language

Loading...



Loading...
 
პროგრამები და უტილიტები
Norton AntiVirus 2009 Gaming Edition05-მარ-2009

კომპანია Symantec-მა გამოუშვა სპეციალური ანტივირუსის ვერსია ვერსია Norton AntiVirus 2009 Gaming Edition რომელიც ადაპტირებულია კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის, ასევე მათთვის ვინც ძირითად დროს ინტერნეტში მეგობრებთან ჩატაობაში, ფორუმებზე და ონლაინ თამაშებში ატარებს.

ანტივირუსი უზრუნველყოფს საიმედო დაცვას ვირუსებისაგან, შპიონური პროგრამებისაგან, ქსელური "მატლებისაგან", ტროიანებისაგან, კეი-ლოგერებისაგან, ბოტებისაგან და ინფიცირებული საიტებისაგან.

ასევე ანტივირუსის აღნიშნული რედაქცია აღჭურვილია სპეციალური მოდულებით რომლებიც იცავს გეიმერის კომპიუტერს თანამედროვე ონლაინ თამაშებში გავრცელებული სპეციფიკური სახეობის შეტევებისაგან და მავნე პროგრამული კოდებისაგან.

აღსანიშნავია ის რომ Norton AntiVirus 2009 Gaming Edition მოითხოვს შედარებით ნაკლებ სისტემურ რესურსებს და მოიხმარს 80%-ით ნაკლებ მეხსიერებას ვიდრე სხვა ანტივირუსები (3 წამით აყოვნებს სისტემის ჩატვირთვას, ჭირდება 6მბ ოპერატიული მეხსიერება და 50მბ ადგილი დისკზე), მუშაობს ავტონომიურ რეჟიომში, თავისით აკეთებს განახლებას, სისტემის სკანირებას და ფონურ რეჟიმში ახორციელებს მავნე კოდების გაუნებელვყოფას.

სპეციალური რეჟიმი Gamers Mode, იძლევა საშუალებას შუა თამაშის დროსაც დაბლოკოს ვირუსები ისე რომ არ ამოაგდოს შეტყობინება და არშეგიშალოთ ხელი თამაში, ასევე უზრუნველყოს ქსელის მაქსიმალური გამტარიანობა და არ გადატვირთოს ამ დროს ინტერნეტის არხი ბაზის განახლებებით.

Norton AntiVirus 2009 Gaming Edition
(არქივში დევს ფაილი Install notes, ასევე 30 დღიანი საცდელი ვერსიის მოსახსნელი პროგრამაც)

გირჩევთ ყველას დაცული გქონდეთ კომპიუტერები!

საინფორმაციო ბაზა Hellbound-ისათვის05-თებ-2009

Lineage II Hellbound-ის ბაზა, იარაღი, აბჯარი, მონსტრები, ქვესტები, სკილები... მოკლედ საკმარისი ინფორმაციიაა თამაში გასათვითცნობიერებლად: l2_my_informer_2.1


შენიშვნა: პროგრამაში მოყვანილი მონაცემები, მათ შორის "დროპის შანსები" შეიძლება არ შეესაბამებოდეს ჩვენი ან სხვა სერვერების სკრიპტებს იმის გამო რომ სერვერებზე მუდმივად მიმდინარეობს განახლებები, პროგრამა კი შექმნილია ზოგად-საინფორმაციო ბაზებიდან და არ წარმოადგენს ოფიციალურ წყაროს


Lineage II შეცდომების ბიბლიოთეკა 05-თებ-2009

პროგრამა შესაძლოა დაგეხმაროთ ვისაც პრობლემები გაქვთ კლიენტის დაინსტალირებასთან ან გაშვებასთან ან დრაივერებთან. მონახეთ შესაბამისი შეცდომის აღწერილობა და გაითვალისწინეთ რეკომედაციები: La_error.rar




პროგრამა ჯუჯებისათვის Crafter 2.105-თებ-2009

ვისაც ჯუჯები გყავთ და დაკავებული ხართ ნივთების აწყობით, გამოგადგებათ ეს პროგრამა. პროგრამაში მარტივად შეგიძლიათ დაითვალოთ საჭირო ნივთისათვის დასაკრაფტი რესურსების რაოდენობა: Crafter_v2.1.rar




WinAmp მუსიკალური საკრავის სკინი.05-თებ-2009

ლაინეიჯ II თემაზე დამზადებული WinAmp-ს სკინი, ვინც ხმარობთ ამ მუსიკალურ საკრავს შეგიძლიათ გაალამაზოთ მისი ვიზუალური სახე: LineAge_Winamp_Skin.rar




კლანის ლოგოების კატალოგი05-თებ-2009

ლაინეიჯ II მე-4 ქრონიკების კლანის ლოგოების სურათების ბაზა. სურთები არის გამზადებული BMP ფორმატში, ზომით 16x12 პიქსელი და 256 ფერი: clanlogos.rar



იმისათვის რომ დააყენოთ კლანის ლოგო (ხატულა), გადადით ლინკზე: როგორ დავაყენოთ კლანის ლოგო


საინფორმაციო პროგრამა L2Informer05-თებ-2009

ლაინეიჯ II მე-4 ქრონიკების ბაზა, იარაღი, აბჯარი, მონსტრები, ქვესტები, სკილები და ყველაფერი. პროგრამა ინგლისურ ენაზეა: l2informer.exe




 
999 
999 





cstrike
wow


ნახევარი შენი ნამოქმედარი, კაცმა "არამგონიასთვის" უნდა შეინახოსო.

 
   
  Predator.ge 2008 - 2024 წელი  
 
 
 

ქართული English Russian