language

Loading...



Loading...
 
ახალი ამბები
გოგრების ევენტი, Reborn სერვერი (11-25 ოქტომბერი)11-ოქტ-2011

დაიწყო გოგრების ევენტი შეაგროვე ნექტარი, დათესე, მოიყვანე ჯადოსნური გოგრის მოსავალი და მიიღე არაჩვეულებრივი პრიზები!

მებაღე ფორდსონს ახლა აქვს საკმაოდ დიდი რაოდენობით მაგიური გოგრების თესლი. გადაწყვეტილი აქვს რომ ის ყველა თესლი ერთ გაზაფხულში გამოზარდოს, ამიტომაც გამოგზავნა Buzz the Cat ადენის და ელმორის ყველა ქალაქში რომ დაიქირაონ თავგადასვლების მაძიებლები რომლებიც სიამოვნებით შეასრულებენ ამ საქმეს.

ნექტარი და მოსავალის გაზრდა

მონსტრებისაგან რომლებიც თქვენს დონეს (ლეველს) შეესაბამებიან ევენტის პერიოდში დაიდროპება ნექტარი. Buzz the Cat - თან ცვლით ნექტარს პატარა გოგრის თესლში ან 50 ნექტარს დიდი გოგრის თესლში, მაგრამ არ გადაცვალოთ მთელი ნექტარი, ის კიდედევ დაგჭირდებათ ნაყოფის მოსარწყავად. როგორც კი ჯადოსნური გოგრა გაიზრდება - ის უნდა გახეთქოთ და მიიღოთ თქვენი პრიზები! მკვახე გოგრის გახეთქვა გამოიწვევს პრიზის ნაკლებობას ხოლო თუ გოგრა გადამწიფდა - და ვერ მოასწარით გახეთქვა - დაკარგავთ პრიზებს.

გოგრის გატეხვა

გაზრდილი გოგრა არ შეიძლება უბრალო იარაღით გახეთქოთ. გოგრა უნდა გასკდეს სპეციალური იარაღით: Chrono Unitus, Chrono Cithara, Chrono Unitus ან Chrono Darbukas რომელსაც შეიძენთ Buzz the Cat - თან 10 ნექტარის საფასურად. გაითვალისწინეთ, რომ დიდი გოგრის გასახეთქად დაგჭირდებათ ე.წ. Chrono Party-ის გაკეთება დამხმარე მოთამაშეებთან.

პრიზები შეიძლება იყოს: იარაღის და აბჯრის ენჩანტები, აუგმენტაციის და ატრიბუციის ქვები.

სასიამოვნო გართობას გისურვებთ!





გალესვის მასტერი, Reborn (25 სექტემბერი - 2 ოქტომბერი) 25-სექ-2011



Master Yogi არის ერთგული მოწაფე, რომელიც წლების მანძილზე მთებში განმარტოებულად ცხოვრობდა და მედიტირებდა სულიერი განწმენდისთვის. იგი გაძლევთ განსაკუთრებულ შესაძლებლობას ყველას ვინც მზად არის ჩააბაროს მოთმინების და ერთგულების ტესტი. თუ თქვენ გაგაჩნიათ ძლიერი რწმენა დაჯილდოვდებით ისეთი ნივთებით რომლებზეც ბევრი მხოლოდ ოცნებობს.

ევენტის შესახებ

მოიპოვეთ Master Yogi-ს ენჩანტ სქროლები მონსტრებზე ნადირობით. როდესაც ჩანთაში მოაგროვებთ რამდენიმე სქროლს, ეწვიეთ Master Yogi-ს და შეიძინეთ 100,000 ადენად სპეციალური სტაფი Staff of Master Yogi. გამოიყენეთ ეს სქროლები სპეციალურ სტაფზე და გამოსცადეთ თქვენი თავი მაქსიმუმ სადამდე შეგიძლიათ იარაღის გალესვა! რაც უფრო მეტ პლიუსზე გალესავთ სტაფს, მით უკეთეს ჯილდოს მიიღებთ.

Master Yogi's ენჩანტ სქროლები ხელმისაწვდომი იქნება Master Yogi-სთან. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ 24 დასაპლიუსებელი სკროლი 600,000 ადენად, მაგრამ მხოლოდ ერთხელ 6 საათის განმავლობაში. თუ თქვენ არ გსურთ 6 საათი დალოდება ან მონსტრებზე ნადირობა სქროლების მოსაპოვებლად, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი სქროლები თითო 2,300,000 ადენად.

მას შემდეგ, რაც დააპლიუსებთ სტაფს თქვენს მაქსიმუმამდე მიუტანეთ Master Yogi-ს და სანაცვლოდ მიიღეთ შესაბამისი ჯილდო.

დასახელება ინფორმაცია
Master Yogi's Scroll: Enchant Weapon გამოიყენეთ ეს სქროლი იმისათვის რომ გალესოთ Master Yogi-ს სტაფი.
Staff of Master Yogi იყიდეთ Master Yogi-ს სტაფი 100,000 ადენად და გამოიყენეთ სპეციალური სქროლები მის გასალესად


ევენტის პრიზები

მათ, ვისაც ყველაზე შთამბეჭდავი ნიჭი აქვთ, მიიღებენ ყველაზე კარგ პრიზებს:

გალესვა
ჯილდო
გაყიდვადია?
+1, +2, +3 პრიზის გარეშე -
+4 Firework დიახ
+5 2 Fireworks დიახ
და
Large Firework დიახ
+6 3 Fireworks დიახ
და
2 Large Fireworks დიახ
+7 Shadow Item - Top Hat არა
ან
Shadow Item - Black Mask არა
ან
Shadow Item - Rider Goggles არა
+8 Scroll: Enchant Weapon (D) დიახ
+9 Scroll: Enchant Weapon (D) დიახ
და
Scroll: Enchant Armor (D) დიახ
+10 Scroll: Enchant Weapon (C) დიახ
+11 Scroll: Enchant Weapon (C) დიახ
და
Scroll: Enchant Armor (C) დიახ
+12 Scroll: Enchant Armor (B) დიახ
+13 Scroll: Enchant Weapon (A) დიახ
+14 Event - Top Hat არა
ან
Event - Black Mask არა
ან
Event - Rider Goggles არა
+15 Grade S Accessory Chest (Event) არა
+16 Top-Grade Life Stone: level 76 დიახ
+17 Scroll: Enchant Weapon (S) დიახ
+18 Grade S Armor Chest (Event) არა
+19 Grade S Weapon Chest (Event) არა
+20 Red Soul Crystal - Stage 14 დიახ
ან
Blue Soul Crystal - Stage 14 დიახ
ან
Green Soul Crystal - Stage 14 დიახ
+21 Top-Grade Life Stone: level 76 დიახ
და
High-Grade Life Stone: level 76 დიახ
და ერთ-ერთი შემდეგი ნივთებიდან:
Red Soul Crystal - Stage 14 დიახ
ან
Blue Soul Crystal - Stage 14 დიახ
ან
Green Soul Crystal - Stage 14 დიახ
+22 S80 Grade Armor Chest (Event) არა
+23 S80 Grade Weapon Chest (Event) არა

გამოცადეთ საკუთარი თავი რამდენად გიმართლებთ გალესვისას და თუ თქვენ გწყალობთ ბედი საკმაოდ კარგი პრიზებითაც დაჯილდოვდებით.

გისურვებთ წარმატებას!

დისკუსია ფორუმზე "გალესვის მასტერი" ევენტთან დაკავშირებით.

Reborn სერვერზე განახლდა დაცვის სიტემა24-სექ-2011

სერვერზე განახლდა ახალი ექსპლოიტებისაგან და ჩეთებისაგან თავდაცვის სისტემა. იმისათვის რომ შეხვიდეთ თამაშში აუცილებელია გადმოწეროთ პაჩი ან განაახლოთ თამაშის ფაილები უნივერსალური გამშვებით



         


ასევე გაცნობებთ რომ გარდა ძირითადი ქალაქებისა Aden, Rune. Giran აუქციონერი დამატებულია ყველა ციხე-ქალაქშიც. ახალი პაჩი მოგცემთ საშუალებას დაინახოთ ეს აუქციონერები და მიიღოთ მონაწილეობა ვაჭრობაში.
პრემიუმ მაღაზია (Reborn სერვერი)23-სექ-2011

Reborn სერვერზე დავამატეთ პრემიუმ მაღაზია სადაც თქვენ შეგიძლიათ შეიძიონოთ გასართობი აქსესუარები, სასაჩუქრე ნაკრებები, რუნები, ბონუს-პაკები, მატერიალები და კიდევ ბევრი სხვა რამე.

ამჟამად მპრემიუმ მაღაზიაში ჩადებულია მხოლოდ ის საგნები რომელიც ოფიციალურ სერვერებზე სტანდარტულად იყიდება.

მომავალში ვეცდებით დავამატოთ ისეთი ნივთები რომელიც თქვენს პერსონაჟს უფრო მეტ ხიბლს შესძენს და გახდის უნიკალურს.




იმისათვის გამოგიჩნდეთ თამაშში Primeshop-ის ღილაკი უნდა გადმოწერეთ ახალი პაჩი. პრემიუმ მაღაზიაში ნივთების შესაძენად საჭიროა Point-ები რაც ექაუნტის ბალანსზე არსებული თანხის იდენტურია. ექაუნტზე ბალანსის შევსება ხდება ჩვეულებრივ ან მოთამაშეთა მაღაზიაში ნივთების გაყიდვით ან სწრაფი გადახდის აპარატებიდან:

OSMP აპარატებიდან
TBCPAY აპარატებიდან
NOVA აპარატებიდან
eMoney ინტერნეტიდან
Webmoney ინტერნეტიდან

ბალანსის ასახვა პრემიუმ მაღაზიაში ხდება მომენტალურად. ნაყიდ ნივთის უკან ვეღარ დააბრუნებთ, ამიტომ ყურადღებით გაეცანით ხოლმე იმ საგნის აღწერილობას რომლის ყიდვასაც დააპირებთ.
Zaken-ს წყევლა, Reborn (6 სექტემბერი - 16 სექტემბერი) 03-სექ-2011

Zaken-ის წყევლა:
წყეულიმც იყოს ყველა წუწურაქი ვინც კი მომპარა ძვირფასეულობა!

წყეულიმც იყოს მისი სისხლი და ხორცი და ყოველივე რაც კი სულდგმულია!

წყეულიმც იყოს ყველა ბინძური ვირთხა და ღორი რამეთუ მათი ბედი სამუდამოდ გადაწყვეტილია!

საშიშმა მეკობრე Zaken-მა დაწყევლა ყველა ვინც კი მის განძს შეეხო და მოპარვა სცადა. მისი შვილიშვილი, ბანი, ცდილობს კიდევ ერთხელ დაეხმაროს დაწყევლილებს და გაანთავისუფლოს გემის ეკიპაჟი.

Zaken-ის შვილიშვილი ბანი

სულელები! გაგიგიათ?!... მისი საკუთარი ეკიპაჟი იპარავდა მისგან. თქვენ გგონიათ ისინი შეშინდნენ და ჭკუა ისწავლეს? როგორ გაბედეს თავიანთი კაპიტნის განძი მოეპარათ? შეხედეთ მათ, ისინი გადაიქცნენ ვირთხებად, მთელი დღე ნაგავში დაძვრებიან თავის გამოსაკვებად! ჰმ, არც თუ ისე ცუდი ბედია არა?

ნაკლები თანაგრძნობით ვუდგები იმ დაწყევლილ ეკიპაჟს, ვიდრე იმ ქურდებს რომელთაც ჩემი ბაბუა გაძარცვეს ბოლოს, მაგრამ ერთი რამ მაშფოთებს, ვინ გამართავს მის გემს მომავალში? დარწმუნებული ვარ რომ ეს მე არ ვიქნები! ეს კი პრობლემაა. ვფიქრობ, ეკიპაჟმა ისწავლა გაკვეთილი, თქვენ რას ფიქრობთ? იცით რას გეტყვით? - თუ დამეხმარებით რომ მოვაგვარო ეს არეულობა, უკმაყოფილო არ დარჩებით, ბაბუასთან სიტყვასაც შეგაწევთ, რას იტყვით?

ევენტის შინაარსი

თქვენ დაინახავთ ოთხ სხვადასხვა ტიპის თაგვებად ქცეულ დაწყევლილ ეკიპაჟს:
  • Cursed Raiders: მარტოდ მოგზაური მეკობრეები, თავდაცვისას იყენებენ გაშეშების უნარს.
  • Cursed Deckhands: მოგზაურობენ ჯგუფებად, ამიტომ შესაძლებელია დახმარებას გამოუძახონ.
  • Cursed Buccaneers: უსაზიზღრესი პირატები, მათი გამოხსნა უმჯობესია მარტომ არ სცადოთ.
  • Cursed Lookouts: მუხთალი პირატები, ყველაზე მეტი მონეტა მათ შეიძლება ქონდეთ.
შეიძინეთ Redemption Bow ბანისგან და გამოიყენეთ ჯადოსნური მშვილდის ორი თვისება "forgiveness" და "pardon" დაწყევლილ ეკიპაჟზე, რომ გაანთავისუფლოთ ისინი ამ წყევლისგან.

როდესაც თქვენ განკურნავთ დაწყევლილი ეკიპაჟის წევრს, მიიღებთ Mouse Coin-ს. რაც უფრო ბევრ მონეტას მიუტანთ ბანის მით მეტი პრიზებით დაჯილდოვდებით!

პრიზები

ყოველ 40 ცალ Mouse Coin მონეტაზე ბანი დაგაჯილდოვებთ Wondrous Cubic-ით ან სხვა და სხვა რესურსებით: Durable Metal Plate (50), Mithril Alloy (50), Oriharukon (25), Varnish of Purity (50), Synthetic Cokes (25), Compound Braid (50), Enria (5), Asofe (5), Thons (5).

თუ თქვენ იღბლიანი ხართ, ბანი გაჩუქებთ შემდეგი პრიზებიდან ერთ-ერთს:
  • Golden Circlet of Redemption
  • Hunting Cap
  • Silver Circlet of Salvation
ინვენტარში Wondrous Cubic-ზე ორჯერ დააწკაპუნეთ მიიღება ფერადი კრისტალის ნამსხვრევები Cubic Piece. ნებისმიერ საწყობის მენეჯერთან კრისტალის ნამსხვრევები და ადენა იცვლება სხვადასხვა ენჩანტის გრაგნილებში:
  • 1 Fine Blue Cubic Piece & 150,000 Adena - 1 Scroll: Enchant Weapon (D)
  • 1 Rough Blue Cubic Piece & 18,000 Adena - 1 Scroll: Enchant Armor (D)
  • 1 Fine Yellow Cubic Piece & 330,000 Adena - 1 Scroll: Enchant Weapon (C)
  • 1 Rough Yellow Cubic Piece & 45,000 Adena - 1 Scroll: Enchant Armor (C)
  • 1 Fine Green Cubic Piece & 1,500,000 Adena - 1 Scroll: Enchant Weapon (B)
  • 1 Rough Green Cubic Piece & 80,000 Adena - 1 Scroll: Enchant Armor (B)
  • 1 Fine Red Cubic Piece & 5,400,000 Adena - 1 Scroll: Enchant Weapon (A)
  • 1 Rough Red Cubic Piece & 720,000 - 1 Scroll: Enchant Armor (A)
  • 1 Fine White Cubic Piece & 15,000,000 Adena - 1 Scroll: Enchant Weapon (S)
  • 1 Rough White Cubic Piece & 1,500,000 Adena - 1 Scroll: Enchant Armor (S)
ევენტის მიმდინარეობისას თქვენ ასევე შეიძლება შეგხვდეთ სუვენირი - Salvation Bow. ეს მშვილდი გამოიყურება ისევე როგორც Redemption Bow, მაგრამ აქ სპეციალური თვისება "ბედინერება" (Happiness). ამ თვისების გამოყენება შეგიძლიათ თქვენს მეგობრებზე რამდენჯერაც გაგიხარდებათ! Salvation Bow არ გამოგადგებათ დაწყევლილი ეკიპაჟის წევრების განსაკურნად.

გისურვებთ წარმატებულ ნადირობას თაგვებზე.


მოთამაშეთა მაღაზია Reborn სერვერზე30-აგვ-2011

რას წარმოადგენს მოთამაშეების მაღაზია

მოთამაშეების მაღაზია გაძლევთ საშუალებას შეავსოთ ექაუნტზე ბალანსი დონატორობის გარეშე.

მოთამაშე ბალანსის შესავსებად უბრალოდ ყიდის თავის მიერ მოპოვებულ ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრებს სასურველ ფასად*. გაყიდული ნივთის ღირებულების შესაბამისად მოთამაშეს შეევსება ექაუნთზე ბალანსი. არსებული თანხით კი უკვე შესაძლებლობა მიეცემა იყიდოს სხვის მიერ გასაყიდად გამოტანილი ნივთები.

საინფორმაციო სისტემაში ავტორიზაციის შემდეგ მოთამაშის მენიუში გამოჩნდება სამი ღილაკი:
[მოთამაშეთა მაღაზია] [გაყიდვა] [დაბრუნება]

ყიდვა

ნივთების ყიდვისათვის მოქმედებს სტანდარტული ინსტრუქცია: თუ ბალანსზე გაქვთ საჭირო თანხა [მოთამაშეთა მაღაზია] სასურველი ნივთის გასწვრივ აწვებით ღილაკს "ყიდვა".

ბალანსის შევსება შესაძლებელია როგორც ნივთების გაყიდვით ასევე ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით:
OSMP აპარატებიდან
TBCPAY აპარატებიდან
NOVA აპარატებიდან
eMoney ინტერნეტიდან
Webmoney ინტერნეტიდან

მოთამაშის მიერ გატანილი ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრების ყიდვისას მოხდება აღნიშული საქონელის გადმოტანა მყიდველზე თავისი ყველა პარარამეტრებით (მაგ: იარაღის შემთხვევაში ნივთს გადაყვება სპეც.თვისება, ენჩანტი, აუგმენტაცია და ატრიბუცია).

გაყიდვა

  • პერსონაჟზე დაშვებულია მხოლოდ ერთ სლოტში არსებული ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრების გასაყიდად გამოტანა.

  • გასაყიდად აუცილებელია ნივთი ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრები იმყოფებოდეს მოთამაშის ინვენტარში ან საწყობში ("მოთამაშის ბანკში").

  • გასაყიდად გატანისას ნივთი ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრები გადადის სპეციალურ საცავში, თუმცა გაყიდვამდე ის რჩება მოთამაშის საკუთრებაში.

  • გასაყიდად გატანილი ნივთი ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრები მომენტალურად აისახება [მოთამაშეთა მაღაზიაში]თუმცა გამყიდველი მაღაზიაში ხევადვს მხოლოდ იმ ნივთებს რომელიც სხვას ააქვს გამოტანილი

  • მოთამაშის მიერ გასაყიდად გამოტანილი ნივთი ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრები მაღაზიაში ჩანს 30 დღის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ [მოთამაშეთა მაღაზიის] სიაში ეს ნივთი აღარ გამოჩნდება.

  • მოთამაშის მიერ გასაყიდად გამოტანილი ნივთი ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრები მაღაზიაში გააქტიურდება ალბათობით რომ არ მოხდეს მიკერძოებული გაყიდვები და ნივთის ფასის გაფუჭება.

  • აკრძალულია გასაყიდად გამოტანილი ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრების იმავე IP მისამართიდან ყიდვა საიდანაც ეს ნივთი იქნა გატანილი გასაყიდად.

  • გასაყიდი ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრების მინიმალურ ფასს არეგულირებს სისტემა.

  • გასაყიდი ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრების სიას არეგულირებს სისტემა.

  • გასაყიდი ნივთის ან ერთიდაიგივე ნივთების ნაკრების მაქსიმალური ფასი შეზღუდული პრინციპში არაა თუმცა სისტემა არ ჩაგაწერინებთ ძალიან დიდ ფასს.

  • * რომ არ მოხდეს ბალანსზე არსებული თანხის ყიდვისუნარიანობის დაკარგვა და გაუფასურება ყოველ გაყიდულ ნივთზე ან ნივთების ნაკრებზე დაწესებულია საკომისიო გადასახადი. საკომისიოს ოდენობა განისაზღვრება ნივთის გასაყიდი ფასით. ნივთის გაყიდვისას მიღებული გასამრჯელო ნაჩვენებია როგორც ნივთის გაყიდვისას ასევე დაბრუნების ფანჯარაშიც.

დაბრუნება

  • იმისათვის რომ ნივთი რომელიც გატანილი გაქვთ გასაყიდად გამოიყენოთ თამაშში ან იგივე ნივთი კვლავ გაიტანოთ გასაყიდად სხვა ფასად, აუცილებელია [დაბრუნების] ფანჯრიდან მოახდინოთ მისი დაბრუნება.

  • გასაყიდად გატანილი ნივთის დაბრუნება შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში სანამ ის გაიყიდება.

  • ნივთის გასაყიდად გატანისათვის ან დაბრუნებისათვის არანაირი გადასახადი დაწესებული არ არის.

დონატორობა ნებადართულია მხოლოდ სრულწლოვანთათვის.

გახსოვდეთ, პრედატორების სერვერზე თამაში უფასოა!
დონატორობით შემოსული თანხა მოხმარდება პროექტის განვითარებას!

მარიამობის დღესასწაული Reborn (26 აგვისტო - 2 სექტემბერი)26-აგვ-2011




ზაფხული იწურება. Fantasy Isle-ს მობინადრეები ემზადებიან გამართონ ყოველწლიური ფერიცვალობის დღესასწაული.
მიწის მხიარულმა მობინადრეებმა სამეფოს ირგვლივ მიმოფანტეს შესანიშნავი და უცნაური განძეულობით სავსე პატარა ტომრები, ისინი ელოდებიან როდის იპოვით ამ განსაკუთრებულ ნივთებს. შეაგროვეთ ისინი და გადაცვალეთ იშვიათ, ძვირფას პრიზებზე.

ევენტის შინაარსი

მონსტრებზე ნადირობით უნდა შეაგროვოთ Treasure Sack Piece. როდესაც შეაგროვებთ 50 ცალ Treasure Sack Piece-ს მიიტანეთ ივენთ მენეჯერთან და თქვენ მიიღებთ 6 განსხვავებული Treasure Sack-დან ერთ-ერთს ალბათობით.
მიღებული ტომარა იხსნება ორჯერ დაწკაპუნებით. ტომრებიდან ინვენტარში ჩაგივარდებათ სხვადასხვა სასაჩუქარები, როგორიცაა: S grade armor, High Grade Soul Cry და ა.შ. ტომრების უმეტესობა ერთ ნივთს გაძლევთ, თუმცა ზოგი მეტსაც.

ივენთის განმავლობაში Fantasy Isle-ს მობინადრენი ყველა ქალაქს ესტუმრებიან, რათა უზრუნველყონ ფანტაზიის კუნძულზე უფასო ტელეპორტით სარგებლობა. ამ ნივთების ვარდნის პერიოდში ივენტ მენეჯერები გაყიდიან Rabbit Transformation Scroll-ებს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველგან, თუმცა განძს მხოლოდ Fantasy Isle-ში იპოვით, შესაბამისად გირჩევთ იქ გამოიყენოთ ისინი!

  • თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Rabbit Transformation Scroll მხოლოდ ერთხელ 12 საათში

  • მას შემდეგ, რაც თქვენ გადაიქცევით კურდღლად, თქვენ შეგეძლებათ ორი სპეციალური უნარის გამოყენება: Rabbit Magic Eye და Rabbit Tornado

  • უნარი Rabbit Magic Eye საშუალებას მოგცემთ დაინახოთ უახლოესი ფარული საგანძურის ყუთები (მხოლოდ Fantasy Isle-ს ტერიტორიაზე)

  • მას შემდეგ, რაც Rabbit Magic Eye უნარის დახმარებით წარმატებით იპოვით საგანძურის ყუთს, გამოჩნდება მხოლოდ 3 საგანძურის ყუთი. (18 წამში გაქრება)

  • უნარი Rabbit Tornado შეგიძლიათ გამოიყენოთ საგანძურის ყუთის გასახსნელად

  • იშვიათი და განსაკუთრებული საგანძურის ყუთები, რომლებსაც თქვენ აღებთ ისვრიან ფეიერვერკებს. ეს ყუთები შეიცავენ შემთხვევით ჯილდოებს, როგორებიცაა უმაღლესი დონის A-რანგის იარაღები, Shadow Wolf Mount Bracelet-ები, საგანძურის ტომრები, და დამატებითი საგანძურის ტომრები

  • კურდღლები შეიძლება იყვნენ ხტუნვის ექსპერტები, მაგრამ ისინი არ გვევლინებიან საუკეთესო მოცურავეებად. თქვენი კურდღლის ტრანსფორმაცია გაგრძელდება 10 წუთი, მაგრამ თუ თქვენ შეხვალთ წყალში, ტრანსფორმაცია დაუყოვნებლივ გაუქმდება. იყავით მშრალ მიწაზე მანამ, სანამ იქნებით კურდღლის ფორმაში

პრიზები

იმისდა მიხედვით თუ რომელ ტომარას მიიღებთ თქვენ შეიძლება შეგხვდეთ შემდეგი ნივთები:

პრიზები
1st Place Treasure Sack S-Grade საჭურველი ან 13-14 დონის Soul Crystal-ები
2nd Place Treasure Sack S-Grade Enchant Scroll ან Giant's Secret Codex (Oblivion, Discipline, Mastery) ან Attribut-ის ქვები
3rd Place Treasure Sack A-Grade Enchant Scroll ან B-Grade Enchant Scroll ან Life Stone ან Blessed Scroll of Resurrection
4th Place Treasure Sack C-Grade Enchant Scroll ან D-Grade Enchant Scroll ან Shadow Agathion Bracelet ან Blessed Scroll of Escape
5th Place Treasure Sack Fruit Cocktail Set-ები
6th Place Treasure Sack სხვადასხვა სახის Buff Juice-ები


სხვა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შაბათ და კვირა დღეს Nobless რაიდ ბოსის Flame of Splendor Barakiel-ის რესპაუნის დრო საგძნობლად იქნება შემცირებული!


საისამოვნო გართობას გისურვებთ ყველას!

Reborn Reborned13-აგვ-2011

სერვერის პატჩი
უნივერსალური გამშვები


სერვერის განულებით ტესტირებას ფაქტიურად დამთავრებულად ვთვლით. მცირე ცვლილება მოხდება ერთი კვირის თავზე და შეეხება ბონუსებს:

დროებითი ბონუსები
  • ერთი კვირის განმავლობაში რაიდ ბოსის Shilen's Messenger Cabrio რესპაუნი შემცირებულია 6 ჯერ
  • ერთი კვირის განმავლობაში რაიდ ბოსის Death Lord Hallate რესპაუნი შემცირებულია 6 ჯერ
  • ერთი კვირის განმავლობაში რაიდ ბოსის Kernon რესპაუნი შემცირებულია 6 ჯერ
  • ერთი კვირის განმავლობაში რაიდ ბოსის Longhorn Golkonda რესპაუნი შემცირებულია 6 ჯერ
  • ერთი კვირის განმავლობაში რაიდ ბოსის Flame of Splendor Barakiel რესპაუნი შემცირებულია 6 ჯერ
  • ერთი კვირის განმავლობაში გაზრდილია Hames Orc Shaman-ების რაოდენობა
  • 17 აგვისტომდე საინფორმაციო სისტემაში ერთკვირიანი სერვისი "პრემიუმ ჩარი" იქნება უფასო (ბრძანებები: .autopickupon .autopickupoff .expon .expoff .offlineshop)
ცვლილებები
  • შემცირდა Knight's Epaulette count Rate: 13x
  • ციხის გარემოცვის ზონებში აიკრძალა დამხმარე ბუფერის გამოძახება
  • დამხმარე ბუფერის უნარების სიას დაემატა ბუფი Clarity
  • Vitality-ის ხანგრძლივობა გაიზარდა 10 ჯერ
  • Giran Harbor-ში დადგა ბანკირი Valkon
  • Rift-ებში შესასვლელად საჭიროა 3 ჯერ უფრო ნაკლები Dimensional Fragment
  • Baium-ის დროპში A რანგის ნივთები შეიცვალა შესაბამისი S რანგის ნივთებით
  • Frintezza-ს დროპში A რანგის ნივთები შეიცვალა შესაბამისი S რანგის ნივთებით
  • Antharas-ის დროპში A რანგის ნივთები შეიცვალა შესაბამისი S რანგის ნივთებით, S -> S80-ით
  • Valakas-ის დროპში A რანგის ნივთები შეიცვალა შესაბამისი S რანგის ნივთებით, S -> S80-ით
  • Frintezza-ს და Valakas-ის ზონაში დაშვებულია 10 წუთიანი დისკონექტი/რესტარტი
  • ქვესტში Delivery of Special Liquor 3-ჯერ გაიზარდა S რანგის ბიჟუტერიის რეცეპტის მოსვლის შანსი
  • ქვესტში Egg Delivery 3-ჯერ გაიზარდა S რანგის ბიჟუტერიის რეცეპტის მოსვლის შანსი
  • ქვესტის Seekers of the Holy Grail რაოდენობის რეიტმა აიწია და გახდა 3x
  • ქვესტის Containing the Attribute Power ჯილდოს რაოდენობის რეიტმა აიწია და გახდა 3x
  • დაემატა ქვესტი Seven Signs - Series of Doubt
  • დაემატა ქვესტი Seven Signs - Dying Message
  • დაემატა ქვესტი Seven Signs - Contract of Mammon
შენიშვნა: Seven Signs სამი ნაწილის ქვესტის შესასრულებლად აუცილებელია დააყენოთ ახალი პაჩი

Reborn სერვერის შესახებ13-აგვ-2011

გამოკითხვის მთლიანი შედეგი:

60% - განულდეს სერვერი მთლიანად (ყველაფერი)
40% - გაგრძელდეს 26 ივლისის მონაცემებით
             (სულ 1471 ხმა)


გამოკითხვის გაფილტრული შედეგი:
ხმის მიმცემთა IP მისამართებიდან აღებულია მხოლოდ ის მისამართები რომლებსაც Reborn სერვერზე ყავდათ პერსონაჟები.

58% - განულდეს სერვერი მთლიანად (ყველაფერი)
42% - გაგრძელდეს 26 ივლისის მონაცემებით
             (სულ 1039 ხმა)


მოთამაშეების უმრავლესობის გადაწყვეტილებით Reborn სერვერი განულდება.

ექაუნტებს ვტოვებთ. რეგისტრაცია ახლიდან გასავლელი არ გექნებათ.

სუფთა სერვერი ჩაირთვება დღესვე, საღამოს 22:00 საათისათვის.

ტექნიკური სამუშაოები12-აგვ-2011

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სერვერის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება Reborn სერვერის მონაცემები დააბრუნოს 26 ივლისის დილის 11 საათის დროით. სერვერი ჩაირთვება ხვალ, 12 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში.

ბოლო დღეები გადაბმულად ვმუშაობდით სერვერის ლოგებზე, საიტზე დაიდო ამოღებული ინფორმაციის მოკლე, მხოლოდ დაფილტრული ნაწილი, რაც ჩვენს მიერ გადამუშავებული ინფორმაციასთან ზღვაში წვეთია. ქმედებას იმდენად მასიური სახე ჰქონდა რომ ყველა პერსონაჟის მიერ დახარჯული ადენის მოძრაობის დევნა და ნივთების ამოღება დროში უაზროდ გაწელილი პროცედურაა და შედეგიც გაუთვალისწინებელი.
სერვერის სრულ განულებას ამ სიტუაციაში ვარჩიეთ მხოლოდ მინიმალური სხვაობით დროში უკან დაბრუნება.

სერვერის ადმინისტრაცია ბოდიშს გიხდით მომხდარი ფაქტის გამო, გვესმის მოთამაშეთა წუხილიც ამაოდ დაკარგული დროის გამო.

p.s. ივლისის თვის ოლიმპიადის სეზონის დახურვა განისაზღვრა 26 ივლისის მონაცემებით.
p.p.s. Full Plate Helmet [C] დაკრისტალებით ადენის შოვნის შემთხვევები დაფიქსირებულია 6 აგვისტოდან.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
 
999 
999 





cstrike
wow


თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას ეძებდა.

 
   
  Predator.ge 2008 - 2024 წელი  
 
 
 

ქართული English Russian