language

Loading...



Loading...
 
ბოტ-ემულატორები
ვერიფიკაციის შეცდომა (25 მაისი)25-მაი-2011

25 მაისს დღისით გაითიშა vpnbot.com ვერიფიკაციის სერვერი.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ შესაძლოა ვერიფიკაციის სერვერი გატეხეს ხაკერებმა.
საიტზე შესვლისას დატოვებულია შეტყობინება ჩინურ ენაზე რომელიც ითარგმნება დაახლოებით ასე: http://www.vpnbot.com

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
ვერიფიკაციის შეცდომა04-აპრ-2011

2 აპრილს გაითიშა vpnbot.com ვერიფიკაციის სერვერი. როგორც წესი ასეთი გათიშვები დროებითია და გამოწვეულია სერვერის ტექნიკურ პრობლემებთან. ასეთივე გათიშვა იყო 12 მარტს და გაგრძელდა ნახევარი დღე.

ამ დროისათვის L2Walker-ი ვერიფიკაციის სერვერი უკვე ფუნქციონირებს.
განახლდა L2Walker14-მარ-2011

გასწორებულია გარკვეული დროის შემდეგ დისკონექტი.

გადმოსაწერი ბმული: L2Walker_v.10.9.8.67.87.rar
უფასო L2Walker-ი14-მარ-2011

ვდებთ vLlaz.Info-ს მიერ სპეციალურად ჩვენი სერვერისათვის გაკეთებულ ბოტს. გადმოწერეთ L2Walker_v.10.9.8.66.87.rar და ისარგებლეთ.
ბოტი მიბმულია მარტო Hard სერვერზე, სხვა სერვერზე ამ ბოტის გამოყენება შეუძლებელია. ეს ის პირობაა რითიც ბოტის ავტორმა გარკვეული საფასურის გადახდის ფასად მოხსნა ჩვენი მოთამაშეებისთვის შეზღუდვა უფასო ვერსიაზე.

განახლებები დაიდება ხოლმე საიტზე თემაში: თამაშგარე ბოტები
როგორ შევიძინოთ vLaz.Info-სგან L2Walker-ი16-თებ-2011


- vLaz.Info-ს მიერ გამოშვებული L2Walker-ი მუშაობს ჩვენ სერვერზე პრობლემების გარეშე (როგორც C4-ზე მუშაობდა ძველი ბოტი)

- L2Walker-ის ღირებულებაა დაახლოებით 13 ლარი (კურსის მიხედვით). იხდით ერთხელ, მხოლოდ აღნიშნულ თანხას, არავითარი ყოველთვიური და დამატებითი გადასახადები არაა.

- L2Walker-ის რეგისტრაციისას ბოტი ებმევა კონკრეტულ კომპიუტერს. ამ კომპიუტერიდან შეგიძლიათ გაუშვათ შეუზღუდავად, რამდენი L2Walker-იც გინდათ.
  • უპირველესყოვლისა აუცილებელია დავაყენოთ ონლაინში სასაუბრო პროგრამა ICQ

  • დავიმატოთ კონტაქტი ICQ-ში ნომრით: 363556393 (კონტაქტის დამატება ხდება პროგრამაში F5 კლავიშის დაჭერით).
  • ავტორის ნიკია: Be3geBJIa3, უკრაინელია, ამიტომ უნდა მიწეროთ რუსულად რომ გსურთ ბოტის შეძენა.

  • როგორც წესი ავტორმა უნდა გამოგიგზავნოთ ბმული საიდანაც გადმოწერთ L2Walker-ის სადემონსტრაციო ვერსიას.

  • L2Walker-ის სადემონსტრაციო ვერსიას მოყვება ფაილი readme_L2W_Load.txt სადაც ბოლოში ავტორს მითითებული ანგარიშის ნომერი (მეორე ნომერიც რომელიც მითითებული არა აქ WMZ - Z322708111866) იმათთვის ვისაც შეძენა სურს.

  • WMZ-ზე ფულის გადახდა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატებიდან და emoney სერვისებიდან - "თანხის გადარიცხვა WebMoney-ის ანგარიშზე".
  • რეგისტრაციისათვის ICQ-ში უნდა გაუგზავნოთ თქვენი SN="სერიული ნომერი", რომელსაც ბოტ პროგრამა გაშვებისას ქმნის თავისივე დირექტორიაში ფაილში: l2w.ini (ბმულზე ნაჩვენები სერიული ნომერი არ დააკოპიროთ და არ მისცეთ!!! მიეცით თქვენი, თორემ მიაბავთ სხვა კომპიუტერს)

  • ავტორი ICQ-შივე გამოგიგზავნით ამ SN-ის შესაბამის ნომერს რომელიც უნდა მოათავსოთ ამავე ფაილში Key= გასწვრივ
  • L2Walker-ის ყველანაირ პრობლემებზე და კითხვებზე შეგიძლიათ მიწეროთ ბოტის ავტორს ICQ-ში, შეგიძლიათ უთხრათ რომელი სერვერისთვისაც გინდათ (lineage2.ge ან predator.ge), მოსთხოვოთ L2InfoB ფაილი lineage2.ge-ზე მორგებული და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია vLaz.Info-ს ბოტის შესახებ11-თებ-2011


რამოდენიმე ჩვენმა მოთამაშემ შეიძინა vLaz.Info-ს მიერ გამოშვებული ბოტი. მათი კომენტარებით - ბოტი უპრობლემოდ მუშაობს ჩვენ სერვერზე

ბოტის ღირებულებაა 6.70$ (WMZ) (დაახლოებით 10 ლარის ფარგლებში). გადასახადი ერთჯერადია და მასში შედის უფასო ყოველთვიური განახლებები, ასევე მხარდაჭერა ყველანაირ პრობლემებზე. WMZ-ის გადარიცხვა შეგიძლიათ emoney.ge-ს ან სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც

იმისათვის რომ შეიძინოთ უნდა დაეკონტაქტოთ Be3geBJIa3-ს ICQ-თი ნომერზე: 363556393 (პროგრამის ავტორი უკრაინელია, ამიტომ უნდა ფლობდეთ რუსულ ენას).

რეგისტრაციისათვის უნდა გაუგზავნოთ SN-სერიული ნომერი, რომელსაც ბოტ პროგრამა ქმნის თავისივე დირექტორიაში ფაილში: l2w.ini. ავტორი გამოგიგზავნით ამ SN-ის შესაბამის Key-ს რომელიც უნდა მოათავსოთ ამავე ფაილში.


vLaz.Info-ს ბოტი10-თებ-2011


დღეისათვის არსებული ინფორმაციით Hard სერვერზე ნორმალურად მუშაობს მხოლოდ vLaz.Info-ს მიერ გამოშვებული ფასიანი ბოტი.

გასაცნობად, ბოტის ჩვენ სერვერზე დაკონფიგურირებული უფასო ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ ჩვენი საიტიდან: L2Walker 10.9.8n_vpnbot_en_ru. დარეგისტრირებული ვერსიისაგან განსხვავებით უფასო ვერსია თიშავს კონექციას ყოველ 6-7 წუთში.

ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ავტორისაგან ბოტი დაეკონტაქტოს თვითონ უშუალოდ Be3geBJIa3-ს.


vpnbot.com-ის ბოტი01-თებ-2011


დღეისათვის არსებული ინფორმაციით ვერიფიკაციას გადის მხოლოდ vpnbot.com-ს მიერ გამოშვებული ფასიანი ბოტი.

გასაცნობად, ბოტის გადმოწერა შეგიძლიათ საიტიდან: L2Walker10.9.8n_vpnbot.

L2Walker-ის ეს ვერსია გათვლილია ოფიციალურ სერვერებზე შესასვლეად, Gracia Final-ზე ბოტი ჯერ-ჯერობით უსარგებლოა პროტოკოლის არათავსებადობის გამო.


ვერიფიკაციის პრობლემა24-იან-2011


21 იანვარს, ჩინეთში გაითიშა l2walker ვერიფიკაციის სერვერები და ამ პროგრამის ყველა მომხმარებელს (არა მარტო ჩვენი სერვერის) შეექმნა შესვლის პრობლემა.

ამ დროისთვის ვერიფიკაციის სერვერები ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს, ამიტომ გთავაზობთ დროებით გადაწყვეტას, ვერიფიკაციის გავლა ხელოვნურად შექმნილ სერვერზე: გადმოწერეთ hosts (მაუსის მარჯვენა ღილაკით Save Target As..) ფაილი და გადააწერეთ C:\Windows\system32\drivers\etc უკვე არსებულ ასეთივე ფაილს თქვენ კომპიუტერში.

ასევე სატესტოდ ვდებთ L2Walker7-ის შედარებით დაბალ ვერსიას რომელიც თავის დროზე Gracia Final-ისთვის იქნა გამოშვებული. გატესტეთ სტაბილურობაზე.


L2Walker თამაშგარე ბოტ-პროგრამა (Hard სერვერი)11-ოქტ-2010


Hard სერვერის მოთამაშეებმა შეგიძლიათ ტესტირებისათვის გადმოწეროთ ბოტის ახალი ვერსია. ძველი 10.9.7 ვერსია უსარგებლოა. შეზღუდვა 18 გაშვებაზე მოხსნილია.

L2Walker 10.9.8A     L2Walker 10.9.8B

  • მხოლოდ Hard სერვერზე დაშვებულია l2walker იმ ვერსიის იმ სახით გამოყენება როგორიც დევს ჩვენ საიტზე. დამატებითი სკრიპტების, პაკეტ-ინჯეკტორების მიბმა და სხვა ვერსის ბოტის გამოყენება - იკრძალება;

  • Easy და Expert სერვერებზე ყველანაირი გარე პროგრამის ხმარება გარდა კლიენტისა - აკრძალულია. ამ სერვერებზე შესვლისას შეამოწმეთ რომ არ გქონდეთ გაშვებული l2walker-ი და Patcher-ი თუნდაც Hard სერვერზე. დაიბლოკება ყველა ექაუნტი ავტომატურად რომლის კომპიუტერზეც აღმოჩენილი იქნება მეხსიერებაში ეს პროგრამები;

  • ნუ შეეცდებით ფორუმებზე თუ საიტებზე ნანახი პროგრმაბის სერვერზე გატესტვას. თითქმის ყველა ცნობილი სკრიპტი სერვერზე დაკეტილია და ამით მხოლოდ პრეცენდენტს შექმნით იყოთ დაბანული;

  • აკრძალულია 1-ზე მეტი მომყოლი ბოტი საბრძოლო ზონებში;





  •  
    999 
    999 





    cstrike
    wow


    სულ ოქრო როდია, რაც ბრჭყინავს.

     
       
      Predator.ge 2008 - 2024 წელი  
     
     
     

    ქართული English Russian