language

Loading...



Loading...
 

წესების დამრღვევები დაისჯებიან:

ბოლო დროს საკმაოდ ბევრი მოთამაშეა შემჩნეული l2helper, L2PacketHack, L2xBot, L2Hlapex, IGWalker პროგრამების ხმარებაში

სერვერის წესები:

  • აკრძალულია პროგრამების გამოყენება, რომლებიც მოთამაშის თამაშში არსებობის ემულაციას ახდენენ გარდა ადმინისტრაციის მიერ ნებათართულისა;

  • აკრძალულია სერვერის ბაგების და Cheat-პროგრამების გამოყენება სხვა მოთამაშეებზე უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით
  • ვაკონკრეტებთ და ვხსნით ამ 2 წესის მნიშვნელობას:

  • მხოლოდ Chronicle4 სერვერზე დაშვებულია l2walker 10.9.8 ვერსიის გამოყენება ისეთი სახით როგორიც დევს ჩვენ საიტზე. დამატებითი სკრიპტების, პაკეტ-ინჯეკტორების მიბმა და სხვა ვერსის ბოტის გამოყენება - იკრძალება. Hellbound სერვერზე ყველანაირი პროგრამის ხმარება გარდა კლიენტისა - აკრძალულია.
  • იკრძალება სერვერზე დადებული პაჩშში ცვლილებების შეტანა, მოდიფიცირება ან სხვა სერვერების პაჩის გადაკეთება ჩვენი სერვერისათვის. ასევე იკრძალება მასზე პაკეტ-ინჯეკტორების და ”ინგეიმ ვოლკერების” მიბმა.

  • ვინც გარკვეული არაა რას წარმოადგენს ბოტი და ხმარობს სხვის მიერ მოცემულს ვურჩევ - გადმოიწერეთ ის რაც დაშვებულია ვებ საიტიდან ან ითამაშეთ კლიენტით.

  • ნუ შეეცდებით ფორუმებზე თუ საიტებზე ნანახი პროგრმაბის სერვერზე გატესტვას, რადგან თითქმის ყველა ცნობილი სკრიპტი სერვერზე დაკეტილია, ამით მხოლოდ პრეცენდენტს შექმნით იყოთ დაბანული.

  • სერვერზე აღმოჩენილი ბაგები, რაც საშუალებას გაძლევთ სხვა მოთამაშეებზე უპირატესობა მოიპოვოთ ადრე თუ გვიან მაინც გამოაშკარავდება, ამიტომ ჯობია დროულად გააკეთოთ GM-თან რეპორტი იმ ბაგების რომელიც თქვენ უშუალოდ აღმოაჩინეთ.



  • გაფრთხილება:

    დაიბანება ყველა IP მისამართი რომლიდანაც იქნება მცდელობა მოახდინონ პაკეტების მანიპულაცია, იჰაკერონ ან იჩიტერონ.
    სერვერის დაცვა ჰაკერებისაგან მნიშვნელოვანია ვიდრე დაბანული IP მისამართის უკან დარჩენილი სხვა უდანაშაულო მოთამაშეები რომლებიც ვეღარ შეძლებენ შემოსვლას.
    მიიღეთ ზომები რომ თქენი ამხანაგების, მეზობლების თუ ინტერნეტ-კაფედან მოთამაშეშეების ამდაგვარი ქმედება არ გახდეს თქვენი თავის გასამართელებელი მიზეზი.

    Hellbound სერვერზე შესვლისას შეამოწმეთ არ გქონდეთ გაშვებული l2walker 10.9.8 და Patcher-ი თუნდაც Chronicle4 სერვერზე. Hellbound-ზე დაიბლოკება ყველა ექაუნტი ავტომატურად რომლის კომპიუტერზეც აღმოჩენილი იქნება მეხსიერებაში ეს პროგრამები.


    სერვერზე შემოდის ახალი წესი:

    26 მაისიდან ქალაქებში იკრძალება ვაჭრობა. სავაჭრო ზონად ცხადდება Giran Harbor. ამ მიზნით ძირითად ქალაქებში გათიშული იქნება ბრძანებები: Private Store - Sell, Provate Store - Bay და Dwarven Manufaqture.

    "პროფესიის კატის" დადგმის დღეს აიკრძალება ბოტით L2Walker შემოსვლა. წესი ძალაში შევა 30 მაისიდან.

    გახსენებთ რომ ვაჭრობისას სერვერზე მოქმედებსწესები:

  • აკრძალულია თამაშის დამხმარე პერსონაჟებთან (NPC-ებთან), განსაკუთრებით ტელეპორტაციის პერსონაჟთან (Gatekeeper-ებთან) ახლოს ვაჭრობა: Private Store - Sell, Provate Store - Bay და Dwarven Manufaqture (5 ნაბიჯით მაინც).


  • კრძალულია საერთო ჩატში ყიდვა-გაყიდვა-გაცვლის შესახებ შეტყობინებების დაგზავნა (ასეთი შეტყობინებები ნებადართულია მხოლოდ Trade Chat ფანჯარაში 60 წამიანი ინტერვალით);


  • გთხოვთ გაეცნოთ წესებს რომელთა დაცვა სავალდებულოა სერვერზე თამაშისას

    გთხოვთ, ექაუნტის რეგისტრაციისას კორექტურალ შეავსოთ ფორმა. არ შექმნათ ერთმანეთის მსგავსი ან მარტივად მისახვედრი სახელით და პაროლით ექაუნტი. არ შეიყვანოთ არარსებული ან სხვისი ელექტრონული ფოსტის მისამართი. სერვერის ადმინისტრაცია განიხილავს წერილებს მხოლოდ რეგისტრირებული ფოსტის ექაუნტებიდან.

    შექმნით რა პერსონაჟს - იზრუნეთ მის დაცვაზე. ნუ მისცემთ თქვენი ექაუნტის შესახებ ინფორმაციას ნურავის, მოერიდეთ სხვის კომპიუტერზე პაროლის აკრებვას, დაიცვათ კომიუტერები ვირუსებისაგან და იყავით ყურადღებით თამაშში ამა თუ იმ ნივთისა თუ პერსონაჟის თხოვებისას, გაცვლისას თუ გაყიდვისას. ადმინისტრაცია არ აღუდგენს მოთამაშეს მისივე გულუბრყვილობით დაკარგულ ნივთებს და პერსონაჟებს!

    სერვერზე მოქმედი წესები:

  • აკრძალულია საერთო ჩატში ფლუდი (ფუჭი ლაპარაკი); ასევე აკრძალულია ფლუდი კონკრეტულ პიროვნების პირად მიმოწერაში თუ მიმღებს არ სურს იგი;


  • აკრძალულია საერთო ჩატში ყიდვა-გაყიდვა-გაცვლის შესახებ შეტყობინებების დაგზავნა (ასეთი შეტყობინებები ნებადართულია მხოლოდ Trade ფანჯარაში 60 წამიანი ინტერვალით);

  • აკრძალულია საერთო ჩატში არანორმატიული ლექსიკის ხმარება და სხვა მოთამაშეების ან მესამე პირების შეურაწყოფა;

  • აკრძალულია პერსონაჟის და კლანის სახელად უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება;

  • აკრძალულია პერსონაჟის მეტსახელად(Title) უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება;

  • აკრძალულია მოთამაშეების შეცდომაში შეყვანა ადმინისტრაციის სახელის მანიპულირებით; ასევე აკრძალულია განზრახ GM-ების სახელების მსგავსი პერსონაჟების შექმნა;

  • აკრძალულია GM-ებზე თავდასხმა, გამოწვევა, მუშაობაში ჩარევა ან ხელის შეშლა, არაკორექტული და უაზრო შეკითხვების დასმა;

  • აკრძალულია პროგრამების გამოყენება, რომლებიც მოთამაშის თამაშში არსებობის ემულაციას ახდენენ გარდა ადმინისტრაციის მიერ ნებათართულისა;

  • აკრძალულია სერვერის ბაგების და Cheat-პროგრამების გამოყენება სხვა მოთამაშეებზე უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით;

  • აკრძალულია 1-ზე მეტი მომყოლი ბოტი საბრძოლო ზონებში ;

  • აკრძალულია მოთამაშეების მიერ განზრახ დიდი რაოდენობით ნივთების დაყრა, ადენებით ხატვა, და ნივთებით გასასვლელების ჩაკეტვა. ამდაგვარი ქმედება აღითქვება როგორც სერვერის ნორმალური მუშაობის შეფერხების მცდელობა

  • აკრძალულია დამხმარე პერსონაჟებთის განზრახ გადაკეტვა, აკრძალულია ტელეპორტაციის პერსონაჟთან ახლოს ვაჭრობა და კრაფტინი.

  • აკრძალულია ჭორების, ტყუილების გავრცელება სერვერის, ადმინისტრაციის ან მოთამაშეების შესახებ;

    სერვერის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დაბლოკოს, გააუქმოს ან ბანი დაადოს მოთამაშეს მიზეზის ახსნის გარეშე.

    წესების დარღვევისას ადმინისტრაცია თავად წყვეტს დასჯის ხერხს და ვადას.


  • სერვერზე მოქმედი ჯარიმების სია

    ჯარიმა ჯარიმის აღწერა
    PLEDGE WAR
    TIMEOUT
    კლანების ომის დამთავრების შემდეგ, მიუხედავად იმისა კლანმა მოიგო თუ წააგო ომი, ახალ კლანს ომს ვერ გამოუცხადებს 24 საათის განმავლობაში
    PLEDGE OUST
    PENALTY TIMEOUT
    კლანის რიგებიდან მოთამაშის სურვილის მიუხედავად მისი გარიცხვისას კლანი ჯარიმდება 5 დღით. ამ ვადის განმავლობაში კლანი ვერ მიიღებს თავის რიგებში ახალ წევრს
    PLEDGE
    WITHDRAW
    PENALTY TIMEOUT
    თუ მოთამაშე თავისი ნებით ტოვებს კლანის რიგებს ის ჯარიმდება 5 დღით. ამ ვადის განმავლობაში იგი ვერ შევა სხვა კლანში
    PLEDGE OUSTED
    PENALTY TIMEOUT
    კლანიდან გამოგდებული მოთამაშე ჯარიმდება 5 დღით. ამ ვადის განმავლობაში იგი ვერ შევა სხვა კლანში
    PLEDGE RECHALLENGE
    PENALTY TIMEOUT
    კლანის დაშლის ბრძანების მიცემისას, დაშლის ბრძანების გაუქმება და კლანის აღდგენა ხდება 5 დღის განმავლობაში. მანამდე კლანის ფუნქციები არ მოქმედებს
    PLEDGE
    RECHALLENGE
    DESPITE REJECTION
    PENALTY TIMEOUT
    კლანის დაშლამდე აღდგენისას და ხელმეორედ მისი დაშლის ბრძანების მიცემისას კლანის დაშლა მოხდება ბოლო ბრძანებიდან მე-10 დღეს
    PLEDGE DISMISS
    TIMEOUT
    კლანის დაშლის ბრძანების მიცემის შემდეგ კლანი დაიშლება მე-7 დღეს. ამ პერიოდის განმავლობაში არ უნდა მოხდეს კლანის ფუნქციების ხმარება და კლანის დაშლის ბრძანების გამეორებით მიცემა თორემ ვადა ახლიდან აითვლება
    PLEDGE DISMISS
    PENALTY TIMEOUT
    ლიდერი კლანის საბოლოოდ დაშლის შემდეგ კიდევ 10 დღის მანძილზე ვერ იქნება ახალი კლანის ლიდერი
    CASTLE ANNOUNCE TIME ციხე-სიმაგრის აღების დრო უნდა გამოცხადდეს აღებიდან 24 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სერვერი ავტომატურად დანიშნავს აღების თარიღს 2 კვირის მერე
    CASTLE STANDBY TIME ციხის დამცველი და შემტევი კლანების სია უნდა გამოცხადდეს გარემოცვის დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში
    ALLIANCE OUST
    PENALTY TIMEOUT
    ალიანსიდან კლანის გარიცხვისას ალიანსი ჯარიმდება 1 დღით. ამ ვადის განმავლობაში ალიანსი ვერ მიიღებს თავის რიგებში ახალ წევრს
    ALLIANCE WITHDRAW
    PENALTY TIMEOUT
    თუ კლანი თავისი ნებით ტოვებს ალიანსის რიგებს ის ჯარიმდება 1 დღით. ამ ვადის განმავლობაში იგი ვერ შევა სხვა ალიანსში
    ALLIANCE OUSTED
    PENALTY TIMEOUT
    ალიანსიდან გარიცხული კლანი ჯარიმდება 1 დღით. ამ ვადის განმავლობაში იგი ვერ შევა სხვა ალიანსში
    ALLIANCE DISMISS
    PENALTY TIMEOUT
    ალიანსის დაშლა ხდება ბრძანების მიცემიდან მე-10 დღეს
    ALLIANCE RECHALLENGE
    PENALTY TIMEOUT
    დასაშლელად გადაცემული ალიანსის აღდგენა ხდება ბრძანების მიცემიდან მე-5 დღეს
    ALLIANCE RECHALLENGE
    DESPITE REJECTION
    PENALTY TIMEOUT
    ალიანსის დაშლამდე აღდგენისას და ხელმეორედ მისი დაშლის ბრძანების მიცემისას ალიანსის დაშლა მოხდება ბოლო ბრძანებიდან მე-5 დღეს

     
    999 
    999 





    cstrike
    wow


    ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო.

     
       
      Predator.ge 2008 - 2024 წელი  
     
     
     

    ქართული English Russian