მოთამაშეების მაღაზია
რას წარმოადგენს მოთამაშეების მაღაზია
მოთამაშეების მაღაზია გაძლევთ საშუალებას შეავსოთ ექაუნტზე ბალანსი დონატორობის გარეშე.
მოთამაშე ბალანსის შესავსებად დონატორობის სერვისებში უბრალოდ ყიდის თავის მიერ მოპოვებულ ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრებს სასურველ ფასად*. გაყიდული ნივთის ღირებულიების შესაბამისად მოთამაშეს შეევსება ექაუნთზე ბალანსი. არსებული თანხით კი უკვე შესაძლებლობა მიეცამა იყიდოს სხვა დონატორული ნივთები.
საინფორმაციო სისტემაში ავტორიზაციის შემდეგ მოთამაშის ინვენტარის მენიუში ნივთების გასწვრივ დამატებულია ღილაკი "გაყიდვა" და ფასის მისათითებელი ველი.
რომ არ მოხდეს ბალანსზე არსებული თანხის ყიდვისუნარიანობის დაკარგვა და გაუფასურება მოთამაშეების მაღაზიაში, ყოველ გაყიდულ ნივთზე ან ნივთების ნაკრებზე რომელთა ფასიც განისაზღვრება ათეულებით დაწესებულია საკომისიო გადასახადი. საკომისიოს ოდენობა განისაზღვრება ფასის ათეულის მაჩვენებლით. მაგალითად: 25 ან 125 ბალანსის ერთეულად ნივთების გადაცემისათვის გაყიდვის საკომისიო განისაზღვრება შესაბამისად 2 და 12 ბალანსის ერთეულით..
გაყიდვა
- პერსონაჟზე დაშვებულია მხოლოდ ერთ სლოტში არსებული ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრების გასაყიდად გამოტანა.
- გასაყიდად აუცილებელია ნივთი ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრები იმყოფებოდეს თამაშში საწყობში ("მოთამაშის ბანკში").
- გასაყიდად გამოტანილი ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრები თამაშში აღარაა აქტიური, თუმცა ის რჩება მოთამაშის საკუთრებაში.
- გასაყიდად გამოტანილი ნივთი ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრები აისახება პარალელურად დონატორობაში ჩადებული ნივთებისა.
- მოთამაშის მიერ გასაყიდად გამოტანილი ნივთი ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრები მაღაზიაში ჩანს 72 საათის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ დონატორობის სიაში ეს ნივთი აღარ გამოჩნდება.
- მოთამაშის მიერ გასაყიდად გამოტანილი ნივთი ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრები მაღაზიაში გააქტიურდება ალბათობით ერთი საათის განმავლობაში რომ არ მოხდეს მიკერძოებული გაყიდვები და ნივთის ფასის გაფუჭება.
- იმისათვის რომ არსებული ნივთი კვლავ გამოიყენოთ თამაშში, შეძლოთ სხვა ნივთის გაყიდვა ან იგივე ნივთი კვლავ გაიტანოთ გასაყიდად აუცილებელია 72 საათის გასვლის შემდეგ მოახდინოთ მისი დაბრუნება. ამისათვის მოთამაშის ინვენტარის მენიუში ამ ნივთის გასწვრივ უნდა დააჭიროთ ღილაკს "დაბრუნება".
- აკრძალულია გასაყიდად გამოტანილი ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრების იმავე IP მისამართიდან ყიდვა საიდანაც ეს ნივთი იქნა გატანილი გასაყიდად.
- გასაყიდად გატანილი ნივთის დაბრუნება შესაძლებელია 72 საათის გასვლამდეც, ნებისმიერ მომენტში.
- გასაყიდი ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრების მინიმალურ ფასს არეგულირებს სისტემა ანალოგიური გაყიდული ნივთების საშუალო ფასიდან გამომდინარე.
- ამ ეტაპზე დაშვებულია ადმინისტრაციის მიერ ჩადებული თუ სხვა მოთამაშის მიერ გაყიდული ნივთების ღირებულების საშუალო ფასის 20%-ით ნაკლები ფასის დაწესება.
- გასაყიდი ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრების მაქსიმალური ფასი შეზღუდული პრინციპში არაა თუმცა სისტემა არ ჩაგაწერინებთ ძალიან დიდ ფასს.
ყიდვა
ნივთების ყიდვისათვის მოქმედებს სტანდარტული დონატორობის ინსტრუქცია. სისტემისათვის ერთიდაიგივეა, იყიდება ადმინისტრაციის მიერ ჩადებული თუ მოთამაშის ნივთი.
მოთამაშის მიერ გატანილი ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრების ყიდვისას მოხდება აღნიშული საქონელის გადმოტანა მყიდველზე თავისი ყველა პარარამეტრებით (მაგ: იარაღის შემთხვევაში ნივთს გადაყვება სპეც.თვისება, ენჩანტი, აუგმენტაცია და ატრიბუცია).
დონატორობა ნებადართულია მხოლოდ სრულწლოვანთათვის.
გახსოვდეთ, პრედატორების სერვერზე თამაში უფასოა! დონატორობით შემოსული თანხა მოხმარდება პროექტის განვითარებას!
|