language

Loading...



Loading...
 
დონატორობის სერვისები

ბალანსის განკარგვა შესაძლებელია შესაბამისი სერვერის საინფორმაციო სისტემიდან:

The Video content presented here requires a more recent version of the Adobe Flash Player. If you are you using a browser with JavaScript disabled please enable it now. Otherwise, please update your version of the free Flash Player by downloading here.



საინფორმაციო სისტემაში ჩადებულია დამატებითი სერვისებიც რომელიც საშუალებას გაძლევთ უფრო მორგებული და მოხერხებული გახდეს თამაშის დამატებითი შესაძლებლობები თქვენთვის:

ექაუნტის IP მისამართზე მიბმა

ექაუნტის IP მისამართზე მიბმის სერვისი უფასოა. მიბმული ექაუნტი დაცულია და პაროლის ცოდნის შემთხვევაშიც ბლოკავს სხვა კომპიუტერიდან შემოსვლას, რაც საგრძნობლად ამცირებს მისი გატეხვის ალბათობას. მიბმა უნდა განახორციელოთ უშუალოდ იმ კომპიუტერიდან რომლიდანაც თამაშობთ. შეგიძლიათ მიაბათ რამოდენიმე IP მისამართი (მაგალითად: სახლის, სამსახურის და ა.შ.). ასევე შეგიძლიათ მოხსნათ ძველ IP-ზე მიბმა, მაგრამ ამისათვის ჯერ უნდა მიიბათ ახალი IP მისამართი, შეხვიდეთ სისტემაში ახალი IP მისამართიდან და მონიშნოთ ძველი IP-ები რომლის მოხსნაც გსურთ. იმისათვის რომ გააუქმოთ საერთოდ მიბმა საჭიროა წერილის მიწერა ადმინისტრაციასთან. გარდა თამაშში შესვლისა მიბმულ ექაუნტზე სხვა კომპიუტერიდან საინფორმაციო სისტემაში შესვლისას შეზღუდული იქნება სერვისებით სარგებლობა.

გაითვალისწინეთ: IP მისამართის მისამბლელად აუცილებელია უსაფრთხოების კოდის შეყვანა რომელსაც სისტემა აგზავნის მისაბმელი ექაუნტის ელ.ფოსტაზე. გაუფრთხილდით ექაუნტის ელ.ფოსტის მისამართს, მიბმული ექაუნტის გატეხვა მხოლოდ ელ.ფოსტაზე წვდომის შედეგად ხდება. ჩვენ სამწუხაროდ ვერ დავიცავთ თქვენ ელ.ფოსტას.

სახელის შეცვლა პერსონაჟზე

თუ გსურთ გამოცვალოთ სახელი პერსონაჟზე შეგიძლით მოიფიქროთ ახალი სახელი რომელიც გამოუყენებელია თამაშში და დაარქვათ იგი თქვენს ჩარს. სერვისის განხორციელებისას ყველა სტატუსი, კლანი, მეგობრების სია რჩება ჩვეულებრივ. განსხვავებით თამაშში დაწესებული შეზღუდვისა სერვისით სარგებლობა გაძლევთ საშუალებას პერსონაჟს დაარქვათ 2 და 3 ასოიანი სახელები.

ელ.ფოსტის შეცვლა ექაუნტზე

სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მოთამაშეებს ვისაც სურს შეცვალოს ექაუნტის ელ.ფოსტის მისამართი. შეცვლისას სისტემა აგზავნის ორ წერილს ექაუნტის ძველ და ახალ ელ.ფოსტაზე, რომელშიც მითითებული სპეციალური კოდები. კოდების შეყვანა აუცილებელია ოპერაციის წარმატებით დასრულებისათვის.

სქესის შეცვლა პერსონაჟზე

ამ სერვისით სარგებლობა შეუძლია პერსონაჟებს ვისაც სურს შეუცვალოს სქესი პერსონაჟს. სერვისით სარგებლობა ეკრძალებთ კამაელის რასით მოთამაშეებს შესაბამის სერვერებზე.

პრემიუმ პერსონაჟი

ამ სერვისით სარგებლობისას არჩეული ვადით თქვენი პერსონაჟი მიიღებს გარკვეულ პრივილეგიებს: მომატებულ რეიტებს, სერვერზე შესვლის საშუალებას ლიმიტის დროსაც ასევე სპეციალური ბრძანებების აკრების საშუალება:
  • .autopickupon - ნივთების ავტომატური აღების ჩართვა
  • .autopickupoff - ნივთების ავტომატური აღების გამორთვა
  • .expon - გამოცდილების მიღების გამორთვა
  • .expoff - გამოცდილების მიღების ჩართვა
  • .offlineshop - პერსონაჟის გაყიდვაზე დასმა ოფლაინ რეჟიმში

  • გაითვალისწინეთ: სერვისი სხვადასხვანაირად მუშაობს სამივე სერვერებზე, ამიტომ სანამ აირჩევთ გაეცანით კონკრეტული სერვერისთვის პრემიუმ ჩარის ბონუსებს. მომატებული რეიტები მოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ ჩარზე და არ ვრცელდება იგი ფართის სხვა წევრებზე.

    მოთამაშეების მაღაზია

    მოთამაშეების მაღაზიის საშუალებით შეგიძლიათ გაყიდოთ ან იყიდოთ საჭურველი და სხვადასხვა ნივთები. იმისათვის რომ შეიძინოთ თქვენთვის საურველი ნივთი საჭიროა ექაუნტის ბალანსზე გქონდეთ შესაბამისი თანხა. ბალანსის შევსება შეგიძლიათ როგორც დონატორობით ასევე ნივთების გაყიდვითაც მოთამაშეთა მაღაზიაში:

    ბალანსის შევსება ექაუნტზე დონატორობით სწრაფი გადახდის აპარატებიდან: ბალანსის შევსება ნივთების გაყიდვით: ინსტრუქცია

    დონატორობა ნებაყოფლობითია და ნებადართულია მხოლოდ სრულწლოვანთათვის.

    გახსოვდეთ, სერვერზე თამაში უფასოა! დონატორობით შემოსული თანხა ხმარდება პროექტის განვითარებას!

     
    999 
    999 





    cstrike
    wow


    ბერდებოდაო - ბედს ელოდაო.

     
       
      Predator.ge 2008 - 2024 წელი  
     
     
     

    ქართული English Russian