროს წრეზე გავა შემდეგ ეტაპზე. ფინალური რბოლა ჩატარდება იმავე დღეს.

    სასიამოვნო გართობას გისურვებთ!

    ნავიგაცია საიტზე03-აპრ-2010


    საიტის ძრავი გადავიდა HTML9 ტექნოლოგიაზე.

    თუ თქვენ გაგაჩნიათ SAMSUNG-ის N, H ან S სერიის LCD ტიპის მონიტორი შესაძლებლება გაქვთ ჩვენს საიტზე იმოძრაოთ მაუსის გარეშე, ეკრანზე თითის შეხებით. ამისათვის გადართეთ საიტი სენსორულ რეჟიმში და მიყევით ინსტრუქციებს:

    სააღდგომო ევენტი Easy, Hard და Expert სერვერებზე (2-6 აპრილი)02-აპრ-2010

    სააღდგომოდ სერვერებზე დაიწყო ევენტი "ახალი ერა". შეაგროვეთ ასოები და შეადგინეთ სიტყვები:
  • GEORGIA
  • CHAOTICTHRONE
  • LINEAGE II
  • შეგროვებული სიტყვებს იბარებს ევენტ მენეჯერი და გაჯილდოვებთ შესანიშნავი პრიზებთ!


    ევენტის პერიოდში მონსტრებიდან ცვივა ასოები: A, C, E, F, G, H, I, L, N, O, R, S, T, II. შეადგინეთ ქვემოთ მოყვანილი სიტყვები, მიიტანეთ სპეციალურ ევენტ მენეჯერთან რომლებიც დგანან ქალაქებში და მიიღეთ პრიზები:

    პრიზები:



    • Ring of Ant Queen (1)
    • Ring of Core (1)
    • Blessed Scroll: Enchant Weapon: S Grade (1)
    • Blessed Scroll: Enchant Armor: S Grade (1)
    • Blessed Scroll: Enchant Weapon: A Grade (2)
    • Blessed Scroll: Enchant Armor: A Grade (2)
    • Random L2 Day Buff Scrolls (3 ერთი ტიპის)



    • Ring of Ant Queen (1)
    • Ring of Core (1)
    • Blessed Scroll: Enchant Weapon: S Grade (1)
    • Blessed Scroll: Enchant Armor: S Grade (1)
    • Blessed Scroll: Enchant Weapon: A Grade (2)
    • Blessed Scroll: Enchant Armor: A Grade (2)
    • Random L2 Day Buff Scrolls (2 ერთი ტიპის გარდა Wind Walk-ისა)



    • Ring of Ant Queen (1)
    • Ring of Core (1)
    • Blessed Scroll: Enchant Weapon: S Grade (1)
    • Blessed Scroll: Enchant Armor: S Grade (1)
    • Blessed Scroll: Enchant Weapon: A Grade (2)
    • Blessed Scroll: Enchant Armor: A Grade (2)
    • Random L2 Day Buff Scrolls (1 გარდა Wind Walk და Haste)

    გაითვალისწინეთ, რომ ყოველი შედგენილი სიტყვის მიტანისას მიიღებთ ჩამოთვლილი პრიზებიდან ერთ-ერთს. მაგალითად შანსი რომ შეგხვდებათ Ring of Ant Queen-ი დაბალია, მაგრამ გამორიცხული არაა.
    ძველ "ასოების ევენტთან" შედარებით, შეცვლილია შესაგროვებელი ასოები და პრიზებიც გაზრდილია

    საისამოვნო გართობას გისურვებთ ყველას!

    მოთამაშეების მაღაზია09-მარ-2010

    რას წარმოადგენს მოთამაშეების მაღაზია

    მოთამაშეების მაღაზია გაძლევთ საშუალებას შეავსოთ ექაუნტზე ბალანსი დონატორობის გარეშე.

    მოთამაშე ბალანსის შესავსებად დონატორობის სერვისებში უბრალოდ ყიდის თავის მიერ მოპოვებულ ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრებს სასურველ ფასად*. გაყიდული ნივთის ღირებულიების შესაბამისად მოთამაშეს შეევსება ექაუნთზე ბალანსი. არსებული თანხით კი უკვე შესაძლებლობა მიეცამა იყიდოს სხვა დონატორული ნივთები.
    საინფორმაციო სისტემაში ავტორიზაციის შემდეგ მოთამაშის ინვენტარის მენიუში ნივთების გასწვრივ დამატებულია ღილაკი "გაყიდვა" და ფასის მისათითებელი ველი.

    სისტემა არ იტოვებს მომსახურების რაიმე პროცენტს ან წილს.

    გაყიდვა

    • პერსონაჟზე დაშვებულია მხოლოდ ერთ სლოტში არსებული ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრების გასაყიდად გამოტანა.

    • გასაყიდად აუცილებელია ნივთი ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრები იმყოფებოდეს თამაშში საწყობში ("მოთამაშის ბანკში").

    • გასაყიდად გამოტანილი ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრები თამაშში აღარაა აქტიური, თუმცა ის რჩება მოთამაშის საკუთრებაში.

    • გასაყიდად გამოტანილი ნივთი ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრები აისახება პარალელურად დონატორობაში ჩადებული ნივთებისა.

    • მოთამაშის მიერ გასაყიდად გამოტანილი ნივთი ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრები მაღაზიაში ჩანს 72 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ დონატორობის სიაში ეს ნივთი აღარ გამოჩნდება.

    • იმისათვის რომ არსებული ნივთი კვლავ გამოიყენოთ თამაშში, შეძლოთ სხვა ნივთის გაყიდვა ან იგივე ნივთი კვლავ გაიტანოთ გასაყიდად აუცილებელია 72 საათის გასვლის შემდეგ მოახდინოთ მისი დაბრუნება. ამისათვის მოთამაშის ინვენტარის მენიუში ამ ნივთის გასწვრივ უნდა დააჭიროთ ღილაკს "დაბრუნება".

    • გასაყიდად გატანილი ნივთის დაბრუნება შესაძლებელია 72 საათის გასვლამდეც, ნებისმიერ მომენტში.

    • გასაყიდი ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრების მინიმალურ ფასს არეგულირებს სისტემა ანალოგიური გაყიდული ნივთების საშუალო ფასიდან გამომდინარე.

    • * ამ ეტაპზე დაშვებულია ადმინისტრაციის მიერ ჩადებული თუ სხვა მოთამაშის მიერ გაყიდული ნივთების ღირებულების საშუალო ფასის 80%-ით ნაკლები ფასის დაწესება.

    • გასაყიდი ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრების მაქსიმალური ფასი შეზღუდული პრინციპში არაა თუმცა სისტემა არ ჩაგაწერინებთ ძალიან დიდ ფასს.

    ყიდვა

    ნივთების ყიდვისათვის მოქმედებს სტანდარტული დონატორობის ინსტრუქცია. სისტემისათვის ერთიდაიგივეა, იყიდება ადმინისტრაციის მიერ ჩადებული თუ მოთამაშის ნივთი.

    მოთამაშის მიერ გატანილი ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრების ყიდვისას მოხდება აღნიშული საქონელის გადმოტანა მყიდველზე თავისი ყველა პარარამეტრებით (მაგ: იარაღის შემთხვევაში ნივთს გადაყვება სპეც.თვისება, ენჩანტი, აუგმენტაცია და ატრიბუცია).

    1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
     
    999 
    999 





    cstrike
    wow


    კვიცი გვარზე ხტისო.

     
       
      Predator.ge 2008 - 2024 წელი  
     
     
     

    ქართული English Russian