language

Loading...



Loading...
 
ანონსი
Lineage II -ის სერვერები03-ნოე-2009

  • Easy სერვერი


  • Easy - მაღალ რეიტიანი სერვერი. რეკომენდირბულია მათთვის ვინც არ უთმობს დიდ დროს Lineage II-ს. აირჩიეთ ეს ოფცია თუ თქვენ გიზიდავთ მოთამაშეებთან შერკინება და თქვენი საბოლოო მიზანი პერსონაჟის მაქსიმალური განვითარებაა.


  • Hard სერვერი


  • Hard - დაბალრეიტიანი სერვერი. რეკომენდირებულია მათთვის ვინც საშუალო დროს ახარჯავს Lineage II-ს ან ინაზღაურებს განაცდურ დროს ბოტ-პროგრამის დახმარებით. აირჩიეთ ეს ოფცია თუ თქვენ გიზიდავთ მონსტრებთან შერკინება, გსურთ მიიღოთ მონაწილეობა კლანთაშორის ბატალიებში და ციხეების გარემოცვაში.


  • Expert სერვერი


  • Reborn - საშუალო რეიტიანი სერვერი. რეკომენდირებულია მათთვის ვინც დიდ დროს უთმობს Lineage II-ს. აირჩეთ ეს ოფცია თუ თქვენ გსურთ სრულად ჩაეფლოთ ვირტუალურ სამყაროს ხაოსში და გაიაროთ რთული გზა უბრალოებიდან განდიდებამდე.




    გადახდის გამარტივებული სისტემა 07-აგვ-2009

    დონატორობა შესაძლებელია განახორციელოთ სწრაფი გადახდის აპარატებიდან რომელიც ეკუთვნის:მომენტალური გადახდის ერთიანი საინფორმაციო სისტემის (მგგს) ქსელს.

    უპირატესობები:

    • გადახდის პუქტების სიმრავლე: მაღაზიები, სუპერმარკეტები, სავაჭრო თუ სხვა დაწესებულებები: თბილისი და რეგიონები;
    • აღრაა საჭირო ბანკის რიგში დგომა, ახსნა-განმარტების და ჩვენების ჩაბარება;
    • აღარაა საჭირო პირადობის მოწმობა და გადარიცხვის საკომისიოს გადახდა;
    • გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ დროს (24საათი -7დღე);
    • ბალანსის ასახვა სერვერებზე ხდება მომენტალურად;


    ქვევით მოყვანილია თვითმომსახურების ავტომატით სარგებლობის ინსტრუქცია, სად აისახება გადმორიცხული თანხა და როგორ ხდება ბალანსის განკარგვა საინფორმაციო სისტემაში:

    1. თვითმომსახურეობის ავტომატის ინტერფეისი მაქსიმალურად მარტივია და გასაგები. პირველ ფანჯარაში ვირჩევთ "მომსახურების გადახდა"-ს უბრალო თითის დაჭერით ეკრანზე:


    2. მეორე ფანჯარაში ვირჩევთ სფეროს და ვაჭერთ ღილაკზე: "ტოტალიზატორი და გართობა":


    3. მესამე ფანჯარაში ვირჩევთ ჩვენი სერვერის ლოგოტიპს: "PREDATOR":


    4. მეოთხე ფანჯარაში სათამაშო ყუთებიდან ვირჩევთ სერვერს რომელზეც ვთამაშობთ და გვინდა ვიდონატოროთ. სერვისი ჩართულია სამივე სერვერისათვის:
    • Easy - მაღალ რეიტიანი სერვერი. რეკომენდირებულია მათთვის ვინც არ უთმობს დიდ დროს Lineage II-ს. აირჩიეთ ეს ოფცია თუ თქვენ გიზიდავთ მოთამაშეებთან შერკინება და თქვენი საბოლოო მიზანი პერსონაჟის მაქსიმალური განვითარებაა.


    • Hard - დაბალრეიტიანი სერვერი. რეკომენდირებულია მათთვის ვინც საშუალო დროს ახარჯავს Lineage II-ს ან ინაზღაურებს განაცდურ დროს ბოტ-პროგრამის დახმარებით. აირჩიეთ ეს ოფცია თუ თქვენ გიზიდავთ მონსტრებთან შერკინება, გსურთ მიიღოთ მონაწილეობა კლანთაშორის ბატალიებში და ციხეების გარემოცვაში.


    • Expert - საშუალო რეიტიანი სერვერი. რეკომენდირებულია მათთვის ვინც დიდ დროს უთმობს Lineage II-ს. აირჩეთ ეს ოფცია თუ თქვენ გსურთ სრულად ჩაეფლოთ ვირტუალურ სამყაროს ხაოსში და გაიაროთ რთული გზა უბრალოებიდან განდიდებამდე.



    5. მხუთე ფანჯარაში ეკრანზე გამოსახული კლავიატურის მეშვეობით შეგვყავს ექაუნტის (და არა პერსონაჟის)სახელი და ვაწვებით ღილაკს "შემდეგ"


    6. თუ არჩეული სერვერისათვის სწორედ გაქვთ მითითებული ექაუნტის სახელი ეკრანზე დაინახავთ თვენ პერსონაჟებს (პერსონაჟების სურათები აღებულია ნიმუშებიდან , ნუ გაიკვირვებთ თუ მათ არ აცვიათ ის საჭურველი და არ გამოიყურებიან ისე როგორც თამაშში).
    ვრწმუნდებით რომ მართლაც ჩვენ ექაუნტზე ვახორცილებთ ოპერაცის და კვლავ ვაწვებით ღილაკს "შემდეგ"


    7. მეშვიდე ფანჯარაში საჭიროა ავტომატს მივაწოდოთ თანხა. როგორც კი შევაცურებთ სასურველ კუპიურას აპარატი ეკრანზე აჩვენებს მის ნომინალს. სასურველი თანხის მიწოდების შემდეგ ვაწვებით ღილაკს "გადახდა"


    8. მერვე ფანჯარაში ეკრანზე ხდება ჩვენს მიერ განხორციელებულ ოპერაცის დადასტურება და ავტომატი გვიბეჭდავს ჩეკს. ჩეკის შენახვა აუცილებელია.


    9. ბალანსის განკარგვა შესაძლებელია შესაბამისი სერვერის საინფორმაციო სისტემიდან:

    The Video content presented here requires a more recent version of the Adobe Flash Player. If you are you using a browser with JavaScript disabled please enable it now. Otherwise, please update your version of the free Flash Player by downloading here.



    10. საინფორმაციო სისტემების ბმულები: შენიშვნა: საინფორმაციო სისტემაში დონატორობა შეიცვლება პერიოდულად, დაემატება ახალი სერვისები, იქნება აქციები სადაც რამოდენიმე ნივთი, ბითუმად, შეღავათიან ფასში დაიდება, განვიხილავთ ახალი შეკვეთებსაც და თუ ჩავთვლით საჭიროდ დავამატებთ ახალ ლოტებს.

    სერვისი - საგნების "დაპლიუსება" ამოღებულია საინფორმაციო სისტემის დონატორობის ფუნქციებში, ამ ეტაპზე არ მოხდება მისი დამატება.

    სასიამოვნო გართობას გისურვებთ!

    სიახლეები Chronicle 4 სერვერზე 01-თებ-2009

    Chronicle 4 სერვერზე გთავაზობთ სიახლეებს:

  • ახალი პაჩი და განახლებული დაცვის სისტემა
  • სპეციალური ვალუტა - F.Adena
  • F.Adena-ს ანგარიშის შევსების სისტემა
  • განახლებული დონატორობა
  • ვალუტის გამყარება - თამაშის ახალი წესები
  • სპეციალური მოსასხამები - Cloaks
  • სერვერის გამოცვლის პრინციპი


  • შევეცდებით ქვემოთ გავშიფროთ თვითოეული მათგანი და
    ეტაპობრივად შეუდგეთ მათ განხორციელებას.

    იმედი გვაქვს ეს სიახლეები ცოტათი მაინც დაგვეხმარება
    გაუფასურებული ნივთების ფასის დარეგულირებაში, ასევე
    გაჯერებული საჭურველის ცოტაოდენი დეფიციტის შექმნაში
    და თამაშისადმი მეტი ინტერესეის მიცემაში.

    სამი წელი ცოტა არ აირის 10+ რეიტის და დიდი
    ონლაინის მქონე სერვერისათვის. რა თქმა უნდა შეიძლებოდა
    სხვა ცვლილებების გაკეთებაც ანდაც საერთოდ მათ გარეშეც,
    მაგრამ ჩვენმა ჯგუფმა ასეთი გზა აირჩია.

    ახალი პაჩი და განახლებული დაცვის სისტემა

    Chronicle 4 სერვერზე მთლიანად გამოიცვალა დაცვის მოდული და ავტორიზაციის სისტემა:

    ავტო-აფდეიტერი ვერსია 3.01
    აუცილებელია გადმოწეროთ და დააყენოთ ახალი პაჩი, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშში ვერ შეხვალთ.

    აუტო-აფდეიტერის მოდული ინტეგრირებულია პაჩში და თავის თავად შეიცავს ჩვენ სერვერზე თამაშისათვის საჭირო ყველა ფაილს.


    Chronicle 4 დაცვის მოდულის განახლებასთან ერთად განახლდა l2walker პროგრამა

    eL2Walker 10.7.4
    აუცილებელია გადმოწეროთ და დააყენოთ ახალი ბოტ-პროგრამა. ძველი ვერსიით თამაშში ვერ შეხვალთ.

    შეგახსნებთ: Chronicle 4 სერვერზე დაშვებულია მხოლოდ ჩვენს მიერ საიტზე დადებული eL2Walker 10.7.4 ვერსიით თამაში. მასზე დამატებითი სკრიპტების და პაკეტ-ინჯეკტორების მიბმა იკრძალება.
    დაცვის მოდული იძლევა საშუალებას გააკონტროლოს და ავტომატურად დაბლოკოს ის ექაუნტი ვინც ამ წესებს არ გაითვალისწინებს.

    სპეციალური ვალუტა - F.Adena

    Chronicle 4 სერვერზე შემოდის ახალი ფულადი ერთეული ოქროს მონეტის სახით - F.Adena რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ იყიდოთ დონატორული ნივთები სპეციალურ მაღაზიაში. უფრო სწორედ რომ ვთქვათ F.Adena პირადი ანგარიშია, მისი არც გაცვლის, არც გადაგდების და არც წაშლის უფლება არ გეძლევათ, მხოლოდ შევსება და ხარჯვაა შესაძლებელი.

    F.Adena ანგარიშის შევსების ორი გზა არსებობს. ერთია დონატორობით, მეორე კი გარკვეული საგნების ჩაბარებით. მონსტრებში ამ მონეტის დროპი არ დევს და არც რაიმე საქვესტო დავალებით მოიპოვება.

    F.Adena-ს ანგარიშის შევსების სისტემა

    როგორც ავღნიშნეთ, F.Adena ანგარიშის შევსება გარკვეული საგნების ჩაბარებითაც შეგიძლიათ. ყველას, დონატორისა თუ არადონატორს შეუძლია სპეციალურ მაღაზიაში ჩააბაროს იარაღი, აბჯრის სეტები და ბიჟუტერია - შესაბამისად მიიღოს გარკვეული რაოდენობის F.Adena.

    მაღაზია იბარებს მხოლოდ იმ ნივთებს რომელსაც დღეისათვის Chronicle 4 სერვერზე გარკვეულ ფასეულობა გააჩნია და ღირებულია მოთამაშეებს შორის. ესენია ძირითადად A და S Grade იარაღები , A და S Grade აბჯრის სრული სეტები, S Grade ბიჟუტერიის სეტი და რაიდ ბოსების ბიჟუტერია.


    იმისათვის რომ ნახოთ თუ რა გასამრჯელოს მიიღებთ ამა თუ იმ ნივთის ან ნივთების ნაკრების (სეტის) ჩაბარებისას, აუცილებელია ინვენტარში იქონიოთ ეს საგნები. თუ ინვენტარში გიდევთ ერთზე მეტი ჩასაბარებელი საგანი სიაში დაინახავთ რამოდენიმე ოქროს მონეტას. თვითოეული მონეტის არჩევისას მარჯვენა მხარეს გაიშიფრება თუ რას ჩაიბარებს მაღაზია და რამდენი F.Adena გადმოგეცემათ.

    ნივთების ჩაბარების გარდა F.Adena ანგარიშის შევსება შესაძლებელი იქნება დონატორობითაც. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა ექნება შეავსებს ანგარიშს სერვერის დახმარების საფასურად.

    განახლებული დონატორობა

    F.Adena შემოღება შესაძლებლობას გვაძლევს დონატორობის ძირითადი ნაწილი სერვისებისა თამაში შევიტანოთ.

    ეს პრინციპი წელიწადია რაც მოქმედებდა Interlude სერვერზე, ამჟამად კი Hellbound სერვერზე მუშაობს, განსხვავებით იმისა რომ აქ F.Adena ანგარიშის შესავსების ერთადერთი საშუალება - დონატორობაა.

    მაღაზიაში ჩასაბარებელი და საყიდელი ნივთების ფასები ყოველდღიურად F.Adena-ის კურსის კონტროლს მოითხოვს რათა არ მოხდეს მისი გაუფასურება, ამიტომ გარკვეული პერიოდულობით მოხდება ნივთებზე ფასის ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში სერვერის ეკონომიკის მხარის აბმა შეუძლებელი იქნება.

    დონატორობაში დაგეგმილი ცვლილებები:

  • საიტიდან ამოღებული იქნება დონატორობის სერვისები რომელსაც მოქმედების გრაფაში უწერიათ "ყიდვა" და "გადაცვლა". ეს სერვისები ხელმისაწვდომი იქნება თამაშში


  • C და B გრეიდის ნივთების "ყიდვა" და "გადაცვლა" ამოღებული იქნება საერთოდ დონატორობიდან. აღნიშნული სერვისი წელიწადზე მეტია არავის არ გამოუყენებია და მასზე მოთხოვნა აღარ არის


  • სერვისი: "10'000'000 ადენა - 10 ეროვნულ ადენად"
    შეიცვლება: "1 F.Adena - 1 ეროვნული ადენად"


  • თამაშში დონატორობის სიას დაემატება ახალი, ექსკლუზიური ნივთები, რომლებიც გაიყიდება მხოლოდ F.Adena-ზე.


  • დონატორობაში დაემატება საამაშო ექაუნტის მიბმა IP მისამართზე რაც ბევრად დაცულს გახდის მას და აგარიდებთ ვირუსებით, ტროიანებით და კეილოგერებით გატეხვისაგან.


  • ვალუტის გამყარება და თამაშის ახალი წესები

    როგორც იცით სერვერზე Adena-ს რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს. მისი მოპოვება სერვერის რეიტებიდან გამომდინარე საგრძნობლად აღემატება ხარჯვას. Adena მხოლოდ მოთამაშეებს შორის ბრუნავს და ერთი მფლობელიდან მეორესთან გადადის ისე რომ მისი ყიდვის უნარიანობა სულ უფრო დაბლა ეცემა. სერვერის სამ წლიანი არსებობის მანძილზე ინფლაციამ უკვე იმ დონეს მიაღწია რომ Adena-ს მოპოვება განვითარებული მოთამაშეებისათვის, კლანებისთის და ციხის-მფლობელებისთვის უსარგებლო გახდა.

    F.Adena-ს შემოღებით Adena კიდევ უფრო გაუფასურდება, რადგან ჩაბარების შედეგად გამოწვეული ნივთების ნაკლებობა გამოიწვევს ამ საგნებზე ფასის გაზრდას.

    ვცდილობთ რა,შექმნილ სიტუაცია დავარეგულიროთ, ვაწესებთ და ვზრდით გარკვეულ გადასახადებს Adena-ის ხარჯვითი ნაწილის გასაზრდელად:

  • ოლიმპიადაზე კლასით ან კლასგარეშე მონაწილეობის მისაღებად დაწესდა გადასახადი ?? ადენა

  • მიზანი: შემცირდეს უაზროდ დიდი რაოდენობით ბოტების ჩაწერა, არასასურველ მოწინააღმდეგესთან შეხვედრისას ბრძოლოს გაუქმება და ქულების გადასხმა.

  • კლანის დარბაზის (Clan Holl) არენდა ყოველ კვირა დაწესდეს ?? ადენა

  • მიზანი: შეინარჩუნონ კლანის დარბაზები მხოლოდ მოქმედმა კლანებმა. შეუძლებელი იყოს დარბაზის შენახვა მიტოვებული ან ერთი კაცის ბოტების მიერ შექმნილი კლანებისათვის.

  • მეორე და მესამე პროფესის აღება იქნება ფასიანი?? ან ქვესტით შესასრულებელი



  • აღნიშნული წესები ძალაში შევა ?? მარტიდან. მანამდე შეეცადეთ გააფრთხილოთ ერთმანეთი და კლანის ლიდერები რომ მზად იყვნენ მოსალოდნელი ცვლილებებისათვის.

    სპეციალური მოსასხამები - Cloaks

    მოსასხამები წარმოადგენს სეტის დამატებას და ჯდება ინვენტარის ზედა მარჯვენა "სლოტში". ისინი ვიზუალურად არ ჩანან, მაგრამ პერსონაჟის აბჯრის სეტს საგრძნობლად აძიერებენ.

    მოსასხამები რამოდენიმე ნაირია, ყოველი მათგანი მოქმედებს იმ აბჯართან რომლის სახელიც მას ქვია. შესაბამისი აბჯარის სეტის გარეშე მოსასხამი ბონუსებს არ იძლევა.

    მოსასხამები არ ვარდება მონსტრებისაგან და არ გეძლევათ რაიმე დავალების შესრულების საფასურად, მათი მოპოვება მხოლოდ სპეციალური ვალუტითაა შესაძლებელი.

    ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ სათითაოდ ყველა მოსასხამის ბონუსები სეტთან ეკიპირებისას:

    მოსასხამი

    დონე
    ბონუსი
    Majesitc Cloak
    Resistance to bleed attacks (30%)
    Resistance to stun (20%)
    255 Additional Hit Points (hp)
    Healing Effect (10%)
    Increases Critical Damage (4%)
    Dark Crystal
    Resistance to bleed attacks (30%)
    Magical Defence (7%)
    Increases Accuracy by 2
    Increases Critical Damage (7%)
    Increases Hit Points by 200 (hp)
    Nightmare Cloak
    Resistance to poison (40%)
    Resistance to root (30%)
    Increases Accuracy by 2
    Increases Critical Damage (7%)
    Increases Attack speed (4%)
    Increases Magic Attack Speed (2%)
    Tallum Cloak
    Resistance to poison (30%)
    Resistance to root (30%)
    Increases Accuracy by 2
    Increases Critical Damage (7%)
    Increases Hit Points by 250 (hp)
    Increases Magical Attack (4%)
    Arcana Cloak
    Increases Magic Attack Speed (4%)
    Resistance to Sleep (80%)
    Increases Max MP by 445
    Increases Magical Attack (8%)
    Increases Magical Critical rate (50%)
    Skill reuse delay reduced (10%)
    Reflect Damage (5%)
    Draconic Cloak
    Resistance to poison (80%)
    Resistance to root (60%)
    Increases Accuracy by 4
    Increases Critical Damage (15%)
    Increases Attack Speed (4%)
    Imperial Cloak
    Resistance to Fire type attacks (15%)
    Resistance to Sleep (80%)
    Hit Points increased by 445
    Physical Attack increased (4%)
    Accuracy increased by 4
    Skill reuse delay reduced (1%)
    Increases Magical Defence (10%)

    სერვერის გამოცვლის პრინციპი

    Chronicle 4 და Hellbound სერვერები განსხვავებულ პრინციპზეა აგებული, თუმცა ორივეზე იმდენად დიდი დრო, სახსრები და ენერგიაა დახარჯული რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს მოთამაშე რომელს აირჩევს სათამაშოდ.

    ხშირად ვისმენთ განცხადებებს ფორუმზეც და თამაშშიც "ვცვლი ნივთებს (ან ჩარს) ერთი სერვერიდან მეორეზე". შეიძლება ერთი შეხედვით ეს არც თუ ისე ძნელია, როდესაც შენთითონ ადებ ნივთებს ფასს. არც ის იქნებოდა სწორი რომ იჯდეს ადმინი და შეაფასოს - "რა ღირს შენი +8-იანი არკანა"...
    უნდა მოინახოს რაღაც ერთიანი პრინციპი, რომლითაც შეფასდება ერთ სერვერზე მოთამაშის მიერ მოპოვებული სიკეთე და უდანაკარგოდ გადავა მეორე სერვერზე.

    ერთიანი ვალუტის შემოღება ორივე სერვერზე უკვე გარკვეულწილად გვაახლოებს სერვერის არჩევის და გამოცვლის პრინციპთან. იმედი გვაქვს ცოტა ხანში მოთამაშეს მიეცემა საშუალება ჩააბაროს ნივთები F.Adena-ზე და დაგროვილი ვალუტა გადაიტანოს ერთი სერვერიდან მეორე სერვერზე.



    ჯერ-ჯერობით ეს სისტემა მხოლოდ გეგმაშია და მოითხოვს F.Adena-ს მაქსიმალურ კონტროლს , მისი ამოღების და ხარჯვის სტატისტიკას და შესაძლოა დამატებითი ცვლილებების განხორციელებასაც.

    გთხოვთ, ამ ეტაპზე ნუ მოიწერებით პერსონაჟების გადატანაზე. ვეცდებით პერიოდულად განვიხილოთ თქვენთან ერთად ამ პრინციპის დადებითი და უარყოფითი მხარეები და რაც შეიძლება მალე შემოგთავაზოთ იგი.
     
    999 
    999 





    cstrike
    wow


    ომიანობა რომ არ იყვეს, გამარჯვებას პატივი არ ექნებოდაო.

     
       
      Predator.ge 2008 - 2024 წელი  
     
     
     

    ქართული English Russian