language

Loading...



Loading...
 
როგორც იცით თამაშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა ვაჭრობა და ნივთების შექმნა.

სტანდარტულად, ვაჭრობა-კრაფტის რეჟიმი მოითხოვს მუდმივ კონექციას სერვერთან გაშვებული თამაშის ან ბოტ პროგრამის საშუალებით. თავისთავად ეს გარკვეულ დისკომფორტს ქმნის, ტვირთავს კომპიუტრს, აფერხებს ინტერნეტის კონექციას და დამატებით ტრაფიკს უქმნის სერვერს.

ყველა ამ პრობლემების გათვალისწინებით და სათამაშო პროცესის ხელშესაწყობათ გთავაზობთ სრულიად ახალ სავაჭრო სისტემას - სპეციალურ სავაჭრო ბილეთის: Offline Trade Gemstone რომლის საშუალებითაც შეგეძლებათ დატოვოთ პერსონაჟი ონლაინში კლიენტის გარეშე.

გამოყენება

სავაჭრო ბილეთის შეძენა შესაძლებელია Giran Castle Town-ის Luxury მაღაზიაში.
ნივთის სახელია: Offline Trade Gemstone.



შეიძენთ რა სავაჭრო ბილეთს შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ადგილი, სტანდარტული მოქმედებებით შეიყვანოთ პერსონაჟი გაყიდვის ან კრაფტინგის რეჟიმში და დააჭიროთ ორჯერ ინვენტარში Offline Trade Gemstone-ს. ამდროს მოხდება კონექციის გათიშვა სერვერთან თუმცა პერსონაჟი დარჩება ონლაინში იმ დროით რა რესურსიც ბილეთს გააჩნია.

ერთი ცალი Offline Trade Gemstone გაძლევთ საშუალებას 24 საათის განმავლობაში იყოლიოთ პერსონაჟი ავტომატურ სავაჭრო რეჟიმში. თუ შეძენილი გაქვთ რამოდენიმე ბილეთი მაშინ ერთის რესურსის ამოწურვისას მოხდება გადასვლა მეორეზე ისე რომ პერსონაჟი შეუფერხებლად გააგრძელებს ვაჭრობას.

აღნიშნული სისტემის გამოყენებით შეგძლებთ შეუფერხებლად განახორციელოთ ვაჭრობა-კრაფტი, დაზოგოთ თქვენი კომპიუტერები და ნაკლებათ დატვირთოთ სერვერი.
 
999 
999 





cstrike
wow


არ უწერია ტურასა ერწო თიანეთს ღმუილი (იქ ვერ იცხოვრებს).

 
   
  Predator.ge 2008 - 2024 წელი  
 
 
 

ქართული English Russian