language

Loading...



Loading...
 
ახალი ამბები
Norton AntiVirus 2009 Gaming Edition18-დეკ-2008

კომპანია Symantec-მა გამოუშვა სპეციალური ანტივირუსის ვერსია ვერსია Norton AntiVirus 2009 Gaming Edition რომელიც ადაპტირებულია კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის, ასევე მათთვის ვინც ძირითად დროს ინტერნეტში მეგობრებთან ჩატაობაში, ფორუმებზე და ონლაინ თამაშებში ატარებს.

ანტივირუსი უზრუნველყოფს საიმედო დაცვას ვირუსებისაგან, შპიონური პროგრამებისაგან, ქსელური "მატლებისაგან", ტროიანებისაგან, კეი-ლოგერებისაგან, ბოტებისაგან და ინფიცირებული საიტებისაგან.

ასევე ანტივირუსის აღნიშნული რედაქცია აღჭურვილია სპეციალური მოდულებით რომლებიც იცავს გეიმერის კომპიუტერს თანამედროვე ონლაინ თამაშებში გავრცელებული სპეციფიკური სახეობის შეტევებისაგან და მავნე პროგრამული კოდებისაგან.

აღსანიშნავია ის რომ Norton AntiVirus 2009 Gaming Edition მოითხოვს შედარებით ნაკლებ სისტემურ რესურსებს და მოიხმარს 80%-ით ნაკლებ მეხსიერებას ვიდრე სხვა ანტივირუსები (3 წამით აყოვნებს სისტემის ჩატვირთვას, ჭირდება 6მბ ოპერატიული მეხსიერება და 50მბ ადგილი დისკზე), მუშაობს ავტონომიურ რეჟიომში, თავისით აკეთებს განახლებას, სისტემის სკანირებას და ფონურ რეჟიმში ახორციელებს მავნე კოდების გაუნებელვყოფას.

სპეციალური რეჟიმი Gamers Mode, იძლევა საშუალებას შუა თამაშის დროსაც დაბლოკოს ვირუსები ისე რომ არ ამოაგდოს შეტყობინება და არშეგიშალოთ ხელი თამაში, ასევე უზრუნველყოს ქსელის მაქსიმალური გამტარიანობა და არ გადატვირთოს ამ დროს ინტერნეტის არხი ბაზის განახლებებით.

Norton AntiVirus 2009 Gaming Edition
(არქივში დევს ფაილი Install notes, ასევე 30 დღიანი საცდელი ვერსიის მოსახსნელი პროგრამაც)

გირჩევთ ყველას დაცული გქონდეთ კომპიუტერები!

2008 წლის ტურნირის ორთაბრძოლების განრიგი14-დეკ-2008

დასრულდა 2008 წლის ტურნირზე მონაწილეთა რეგისტრაცია. მსურველთა რაოდენობამ 8 გუნდს გადააჭარბა. შევეცადეთ უარი არავისათვის გვეთქვა და მიგვეცა შესაძლებლობა ტურნირზე ყველა გამოსულიყო, ამიტომ დავარეგისტრირეთ 12 გუნდი.


ყველა მონაწილე გუნდების საყურადღებოდ!

სამშაბათს, 16 დეკემბერს, დილის 10 საათზე გაკეთდება ტურნირში მონაწილე მთავარი და სათადარიგო ჩარების გადატანა ევენტ სერვერზე. ჩარები დატოვეთ განაცხადში აღნიშნული პროფესიებით. ინვენტარში დაიტოვეთ მხოლოდ ის იარაღები, აბჯარი და ბიჯუტერია რომლითაც აპირებთ ტურნირზე გამოსვლას. გუნდის ლიდერებმა ინვენტარში იქონიეთ მონაწილეობის მისაღებად საჭირო თანხა.

  • დანიშნულ დროს ბრძოლის დაწყებიდან 30 წუთით ადრე მოწინააღმდეგე გუნდებს შეეძლებათ შესვლა ევენტ სერვერზე მოსამზადებლად.
  • თვითოეული მატჩი შედგება 3 რაუნდისაგან, ის გუნდი რომელიც ამ სამი რაუნდიდან ორს მოიგებს ითვლება მატჩში გამარჯვებულად. გუნდი იღებს 1 ქულას რაუნდში.
  • გუნდის გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადათამაშება არ მოხდება. გამოცხადებულ გუნდს მიენიჭება გამარჯვება და მიიღებს 3 ქულას.
  • ის გუნდი რომელიც თავის დივიზიონში სხვებზე მეტ ქულას დააგროვებს შეხვდება შემდეგ დივიზიონში გამარჯვებულს.
  • ორი თანაბარი ქულების მქონე გუნდებს შორის უპირატესობა მიენიჭება იმას ვისაც მეორესთან გამარჯვება აქ დაფიქსირებული.
  • დივიზიონებს შორის გამარჯვებულებში გამარჯვებული ორი გუნდი შეხვდება ფინალურ ორთაბრძოლაში.
  • დივიზიონებს შორის გამარჯვებულებში დამარცხებული ორი გუნდი იბრძოლებს მესამე ადგილისათვის.
დივიზიონებში ორთაბრძოლების განრიგი

გუნდები
Agressors
OldGamers
Rivendell
სულ ჯამში
Agressors
0 - 3 0 - 3 0 ქულა
OldGamers
1 - 2 3 - 0 4 ქულა
Rivendell
2 - 1
3 - 0
5 ქულა


გუნდები
HollyKnight
Unnamed
GK
სულ ჯამში
HollyKnight
2 - 1 1 - 2 3 ქულა
Unnamed
1 - 2
3 - 0
4 ქულა
GK
2 - 1 0 - 3 2 ქულა

გუნდები
LTD
TheWall
Lineage ll
სულ ჯამში
LTD
0 - 3 1 - 2 1 ქულა
TheWall
2 - 1
2 - 1
4 ქულა
Lineage ll
3 - 0 1 - 2 4 ქულა

გუნდები
ZONA
UmbrellaCorp.
Red Bull
სულ ჯამში
ZONA
0 - 3 0 - 3 0 ქულა
UmbrellaCorp.
0 - 3 3 - 0 3 ქულა
Red Bull
3 - 0
3 - 0
6 ქულა

ტურნირის მატჩებს ჩავწერთ ვიდეოზე და გამოვაქვეყნებთ საუკეთესო ორთაბძოლების ჩანაწერებს.

გისურვებთ გამარჯვებას!

2008 წლის ტურნირი Chronicle 4 სერვერზე09-დეკ-2008



გუნდის არჩევა

ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოთამაშეს რომლის დონე აღემატება 61 ლეველს. იმისათვის რომ მოხვდეთ შეჯიბრებაზე, აუცილებელია შეკრიბოთ ცხრა მსურველი და შექმნათ გუნდი. გუნდის წევრების ფორმირება უნდა მოხდეს ქვემოთ მოყვანილი კლასების მიხედვით განსაზღვრული რაოდენობის პროფესიის მოთამაშეებისაგან:

  • გუნდის პირველი წევრი უნდა აირჩეს პროფესიებიდან:
    • Dark Avenger / Hell Knight
    • Paladin / Phoenix Knight
    • Temple Knight / Eva’s Templar
    • Shillien Knight / Shillien Templar
  • გუნდის მეორე და მესამე წევრი უნდა აირჩეს პროფესიებიდან:
    • Phantom Ranger / Ghost Sentinel
    • Silver Ranger / Moonlight Sentinel
    • Hawkeye / Sagittarius
    • Abyss Walker / Ghost Hunter
    • Treasure Hunter / Adventurer
    • Plains Walker / Wind Rider
    • Spellhowler / Storm Screamer
    • Spellsinger / Mystic Muse
    • Sorcerer / Archmage
  • გუნდის მეოთხე და მეხუთე წევრი უნდა აირჩეს პროფესიებიდან:
    • Warsmith / Maestro
    • Bounty Hunter / Fortune Seeker
    • Destroyer / Titan
    • Gladiator / Duelist
    • Tyrant / Grand Khavatari
    • Warlord / Dreadnought
  • გუნდის მეექვსე წევრი უნდა აირჩეს პროფესიებიდან:
    • Warlock / Arcana Lord
    • Phantom Summoner / Spectral Master
    • Elemental Summoner / Elemental Master
    • Necromancer / Soul Taker
  • გუნდის მეშვიდე და მერვე წევრი უნდა აირჩეს პროფესიებიდან:
    • Bladedancer / Spectral Dancer
    • Swordsinger / Sword Muse
    • Warcryer / Doomcryer
    • Prophet / Hierophant
    • Overlord / Dominator
  • გუნდის მეცხრე წევრი უნდა აირჩეს პროფესიებიდან:
    • Shillien Elder / Shillien Saint
    • Elven Elder / Eva’s Saint
    • Bishop / Cardinal

- ტურნირზე ნებადართულია ქვე-კლასით მონაწილეობის მიღება.
- ტურნირზე ნებადართულია იყოლიოთ 1-დან 6-მდე სათადარიგო გუნდის წევრი ისე რომ მათი შეცვლისას დაცული იყოს პროფესიების პირობა.

ტურნირზე რეგისტრაცია

  • რეგისტრაცია იწყება 10 დეკემბერს და დამთავრდება 8 გუნდის განაცხადის შემოტანისთანავე.

  • რეგისტრაციის დამთავრებისას გამოქვეყნდება მონაწილე გუნდების ტურნირის ცხრილი და შეჯიბრების დრო.

  • ტურნირზე მონაწილეობის საფასური განისაზღვრება თვითოეული გუნდიდან 1'000'000'000 (1 მილიარდი) ადენის ოდენობით.

  • რეგისტრაციისათვის აუცილებელია ჯგუფის ლიდერმა გამოაგზავნს წერილი ადმინისტრაციის ელ.ფოსტაზე: support@predator.ge

  • წერილში უნდა იქნეს მითითებული გუნდის დასახელება, გუნდის ლიდერი, ცხრავე წევრის და სათადარიგო ჩარების სახელები, პროფესია და ლეველი.

  • რეგისრაციის წარმატებით გავლისათვის ლიდერს ინვენტარში უნდა ედოს მონაწილეობის მისაღებად საჭირო თანხა.

  • დათქმულ დროს სრული შემადგენლობით (9 წევრი) არ გამოცხადების შემთხვევაში გუნდს ავტომატურად ენიჭება დამარცხება სამივე რაუნდში.

  • ლიდერის მიერ წერილის გამოგზავნა ნიშნავს რომ ჯგუფის ყველა წევრს სურს მონაწილეობა მიიღოს ტურნირზე და ეთანხმება ტურნირის წესებს.

ტურნირის ადგილი

ტურნირი ჩატარდება ევენტ სერვერზე. რეგისტრაციის დამთავრებისას ტურნირში მონაწილე წევრების ექაუნტები და ჩარები გადაკოპირდებიან ევენტ სერვერზე და გაეხსნებათ ექაუნტი მხოლოდ შეჯიბრების პერიოდში (მთავარ სერვერზე ჩარებს არაფერი არ შეეხებათ).
გადატანის დრო გამოცხადდება წინასწარ. ამ დროს აუცილებელია ჩარები იყვენენ შესაბამისი პროფესიით და საჭურველით (დაშვებულია სხვადასხვა საჭურველით გამოსვლა გარდა გმირის იარღებისა).
ევენტ სერვერზე სხვა ჩარების რეგისტრაცია და თამაში დაუშვებელია.

საგნები და სკილები

ექაუნტების და ჩარების ევენტ სერვერზე გადატანისას +5 და მეტი ენჩანტის მქონე იარაღი, აბჟარი და ბიჟუტერია სტანდარტიზებული იქნება +4-ზე (+3 ან უფრო დაბალი ენჩანტის მქონე საჭურველი +4-მდე არ აიწევა).
საწყობიდან და ინვენტარიდან ამოღებული იქნება ტურნირისათვის არასაჭირო საგნები. ასევე ამოღებული იქნება გმირის იარაღები.
ბრძოლის წინ ყველა გუნდს მიეცემა გარკვეული რაოდენობის ადენები Soulshots, Spiritshots, Blessed Spiritshots, spell კომპონენტების შესაძენად და დაურიგდებათ ტურნირისათვის სპეციალური CP და HP მიქსტურები. ყველა სხვა საგნების გამოყენება ტუნრირის მიმდინარეობისას დაუშვებელია.
ტურნირის მიმდინარეობისას Nobles სკილები იქნება გაუქმებული, ასევე ყველა teleportation, Return, Party Recall და Resurrection სკილები.
Overlord-ებს მიეცემათ შესაძლებლობა შექმნან კლანი გუნდის წევრებისაგან.
Necromancer-ებს მიეცემათ საშუალება ბრძოლის წინ გამოიყვანონ summon-ი მობის გვამიდან.

ტურნირი

თვითოეული ტურნირი შედგება 3 რაუნდისაგან. ტურნირის დაწყების წინ გუნდის ლიდერი შეარჩევს ძირითად 9 წევრს რომლებიც იბრძოლებენ სამივე რაუნდში. ტურნირის მსვლელობისას ძირითადი წევრების სათადარიგოებით შეცვლა აკრძალულია.

  • 9 vs. 9 (Full Team) – ორივე გუნდი იბრძოლებს სრული შემადგენლობით. გუნდი რომელიც დაამარცხებს მოწინააღმდეგის ყველა წევს ჩაითვლება რაუნდში გამარჟვებულად.
  • 3 vs. 3 (Survivor) – თვითოეული გუნდი დაიყოფა 3-3 ჯგუფად. არენაზე შევა პირველი სამეული. როდესაც ერთ-ერთი გუნდის სამეული დაეცემა იგი აგზავნის არენაზე მეორე სამეულს. მოგებულად ჩაითვლება ის გუნდი ვინც გაანადგურებს მოწინააღმდეგის 9-ვე წევრს.
  • 1 vs. 1 (5 Man Survivor) – თვითოეულ გუნდს გამოყავს 5 წევრი რომლებსიც სათითაოდ შედიან არენაზე. მოგებულად ჩაითვლება ის გუნდი რომელიც დაამარცხებს მოწინააღმდეგის ხუთივე წევრს.

საბოლოოდ ტურნირში გამარჯვებილი იქნება ის გუნდი რომელიც 3 რაუნდიდან 2-ს მაინც მოიგებს მოგებული გუნდი გადავა შემდეგ დივიზიონში.

პრიზები

პირველ ადგილზე გასული გუნდის ძირითადი 9 წევრი მთავარ სერვერზე მიღებს:

  • სახელის ოქროსფერ შეფერილობას (წინა წლის ტურნირში გამარჯვებულებს ოქროსფერი შეფერილობა მოეხსნებათ)

  • იარაღზე, აბჯარის და ბიჟუტერის სეტის სათითაო კომპონენტებზე დამატებით +1 გარანტირებული ენჩანტის დადებას (მაგ: +15 აიწევა +16-მდე)
  • 1 მილიარდ ადენას.
მეორე ადგილზე გასული გუნდის ძირითადი 9 წევრი მთავარ სერვერზე მიიღებენ:
  • S გრეიდის ბიჟუტერიის +10-იან სეტს


გისურვებთ საისამოვნო გართობას სერვერზე!
Hellbound სერვერი იხსნება 1 დეკემბერს21-ნოე-2008

Hellobound სერვერის გაშვება დაგეგმილია 1 დეკემბრისათვის. ახალი რასა "კამაელი", ახალი ტერიტორიები, განვითარების ახალი 85 დონე, ახალი უნარები, ახალი ბინადარი ცხოველები, ახალი ოლიმპიადის სისტემა და ბევრი სასიამოვნო სიახლე გელოდებათ წინ.

Hellbound სერვერის გაშვება

30 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში გაითიშება Interlude და სატესტო Hellbound სერვერები. მოხდება ყველაფრის შენახვა, დაარქივება, გაიწმინდება ტესტირებისათვის გადატანილი და დროებით შექმნილი ინფორმაცია, გადაკონვერტირდება Interlude მონაცემები Hellbound სტანდარტებზე, იქნება რაოდენიმე სატესტო გაშვება და 1 დეკემბრიდან ყველანი ვინც Interlude სერვერზე თამაშობდა ჩვეულებრივ გააგრძელებენ თამაშს ახალ Hellbound სერვერზე.

როგორც შეგპირდით გარდა კლანის წევრებზე მიცემული პრივილეგიებისა გადავა ყველაფერი ერთი-ერთზე. რეიტები და დონატორული სისტემაც რჩება უცვლელი. დაწყევლილი იარაღები, დუელი და ფართი დუელი ჩაირთვება მოგვიანებით.

საინფორმაციო სისტემა იმუშავებს ძველ მისამართზე, მხოლოდ Interlude სერვერის მაგივრად მასში აისახება უკვე Hellbound სერვერის პარამეტრები. .

პ.ს. ბევრს ებადება კითხვა არის თუ არა Hellbound სერვერი ე.წ. "JAVA სერვერი".
პასუხი: Hellbound სერვერი აგებულია ოფიციალური ქრონიკების დამატებით მოდულებზე (Extender), ფუნქციონალურობის ძირითადი მხარე გადატანილია ჩატვირთვად დინამიურ ბიბლიოთეკებზე (Dll). ასე რომ, სერვერის მხარეს საერთოდ არ გამოიყენება JAVA პროგრამირების ენა.

Hellbound სერვერის კლიენტი

მოიმარაგეთ Hellbound სათამაშო კლიენტი წინასწარ. ვეცდებით ამ პერიოდის განმავლობაში კლიენტის ფაილები ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი. სერვერის გაშვებამდე განახლდება ავტო-აფდეიტერის ფაილებიც, ამიტომ ახალ სერვერზე შესვლის წინ რეკომენდირებულია ყველამ გააკეთოთ სრული განახლება აფდეიტერის ფანჯრიდან.

Chronicle 4 და სხვა სერვერებზე მოთამაშეებისათვის, ვისაც აინტერესებს Hellbound სერვერის ნახვა, 25 ნოემბრამდე შეგიძლიათ გაიაროთ დროებითი რეგისტრაცია სატესტო სერვერზე.

Chronicle4-დან დონატორობის გადატანა

ყველა დონატორს, რომელიც დაეხმარა Chronicle4 სერვერს 2008 წლის 1 მაისიდან დღემდე, სურვილის და მიხედვით, შეუძლია Chronicle 4-ზე ნადონატორები თანხის 1/5 (მეხუთედი) მიიღოს Hellobound სერვერზეც.

გადმოცემა ხდება მათზე ვისაც 50 ლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. გადმოცემა არ ვრცელდება პრიზების სახით ევენტებში მიღებული დონატორობის შემთხვევებზე;

დონატორობის გადმოცემა შესაძლებელია 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე. 31 დეკემბერი არის განაცხადების მიღების ბოლო დღე;

გადმოცემა არ ხდება ავტომატურად, აუცილებელია მოთხოვნა. გამოგვიგზავნეთ წერილი ელ.ფოსტაზე transfer@predator.ge. შემდეგი ინფორმაციით:


1. ჩარის სახელი რომელიც გადმორიცხვისას კომენტარში მიუთითეთ;
2. თანხა ჯამში რომელიც ამ ჩარის სახელზე იქნა გადმორიცხული;
3. ჩარის სახელი Hellobound სერვერზე რომელსაც უნდა გადაეცეს დონატორობა;

წერილი უნდა იქნეს გამოგზავნილი აუცილებლად იმ ფოსტიდან რომელზეც დონატორი ჩარია დარეგისტრირებული. (Chronicle 4 სერვერზე ექაუნტის რეგისტრაციისას შეყვანილი ელ.ფოსტის მისამართიდან და არა ჩვენი საიტის დახმარების ფორმიდან)

  • ერთი პიროვნების მიერ სხვადასხვა ჩარზე დონატორობის შემთხვევაში საჭიროა სათითაოდ ყველა ჩარის ელ.ფოსტიდან წერილის გამოგზავნა transfer@predator.ge- ზე;


  • არაზუსტი ან არასრული ინფორმაციის გამოგზავნისას დონატორობის გადმოცემაზე მიიღებთ უარყოფით პასუხს და შემდგომში ამ ჩარზე დონატორობის გადმოცემა აღარ განიხილება;


  • დონატორობის გადმოცემის შესახებ ინფორმაციის გაცემა არ ხორციელდება მესენჯერების (ICQ, Skype, MSN და ა.შ.), ფორუმის, ტელეფონის ან სხვა კავშირის საშუალებებით;


  • ადმინისტრაცია არაა ვალდებული გაახსენოს ვინმეს როდის და რამდენი იდონატორა და არც გასცემს ამ ინფორმაციას არავიზე;


  • არანაირი ნათხოვარი, ნაჩუქარი, გაყიდული, გატეხილი და ამდაგვარი ტიპის პრეტენზიები არ განიხილება და არც მიიღება რამე შემოთავაზებები ამის შესახებ.


  • გადმოცემა მაქსიმალურად გამარტივებულია (არ მოწმდება ვინ გადმოურიცხა თანხა მოთამაშეს - ბებიამ, ბაბუამ, დეიდამ თუ მეგობარმა. არ მოწმდება დარჩენილი აქვს თუ არა ამჟამად ის რაც იდონატორა , არ მოწმდება ბანი ადევს ან დასჯილი იყო რამეზე თუ არა)მოწმდება ჩარის რეგისტრაციის ელ.ფოსტის სიზუსტე და ჯამური თანხა. გარკვეული გაუგებრობისას შესაძლებელია მოვითხოვოთ ქვითრის ნომერი და გადმომრიცხავის პირადობის დამადასტურებელი საბუთის ინფორმაცია.


  • არავის არ მოეთხოვება დონატორული სერვისის ჩაბარება უკან Chronicle 4-ზე სერვერზე, მაგრამ მოთამაშეები რომლებიც შემჩნეულნი იქნებიან ნივთების ან პერსონაჟების რეალურ ფულზე გაყიდვაში - დაიბანებიან სამუდამოდ!


გახსოვდეთ, პრედატორების სერვერზე თამაში უფასოა!
დონატორობით შემოსული თანხა სერვერს მოხმარდება!

ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა მოთამაშეს ვინც აქტიურად მუშაობდა ტესტირების დროს სერვერის შეცდომების გამოსავლენად და დროულად გვაწვდიდა კორექტულ ინფორმაციას.

საისამოვნო გართობას გისურვებთ ყველას!

დაიწყო Hellobound სერვერის საჯარო ტესტირება06-ნოე-2008

პრედატორზე დაიწყო Hellobound სერვერის საჯარო ტესტირება.
მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ იმ მოთამაშეებს ვისაც Interlude სერვერზე გყავთ 64 ან უფრო მაღალი დონის პერსონაჟი.
ასევე სატესტო რეჟიმში გაიხსნა ახალი Hellobound-ის საინფორმაციო სისტემა სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია რა არის დამატებული, ნახოთ ახალი სეტების თუ სკილების პარამეტრები.

ტესტირების პერიოდი:

ადმინისტრაცია არანაკლებ მოთამაშეებისა დაინტერესებულია Hellobound სერვერი მალე ჩადგეს მწყობრში ამიტომ ყველანაირად ვეცდებით ტესტირების პერიოდი არ გაიწელოს. მაქსიმუმ გაგრძელდეს თვის ბოლომდე.

ტესტირების დასრულებისას გაითიშება Interlude სერვერი, დაარქივდება მონაცემთა ბაზა, გადავა Hellobound-ის სტანდარტებზე და გაიშვება ახალ სერვერზე იგივე რეიტებით და პირობებით რაც გვქონდა Interlude სერვერზე.

წინასწარი ინფორმაციით არ გადმოვა მხოლოდ კლანის წევრებზე მიცემული პრივილეგიები, დანარჩენი ყველაფერი გადმოდის. ტესტირების დასრულებისას მოგაწოდებთ შედარებით სრულ ინფორმაციას.

ტესტირების პერიოდში გამორთულია: დაწყევლილი იარაღები, დუელი და ფართი დუელი. ისინი ჩაირთვება მოგვიანებით, ძირითად სერვერზე.

უზოსტობები და ბაგების რეპორტი:

სანამ მოგვწერდეთ შენიშვნებს გაითვალისწინეთ:
  • ყველა რეპორტი უმჯობესია საიტზე არსებული დახმარების ფორმიდან გამოგვიგზავნოთ: საიდანაც გაიფილტრება დუბლიკატები, დახარისხდება კრიტიკული, მნიშვნელოვანი და ნაკლებად საგულისხმო შენიშვნების მიხედვით და გადამუშავდება შესრულების სიძნელის გათვალისწინებით.
  • ბაგი ან უზუსტობა შემოწმებული უნდა იყოს ავტორის მიერ აუცილებლად ჩვენ სერვერზე. გადაუმოწმებელ შენიშვნებს ნუ მოგვწერთ: ჯი-ემ სხვა სერვერზე ეს არ მუშაობდა და აქაც ესეა?...
  • რაპორტში მითითებული უნდა იყოს შემოწმების ზუსტი დრო, რომ გამოირიცხოს განახლებების გამო ახალი შეცდომის წარმოშობა და ინახოს სერვერის ლოგი; ეს საგრძნობლად გაგვიადვილებს მიზეზის პოვნას და აღმოფხვრას.
  • ისეთი პარამეტრები როგორიცაა სკილის ეფექტები საჭიროებს ოფიციალურ ან სარწმუნო წყაროებზე გადამოწმებას. სანამ მოგვწერთ ნახეთ მონაცემების სისწორე და აუცილებლად მიუთითეთ ბმული რომელ ინფორმაციასაც ეყრდნობით.
  • შეცდომების უმრავლესობა სერვერზე ავტომატურად ფიქსირდება, მაგალითად: როდესაც ნპც-ს ესაუბრებით და ფანჯარა არ გამოდის, ან რომელიმე მობი კედელში დგას და ვერ მონიშნეთ. ასეთი ტიპის შეცდომების რეპორტი საჭირო არ არის.

მაინც ხომ უნდა წაიშალოს:

თავი შეიკავეთ გადამეტებული თხოვნებისაგან როგორიცაა: "ჯი-ემ ლეველი ან სტატები მომიმატე", "საჭურველი ან ადენა მომეცი", "გადამატელეპორტე ვალაკასთან" და ა.შ.

მიუხედავად იმისა რომ სერვერი სატესტო რეჟიმშია მისი მდგრადობის გასასინჯად საჭიროა ჩვეულებრივად ვითამაშოთ: შევამოწმოთ გადმოტანილ პერსონაჯებზე ლეველი, გამოცდილება, სტატები, ძველი სკილები, ინვენტარი, ბანკი, ბინადარი ცხოველები, კლანის ფუნქციები და მერე გადავიდეთ უკვე იმ სიახლეების გასასინჯად რაც დამატებულია Hellobound-ზე.

GM-ებს საკმაოდ ბევრი დავალება აქვთ მიცემული და უაზრო კითხვებით არ შეუშალოთ ხელი.

მალე გაგვეტესტოს და წარმატებული ყოფილიყოს ახალი სერვერზე გადასვლა!

Interlude სერვერი18-ოქტ-2008

Interlude სერვერზე ონლაინის მკვეთრად დაცემის გამო, ვთვლით საჭიროდ მოთამაშეების ინფორმირებას. ადმინისტრაცია ყველანაირად ეცდება შეინარჩუნოს და განავითაროს სერვერი სადაც ყოველი პერსონაჟი რეალური ადამიანია და არა რობოტული პროგრამა, სადაც მოთამაშის შესაძლებლობა არ იზღუდება დონატორული პრინციპით და ოპტიმალურადაა დაცული თამაშის შემქმნელების მიერ განსაზღვრული პარამეტრები.

Chronicle 4 სერვერზე ავტორიზაცია დროებით შეჩერებულია:

Interlude სერვერის განვითარების მიზნით, დროებით შეჩერებულია ახალი მოთამაშეების რეგისტრაცია Chronicle 4 სერვერზე. გარდა ამისა, მიუხედავად ტექნიკის საკმარისი რესურსისა, გაუძლოს 4000-4500 ონლაინში მოთამაშეს, არ ვცდილობთ Chronicle 4 სერვერები დატვირთვის ზღვარზე ვამუშაოთ.

Chronicle 4 სერვერზე მოთამაშეების საყურადღებით: გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას და არ შეეცადოდოთ რეალურ ფულზე ექაუნტების გაყიდვა; ასეთი ქმედება ჩვენ სერვერზე დასჯადია ექაუნტის ბანით. ასევე გაფრთხილებთ - ექაუნტების ჩუქების ან თხოვებისას ექაუნტის პატრონს ყოველთვის შეუძლია აღადგინოს პაროლი თავის ელ.ფოსტაზე და დაიბრუნოს ჩარები, ამიტომ იყავით ყურადღებით, არ გახდეს სხვისი ექაუნთის გამოყენება ნათხოვნი ჩარების "გატეხვის" მიზეზი.

აქცია Interlude სერვერზე - ვასრულებთ ქვესტებს თქვენთან ერთად:

დამწყებებისთვის ვისაც უჭირს განვითარება, იმათთვის ვისაც აინტერესებს დავალებების შესრულება და ყველასთვის ვისაც განვითარება უნდა - გმ გააკეთებს წინასწარ შერჩეულ ქვესტს თქვენთან ერთად.
ეს არ ნიშნავს რომ გმ-ი თქვენს მაგივრად გააკეთებს რამეს (მოკლავს მონსტრებს, ჩაგიდებთ რამე საგნებს ან გადაგიყვანთ საჭირო ადგილზე) - იგი უბრალოდ გაგიწევთ გიდობას, მოგცემთ მითითებებს და ეცდება აგიხსნათ დავალების ნიუანსები, ასევე შეგკრიბავთ ჯგუფური დავალების შესასრულებლად და შეეცდება გააკონტროლოს რომ არ ჩაიშალოს დავალების მსვლელობა გარეშე პირების ან შიდა შუღლის გამო.

ჩვენ გვესმის რომ განვითარებაში ხელის შეშლა ერთ-ერთი სტრატეგიული მომენტია, მაგრამ ამ სტადიაში, სერვერის განვითარებისათვის ესეთი სტრატეგია უკუღმა მოქმედებს. თუ გსურთ სერვერზე გაიზარდოს ონლაინის მაჩვენებელი აქციის მსვლელობისას თავი შეიკავეთ როგორც გარეშეებმა ასევე აქციაში ჩართულმა მოთამაშეებმა ხელის შეშლისაგან, დროებით გადადეთ კლანური შუღლი, იყავით კოლეგიალურები და აცადეთ ამ მოკლე დროში მაინც განვითარდნენ ახლები. ყოველშემთხვევაში გმ შეეცდება დაიცვას მშვიდობა და დარღვევისას შეიძლება დაგსაჯოთ კიდეც.

ქვვესტები აირჩვეა გმ-ის მიერ, უმრავლესობის მოთხოვნიდან გამომდინარე და დამწყები მოთამაშეებისათვის სასარგებლოდ. თქვენი სურვილები და მოსაზრებები ამის თაობაზე შეგიძლიათ დაწეროთ ფორუმზე თემაში: ვასრულებთ ქვესტებს თქვენთან ერთად.


სერვისი Interlude სერვერზე - ექაუნტის მიმაგრება მოთამაშის IP მისამართზე.

გულისხმობს, რომ ვერავინ გარდა მიმაგრებული IP მისამართისა ვერ შევა ამ ექაუნტზე და შესაბამისად იმ ჩარებით თამაშში. IP მისამართი შეიძლება იყოს ორი ან მეტი, ვთქვათ სახლის და სამსახურის.

ეს კეთდება "ჩარების გატეხვის საწინააღმდეგოდ", კერძოდ ის ვინც თუნდაც რაიმე ხეხით მოახერხებს თქვენი ექაუნტის სახელის, პაროლის ან თუნდაც ელ.ფოსტის მონაცემების გაგებას, უბრალოდ ვერ შევა სხვა ადგილიდან.

სერვისი ჯერ-ჯერობით უფასოა და იმისათვის რომ გააქტიუროთ უნდა შეხვიდეთ ინტერნეტში მისამართზე whatismyip.com ამოიწეროთ თქვენი კომპიუტერის რეალური IP მისამართი და ექაუნტის რეგისტრაციის ელ.ფოსტიდან ადმინისტრაცის მისამართით support@predator.ge მოიწეროთ მოთხოვნა თემით - "subject: attach IP address". წერილში მიუთითეთ ექაუნტის სახელი და მოკლედ აღწერედ, სახლის IP მისამართია, სამსახურის თუ რა ადგილის.

წერილის და მიუხედავად არ მივამაგრებთ იმ IP მისამართებს რომლებიც წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის, ინტერნეტ კაფეების ან სხვა დაწესებულებების კუთვნილებას.

სერვისი გააქტიურდება წერილის მიღებიდან 48 საათში.

ზოგადად Interlude სერვერის შესახებ

არანაირი საფუძველი და მიზეზი არ არსებობს Interlude სერვერის გათიშვის, გეჩერების ან Chronicle 4 სერვერთან გაერთიანებისათვის. პირიქით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა როგორც სისტემური ნაწილი ასევე ყველა მოთამაშე უდანაკარგოდ გადავიყვანოთ Lineage2 Hellbound ვერსიაზე.

ნუ აყვებით ჭორებს და ბოროტ ხმებს: სერვერი საკმაოდ გამართულად და სტაბილურად მუშაობს, თამაშიც ბევრად სასიამოვნო და საინტერსოა და როგორც დაგპირდით - უკვე ახლო მომავალში იხილავთ რამოდენიმე სასიამოვნო ცვლილებების შესახებ.

Zaken-ის წყევლა - Interlude სერვერი03-ოქტ-2008

წყეულიმც იყოს ყველა წუწურაქი
ვინც კი მომპარა ძვირფასეულობა.
წყეულიმც იყოს მისი სისხლი და ხორცი
და ყოველივე რაც კი სულდგმულია.
წყეულიმც იყოს წველა ბინძური ღორი
რამეთუ მათი ბედი სამუდამოდ გადაწყვეტილია

საშიშმა მეკობრე Zaken-მა დაწყევლა ყველა ვინც კი მისი განძის მოიპარვა სცადა. Zaken-ის შვილიშვილი Bonny, ცდილობს დაეხმაროს დაწყევლილებს და გაანთავისუფლოს ისინი ბაბუის წყევლისგან, რამეთუ დაწყევლილები გოჭებად გადაქცეულან!

Zaken-ის წყევლა

ოჰ, რა სამწუხაროა, ყველა წუწურაქი ვინც კი ბაბუას საუდუმლო ადგილიდან განძი მოპარა, ერთი შეხედვით ბაბუამ ისინი გოჭებად აქცია! მათ უნდა გაიგონ უფრო მეტი და უნდა ეცადონ რამენაირად გაექცნენ უკვდავ მეკობრე კაპიტანს. გოჭებად ქცეულები არ უნდა შეეგუონ თავიანთ ბედს და უნდა ეცადონ მოიცილონ სამუდამო მძიმე წყევლა (თუ არ ტკბებით აყროლებული ღორის სუნით). მეშინია ესეთი სიტუაცია როგორ იმოქმედებს ბაბუაზე. მისი ხასიათი მას ყოველთვის სჯობნის და მასთან რთულია საერთო ენის გამონახვა, მაგრამ რა ვქნა, ის ხომ ოჯახის წევრია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ქურდებისთვის კარგი გაკვეთილი იყო, არა?
ეხლა რას გეტყვით: თუ დამეხმარებით ამ აურზაურის გამოსწორებაში, მე დაგაჯილდოვებთ და ბაბუასთანაც რეკომენდაციას გაგიწევთ, აბა რას იტყვით?


თქვენ ნახავთ დაწყევლილი გოჭების 3 ნაირსახეობას: Huge Cursed Pigs, Super Huge Cursed Pigs და იშვიათად Golden Cursed Pigs.
იყიდეთ Redemption Bow Bonny-სგან და ამ მშვილდის ორი თვისება ("სკილი") “Forgiveness" და "Pardon" გამოიყენეთ გოჭების წყევლისგან განსათავისუფლებლად!

როდესაც განკურნავთ დაწყევლილ გოჭს მიიღებთ ანApiga-ს ან Pirates booty-ს. Pirates booty არის პატარა Treasure chest, რომელშიც შეიძლება აღმოაჩინოთ Golden Apiga. Bonny ასევე დაგაჯილდოვებთ როდესაც მას 50 Regular Apiga- ს შეუგროვებთ. შეაგროვეთ რაც შეილება ბევრი Apiga და Golden Apiga.

პრიზები და ინფორმაცია

როდესაც თქვენ შეუგროვებთ Bonny-ს 50 Regular Apiga-ს, ის დაგაჯილდოვებთ თქვენ კლასის შესაბამისი "სრული ბუფის ნაკრებით" და სხვადასხვა პრიზებით. თუ თქვენ იღბლიანი ხართ იგი გაჩუქებთ შემდეგი პრიზებიდან ერთ-ერთს:

  • Golden Circlet of Redemption
  • Pig Wrangler's Cap
  • Silver Circlet of Salvation

მოთამაშე რომელიც ყველაზე მეტ Zaken-ის მთავარ Coins - Golden Apigas შეაგროვებს, დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით - იშვიათი "First mate's hat" მეკობრის ქუდით, დანარჩენებს "Golden Apiga გადაეცვლებათ "Festival Adena-ზე.

ივენთის განმავლობაში ასევე შეიძლება შეგხვდეთ სუვენირი - Salvation Bow. ეს მშვილდი ისევე გამოიყურება როგორც ევენტის Redemption Bow, მაგრამ აქ სპეციალური თვისება "ბედინერება". ამ თვისების გამოყენება შეგიძლიათ თქვენს მეგობრებზე რამდენჯერაც გინდათ.

ევენტის პერიოდი

ევენტი ჩატარდება საღამოობით (18:00 - 24:00)და გაგრძელდება ორი კვირის მანძილზე. გაითვალისწინეთ რომ არც ერთი ამ მშვილდთაგანი არ გამოიყენება ბრძოლის ველზე და ევენტის დამთავრებისას ისინი იქნებიან ამოღებული მოთამაშეების ინვენტარიდან.

გისურვებთ წარმატებულ ნადირობას გოჭებზე.

გოგრების ევენტი15-სექ-2008

ჩვენ სერვერზე იწყება გოგრების ევენტი შეაგროვე ნექტარი, დათესე, მოიყვანე ჯადოსნური გოგრის მოსავალი და მიიღე არაჩვეულებრივი პრიზები!
მებაღე ფორდსონს ახლა აქვს საკმაოდ დიდი რაოდენობით მაგიური გოგრების თესლი. გადაწყვეტილი აქვს რომ ის ყველა თესლი ერთ გაზაფხულში გამოზარდოს, ამიტომაც გამოგზავნა Buzz the Cat ადენის და ელმორის ყველა ქალაქში რომ დაიქირაონ თავგადასვლების მაძიებლები რომლებიც სიამოვნებით შეასრულებენ ამ საქმეს.

ნექტარი და მოსავალის გაზრდა

მონსტრებისაგან რომლებიც თქვენს დონეს (ლეველს) შეესაბამებიან ევენტის პერიოდში დაიდროპება ნექტარი. Buzz the Cat - თან ცვლით ნექტარს პატარა გოგრის თესლში ან 50 ნექტარს დიდი გოგრის თესლში, მაგრამ არ გადაცვალოთ მთელი ნექტარი, ის კიდედევ დაგჭირდებათ ნაყოფის მოსარწყავად. როგორც კი ჯადოსნური გოგრა გაიზრდება - ის უნდა გახეთქოთ და მიიღოთ თქვენი პრიზები! მკვახე გოგრის გახეთქვა გამოიწვევს პრიზის ნაკლებობას ხოლო თუ გოგრა გადამწიფდა - და ვერ მოასწარით გახეთქვა - დაკარგავთ პრიზებს.

გოგრის გატეხვა

გაზრდილი გოგრა არ შეიძლება უბრალო იარაღით გახეთქოთ. გოგრა უნდა გასკდეს სპეციალური "Chrono Darbukas" იარაღით რომელსაც შეიძენთ Buzz the Cat - თან 10 ნექტარის საფასურად. გაითვალისწინეთ, რომ დიდი გოგრის გასახეთქად დაგჭირდებათ ე.წ. "Chrono Party"-ის გაკეთება დამხმარე მოთამაშეებთან.
პრიზები შეიძლება იყოს: მაგიური მიქსტურები, იარაღის და აბჯრის გამაძლიერებლები, სულის კრისტალები და სხვა მრავალი.

მედლების ევენტი - Chronicle4 სერვერი06-ივნ-2008

სერვერზე დაიწყო ევენტი - მედლების შემგროვებლობა (Medal Collecting Event). შეაგროვეთ რაც უფრო შეგიძლიათ მეტი მედალი მიუტანეთ ევენტ მენეჯერებს Roy the Cat-ს და Winnie the Cat-ს. მიიღეთ არაჩვეულებრივი პრიზები!

იმისათვის რომ მოიპოვოთ მედლები - მოკალით მონსტრები. არსებობს ორნაირი მედალი, ჩვეულებრივი და ბრწყინვალე მედალი. ჩვეულებრივი მედალს ცვლით პრიზებში, ხოლო ბრწყინვალე მედალი გჭირდებათ დონის მოსამატებლად.

პრიზები

Roy the Cat-სთან შეგიძლიათ მედლები გადაცვალოთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრიზებზე:

დონე

პრიზი

მედლები
Beginner
დამწყები
Rabbit
კურდ
.
Hyena
ტურა
Fox
მელა
Wolf
მგელი
Greater Haste Potion 5
Greater Swift Attack Potion 10
Greater Magic Haste Potion 10
Quick Healing Potion 17

Blessed Scroll of Escape 250
Blessed Scroll of Resurrection 667
Scroll: Enchant Armor (D Grade) 25
Scroll: Enchant Weapon (D Grade) 83
Scroll: Enchant Armor (C Grade) 67
Scroll: Enchant Weapon (C Grade) 183
Scroll: Enchant Armor (B Grade) 267
Scroll: Enchant Weapon (B Grade) 833
Scroll: Enchant Armor (A Grade) 833
Scroll: Enchant Weapon (A Grade) 3,000
Red Party Mask 833
Red Soul Crystal - Stage 11 5,000
Green Soul Crystal - Stage 11 5,000
Blue Soul Crystal - Stage 11 5,000
Red Soul Crystal - Stage 12 10,000
Green Soul Crystal - Stage 12 10,000
Blue Soul Crystal - Stage 12 10,000
Sealed Majestic Necklace 6,240
Sealed Majestic Earring 4,680
Sealed Majestic Ring 3,120

დონის მომატება

იმისათვის რომ შეძლოთ უფრო მეტი პრიზების მიღება თქვენ დაგჭირდებათ Winnie the Cat-ასთან დონის მომატება. Winnie the Cat-ას ბრწყინვალე მედლების საფასურად უნდა ეთამაშოთ გამოცანობანა-თამაში. მოგების შემთხვევაში თქვენ მოიმატებთ დონეს წაგებისას კი კარგავთ ბრწყინვალე მედლებს.

დონე Badge თამაშის საფასური ბრწყინვალე მედლები
დამწყები Beginner (No badge)
კურდღელი Rabbit 5
ტურა Hyena 10
მელა Fox 20
მგელი Wolf 40
ბრძოლა გადარჩენისათვის21-მაი-2008

Interlude სერვერზე იწყება ახალი ევენტი - ბრძოლა გადარჩენისათვის, დაუნდობელი შერკინება, მოწინააღმდეგის შერჩევა და საჭირო მომენტში იერიშის მიტანა გამოავლენს ყველაზე გამორჩეულს რასაში და გამორჩეულს რასებს შორის!

There Can Be Only One!

ბოროტების ღმერთმა გრენ კაინმა, ისარგებლა ეინჰაზარდის არ ყოფნით და გადაწყვიტა გაერთო თავი სისხლისმღვრელი თამაშებით. შეჯიბრებაში მან ერთმანეთს დაუპირისპირა ბრძენი ელფები, ძლევამოსილი ორკები, შრომის მოყვარე ჯუჯები, ცბიერი ბნელი ელფები და გონიერი ადამიანები რომელთა შორისაც დაუნდობელ ბრძოლაში გადარჩენილს ჯილდოდ გამორჩეული სახელი დაპირდა...

მაშ ასე, იწყება მასიური შერკინებები სადაც გამარჯვებული მხოლოდ ერთია, ის ვინც მუხლს არ მოიდრეკს არენაზე და ბოლომდე ფეხზე იდგება. გადამწყვეტი მნიშვნელობა არაა აქ განვითარების დონეს, საჭურველის ბრწყინვალებას და ორთაბრძოლებში შეძენილ გამოცდილებას - უძლიერესები პირველები დაეცემიან! გადარჩება მხოლოდ გამორჩეული!

პირობები

ტურნირში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ყველა მოთამაშე მოხვდება თავისი რასის შესაბამის ქვე-ჯგუფში.

ფინალში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა რასის გამორჩეული 5 მოთამაშე. მათ შორის გამართულ ფინალურ ბრძოლაში გამარჯვებული ჩაითვლება ტურნირის გამარჯვებულად.


  • აკრძალულია მოთამაშის მიერ მოთამაშის გაცოცხლება შერკინების დროს და გაცოცხლების სკილის ან სკროლის ხმარება.

  • აკრძალულია არაძირითადი ქვეკლასით გამოსვლა რასაში (Interlude სერვერზე არააქტუალურია)

  • აკრძალულია კონკრეტული მოთამაშის გამიჯვნის მიზნით ჯგუფური პასიურობა ან აქტიურობა. "დამეგობრებულ" პერსონაჟებს მიეცემათ დისკვალიფიკაცია.


მიმდინარეობა

შემდგომი 5 დღის განმავლობაში, საღამოობით, გაიმართება რასაში გადარჩენილი პერსონაჟის გამოვლინებისათვის ორთაბრძოლა:

რასა
შერკინების დრო
ჯუჯები
26 მაისი 22:00
ორკები
27 მაისი 22:00
ბნელი ელფები
28 მაისი 22:00
ელფები
29 მაისი 22:00
ადამიანები
30 მაისი 22:00
ფინალი 1 ივნისი 22:00

შესაბამისი რასის მოთამაშეები რომელთაც სურვილი აქვთ მიიღონ ევენტში მონაწიელობა და იბრძოლონ პრიზისათვის უნდა გამოცხადდნენ აღნიშნულ დროსა და დღეს ადენის კოლიზეუმის შესასვლელთან. სხვა რასის წარმომადგენლები კოლიზეუმში დაშვებულნი არ იქნებიან. ხელის შემშლელები დაისჯებიან მოქმედი წესების მიხედვით.

პრიზები

  • თავის რასაში გამორჩეულისათვის დაწესებულია: 500 F-Adena

  • რასებს შორის გამორჩეულისათვის დაწესებულია: ოქროსფერი სახელი და 1000 F-Adena

გისურვებთ წარმატებებს!

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
 
999 
999 





cstrike
wow


გიჟი დასაქმე და შენც უკან მიჰყევ.

 
   
  Predator.ge 2008 - 2024 წელი  
 
 
 

ქართული English Russian