language

Loading...



Loading...
 
რა უნდა მოვიმექმედოთ რომ GM-მა გვიპასუხოს


მოკლე ინსტუქტაჟი იმისა თუ რა უნდა მოიმოქმედოთ იმისათვის რომ GM-მა დადებითი რეაგირება მოახდინოს თქვენს შეტყობინებაზე.




  • თუ გინდა რომ GM-მა გიპასუხოს, არა საჭირო დაწერო საერთო, სავაჭრო, კლანის ან გმირის ჩატში, ასე მხოლოდ გააღიზიანებთ მას და ფლუდისათვის დაისჯებით. საჭიროა GM-ს მიწეროთ პირადად PM-ში. ამისათვის საერთო ჩატის ფანჯარაში ვკრეფთ: "[GM-ის სახელი] [შეტყობინება]. მაგალითად: "=GM= გამარჯობა! ბაიუმის კვესტი გავაკეთეთ, მაგრამ ვერ შევდივართ.


  • უნდა იცოდეთ რომ შესაძლებელია GM-ი თამაშში არ იყოს, ამიტომ სანამ მიწერთ, შეამოწმეთ, რომელი GM-ია შემოსული თამაშში. შემოწმება შეგიძლიათ შემდეგი ბრძანებით: /gmlist


  • თითოეულს უნდა ახსოვდეს, რომ GM-ს უნდა მივწეროთ მხოლოდ კონკრეტულ პრობლემაზე ან პრობლემის მიზეზზე და მეტი არაფერზე. GM-ს არ აინტერესებს თქვენი ფეხის ზომა, ამინდის პროგნოზი, რომელ სკოლაში სწავლობთ, სად ცხოვრობთ ან კიდევ რა ფასებია თბილისში ბინებზე - მხოლოდ პრობლემა!


  • შეტყობინებაში არ არის საჭირო მიუთითოთ თქვენი სახელი, მას ისედაც ხედავს GM-ი.


  • არ ღირს სცადოთ მოისყიდვის მიზნით GM-ს შესთავაზოთ ადენები ან რამე, ეს არ გავა, მას მაინც თქვენზე მეტი აქვს.


  • არ დაემუქროთ GM-ს ანგარიშსწორებით რეალურ ცხოვრებაში, ამის შემდეგ მას ეკარგება სურვილი დაგეხმაროთ და უჩნდება სურვილი თქვენი პერსონაჟი დაბლოკოს (Ban).


  • GM-ი როგორც ექიმები, პასუხისმგებელია სხვადასხვა ასპექტში თამაშში. ერთი წესების დაცვას აკონტროლებს, მეორე გეოდატას ამოწმებს, მესამე ქვესტებს ტესტავს, თქვენ ხომ ვერ მიხვალთ თვალის ექიმთან საყვედურით კბილი მტკივაო? - აქაც ანალოგიურია. აზრი არ აქვს მოვთხოვოთ GM-ს დაგვეხმაროს რაიმე პრობლემის გამოსწორებაში თუ მას ესეთი პრივილეგია არ აქვს.


  • არ არის საჭირო GM-ს კითხოთ თუ სად არის მეორე GM-ი ან როდის მოვა, რადგანაც ისინი ერთად არ იმყოფებიან და არ იციან ვინ რა დროს იქნება თამაშში.


  • დაიმახსოვრეთ GM-ს აქვს 10 თითი და თეორიულად მას შეუძლია უპასუხოს ერთდროულად 10 მოთამაშეს, სამწუხაროდ ჩატში შესაძლებელია მხოლოდ ერთი შეტყობინების გაგზავნა ერთ ჯერზე, რაც ზღუდავს GM-ის შესაძლებლობებს, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ რომ GM-ს არ შეუძლია უპასუხოს ყველას ერთდროულად. ჩვეულებვრივ, სანამ გიპასუხებთ მას მინიმუმ 10 დამატებითი შეტყობინება მოსდის, ამიტომ იქონიეთ მოთმინება და თუ მაშინვე არ გიპასუხეს დასმულ შეკითხვაზე, გაუმეორეთ იგი 10 წუთის შემდეგ.


  • ყოველ 5 წამში მიწერა GM-ის პირად ჩატში "აუ დამეხმარე რა..." უარყოფით რეაქციას გამოიწვევს, GM-ებზე საკმაოდ მტკივნეულად მოქმედებს ფლუდი და დიდი შანსია გიპასუხოთ პერსონაჟის გაჩუმებით (Chat Ban).


  • არცერთ GM-ი არავისგან დავალებული არაა, ამიტომ თუ GM-ს თქვენი რამე ვალი მართებს - ჩათვალეთ უკვე გადახდილი აქ.


  • GM-ს შეგიძლიათ მიმართოთ, როგორც თამაშში, ასევე ICQ-ში ან ელექტრონულ ფოსტაზე.



  • ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები:

    კითხვა: GM დღეს ჩემი დაბადების დღეა, მეკუთვნის რამე?
    პასუხი: დიახ, გეკუთვნის მხურვალე მოლოცვა GM-გან. გილოცავ!

    კითხვა: GM რომ მოგკლა რამე დაგივარდება?
    პასუხი: მე რომ შენს პერსონაჟს ბანი დავადო, გაგიკვირდება?

    კითხვა: GM ტელეპორტის სქროლი გამითავდა და გადამიყვან ქალაქში?
    პასუხი: არ შემიძლია, GM-ებს არ გვაძლევენ ტელეპორტის სქროლს, დეფიციტში გარღვევაა.

    კითხვა: GM სად ვარ!!? აქედან როგორ გავიდე?
    პასუხი: ციხეში ხარ! იმისათვის რომ გახვიდე დააჭირე Exit Game!

    კითხვა: GM მართალია რომ ბაგით ადენის "დათრევა" არის შესაძლებელი?
    პასუხი: მართალია და ადენასთან ერთად ბანს "დაითრევ"!

    კითხვა: GM რა გქვია?
    პასუხი: GM-ი!

    კითხვა: GM შეგიძლიათ მომცეთ S Grade იარაღი?
    პასუხი: კარაქიანი პური არ გინდა?

    კითხვა: GM დაკავებული ხარ?
    პასუხი: მეკაიფები?






     
    999 
    999 





    cstrike
    wow


    ეს ძაღლი ამ ძვალს ვერც ხრავს და არც ეშვება.

     
       
      Predator.ge 2008 - 2024 წელი  
     
     
     

    ქართული English Russian