language

Loading...



Loading...
 
PVP ორთაბრძოლა და PK მკვლელი

ლაინეიჯ 2 სასტიკი თამაშია, სადაც ორთაბრძოლა პრაქტიკულად ყველაგან დასაშვებია. აქ არაა სპეცილაური ორთაბრძოლა სერვერი, არ არის აგრეთვე სერვერი სადაც ორთაბრძოლა აკრძალულია. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა მოწინააღმდეგეებს შორის დონეების მიხედვით.

ლაინეიჯ 2-ის მოთამააშეები ქალაქების გარდა ვერსად ვერ იგრძნობენ თავს სრულებით დაცულად. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა კუთხეში თქვენ გელოდებათ მკვლელი. მოთამაშეების მკველს საკმაოდ რთული გზა ელოდება. საქმე იმაშია, რომ მშვიდობიანი მოთამაშეების მოკვლისათვის მკვლელი მკვლელი ღებულობს დაღს Karma-ს და შეიფერება წითლად. ეს დაღი მას სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის. პირველი - ნებისმიერი მოთამაშე მკვლელის მოკვლისათვის არ იღებს საჯარიმო ქულებს, ამიტომ ბევრს მოუნდება მისი მოკვლა. დამატებით სტიმულს იძლევა მისი "დროპი" - მკვლელს შეიძლება დაუვარდეს ნივთი საკმაოდ დიდი შანსით, მათ შორის ის რაც ზედ აცვია. ჩვეულებრივ მოთამაშესაც შეიძლება დაუვარდეს ნივთები როდესაც იგი კვდება, მაგრამ ამის შანსი შედარებით დაბალია, ასე რომ არ ღირს მკვლელიად გახდომა.

სიკვდილის დროს მოთამაშე კარგავს გამოცდილების ქულებს და აგრეთვე შეიძლება დააკლდეს გამოცდილებაც (Exp). მაშინ როდესაც ჩვეულებრივი მოთამაშე სიკვდილის დროს კარგავს დაახლოებით 8%-მდე გამოცდილებას, მკვლელი კი კარგავს 30%-ს. ამიტომ მისთვის სიკვდილი გაცილებით მტკივნეულია. როდესაც მოთამაშე ხდება მკვლელი, მისი სახელი შეიფერება წითლად. ჩვეულებრივი მოთამაშის სახელი, ჩეულებრივ თეთრი ფერისაა. თუ თეთრი ფერის მოთამაშე უტევს სხვა თეთრი ფერის მოთამაშეს, მაშინ მისი სახელი მიიღებს იასამნისფერ შეფერილობას. თუ მეორე მოთამაშემ უპასუხა თავდამსხმელს მისი სახელიც ხდება იასამისფერი, და მოთამაშეები გადადიან ორთაბრძოლის რეჟიმში. ხოლო თუ თავდამსხმელს არ უპასუხე და მან მაინც გააგრძელა შეტევა და მოკლა მოწინააღმდეგე, მისი სახელის წითლად შეიფერება და ხდება PK აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

მკვლელს, მკვლელს, შეუძლია გამოისყიდოს თავისი დანაშაული მონსტრების მოკვლით, აგრეთვე სიკვდილის დროსაც მისი ე.წ დაღი "კარმა" უმჯობესდება, მაგრამ უკუპროცესი, ანუ ჩვეულებრივ მოთამაშედ გახდომა მიმდინარეობს ძალზედ ნელა.

გარდა მოთამაშე მკვლელის PK და PVP-სი, შესაძლებელია ომები კლანებს შორის. ერთი კლანის ლიდერი ომს უცხადებს მეორე კლანის ლიდერს და მას შემდეგ რაც გამოწვევა მიღებულია კლანის მოთამაშეები იწყებენ ერთმანეთის მოკვლას. კლანებს შორის ომის დროს მოთამაშე სიკვდილის შემთხვევაში კარგავს გამოცდილების 8%-ს, მარა აქ მოწინააღმდეგის მოკვლა არ ისჯება და მოთამაშე არხდება მკვლელი.

და ბოლოს - ომები ციხესიმაგრის დასაკავებლად. ერთი ციხესიმაგრის გარემოცვა ხდება ყოველ 15 დღეში ერთხელ, რომელსაც აწესებს ციხესიმაგრის მფლობელი. გარემოცვის დროს მოთამაშეს  სიკვდილისას აკლდება გამოცდილების 2%, მაგრამ ამ შემთხვევაში მოთამაშე შეიძლება რამოდენიმეჯერ მოკვდეს.

ავტორი: mouravi

 
999 
999 





cstrike
wow


ჩიტს აფრენა უნდოდა და აფრთხობას ელოდაო.

 
   
  Predator.ge 2008 - 2024 წელი  
 
 
 

ქართული English Russian