language

Loading...



Loading...
 
ევენტები
სიახლეები Interlude და Chronicle 4 სერვერებზე 24-აპრ-2008

მაისიდან Interlude და Chronicle 4 სერვერებზე ცვლილებებია!

Interlude სერვერზე იცვლება რეიტები

Chronicle 4 სერვერზე პაჩის ნაცვლად შემოღებული ინება კლიენტის ფაილების ავტომატური განახლების სისტემა.

Interlude სერვერი

მაისიდან Interlude სერვერის რეიტები ხდება 10.

ცნობისათვის, Lineage-ში რეიტები არეგულირებს თამაშის სირთულეს. რაც უფრო მაღალია სერვერის რეიტი იმდენად ადვილი ხდება პერსონჟის განვითარება, საჭურველის მოპოვება, ქვესტების შესრულება და სავაჭრო ვალუტის დაგროვება.

  • სერვერი რეიტებით 1, 2 ან 3 ითვლება Hard - ძნელად, ასეთ სერვერებზე მოთამაშეები გაცილებით მეტ დროს ხარჯავენ პერსონაჟის განვითარებაზე, მაგრამ თამაშის ყველა შესრულებული მისია და მოპოვებული ნივთი იძენს მნიშვნელობას. მოთამაშე თანდათან ხდება ვირტუალური სამყაროს ნაწილი რადგან ყოველი ნივთი მისთვის ისეთივე ფასს იძენს როგორც რეალობაში.


  • სერვერი რეიტებით უკვე 7, 10 ან 12 ითვლება Normal. უმეტესი სერვერები სწორედ ამ რეიტებით იძენს პოპულარობას. ასეთი სახის სერვერებზე დამწყებებისთვისაც და დიდი ხნის მოთამაშეებისთვისაც დამაინტრიგებელია რადგან თამაშის პროცესი იმდენად ცოცხლად ვითარდება რომ მოდუნების საშუალების შანსი არ გეძლევათ.

  • სერვერები რეიტით 50, 100 ან 1000 ითვლება Easy - ადვილად სათამაშო. ასეთი სახის სერვერებს ეძახიანხ მეორენაირად PvP სერვერებსაც, რადგან იქ განვითარებაზე დრო არ იხარჯება და ძირითადად ორთაბძოლები მიმდინარეობს. ასეთი სერვერებზე სტატისტიკით მოთამაშეები დიდხანს არ ჩერდებიან - იოლად მოპოვებულს იოლად ტოვებენ.

  • რაც შეეხება ჩვენ სერვერს, კატეგორია მოთამაშეებისა რომლებსაც რთული თამაში იზიდავს საგრძნობლად მცირეა, ამიტომაც ვცდილობთ Interlude სერვერი გავხადოთ მომხიბვლელი უმრავლესობისათვის, მაგრამ დავიცვათ ის პრინციპები რაც თამაშს გაცილებით დახვეწილს, გაწონასწორებულს და ბევრად საინტერესოს შექმნის.

    Chronicle 4 სერვერი

    მაისიდან Chronicle 4 სერვერის პაჩის მაგივრად გვექნება ავტომატური განახლების პროგრამა, იგივე ავტო-აფდეიტერი.

    პროგრამის მეშვეობით თქვენ შეიტყობთ და განახორციელებთ მოსალოდნელ ცვლილებებს რომელიც დაგეგმილია Chronicle 4 სერვერზე ზაფხულის განმავლობაში.
    ავტო-აფდეიტერის გადმოწერა და ხმარება ყველასთვის სავალდებულოა ვინც ჩვენ სერვერზე თამაშობს. განახლებები შეეხება სისტემურ ფაილებს რომლის გადმოწერის გარეშეც თამაშში შესვლა შეუძლებელი იქნება.

    Ventrilo04-აპრ-2008



    პროგრამის შესახებ

    Ventrilo არის პროგრამა რომლის მეშვეობითაც მიკროფონის და ყურსასმენის საშუალებით შეგიძლიათ ონლაინში ისაუბროთ ერთმანეთთან.
    ციხის გარემოცვისას, კლანური ორთაბრძოლებისას, ჯგუფური ქვესტების შესრულებისას და სხვა ისეთ მომენტებში როდესაც ძირითადად კონცენტრირება ხდება სათამაშო პროცესზე და დრო არ რჩება ჩატის ფანჯარაში წერა-კითხვისათვის გამოგვადგება Ventrilo.

    ალიანსის და კლანის ლიდერებმა შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ Ventrilo-ს სალაპარაკო არხი. ამისათვის უნდა მოგვწეროთ წერილი ფოსტაზე support@predator.ge არხის სახელი, ჩამოწეროთ არხის წევრებს (charname) და მიუთითოთ არხის მორდერატორი (channel admin), რომელსაც მიეცემა უფლება გააძევოს ან დაბლოკოს არხის წევრები.

    გაითვალისწინეთ, რომ ახლო მომავალში არხში სალაპარაკოდ შესაძლოა მოგიწიოთ ყოველთვიური საწევროს შეტანა.


    ინსტალაცია

  • გადმოიწერეთ საინსტალაციო ჩვენი სერვერიდან Ventrilo 2.3.2

  • დააინსტალირეთ და გაუშვით Ventrilo.

  • გამოსულ ფანჯარაში "User Name"-ის გასწვრივ ვაწვებით ღილაკს (->)

  • ვირჩევთ "New" და შეგვყავს ჩვენი ნიკი. ვაწვებით ОК და კიდევ ერთხელ ОК.

  • ძირითად ფანჯარაში "Server"-ის გასწვრივ ვაწვებით ღილაკს (->) და ისევ ვირჩევთ "New"




  • სერვერის სახელის შეგიძლიათ ჩაწეროთ Predator.ge ან რაც გაგიხარდებათ.

  • ველში "Hostname or IP" მიუთითეთ ჩვენი სერვერის IP მისამართი: ***.***.***.***

  • ველში "Password" ჩაწერეთ შესაბამისი არხის პაროლი: ********.


  • დაკავშირება

  • ვაწვებით ღილაკს "Connect" რის შემდეგადაც უნდა შეუერთდეთ სერვერს.




  • იმისათვის რომ შევძლოთ ლაპარაკი საჭიროა დავაკკონფიგურიროთ პროგრამა.
  • ვაწვებით "Setup" ღილაკს და გამოსულ ფანჯარაში შემდეგ მოქმედებეს ვასრულებთ:

  • მოვნიშნოთ ოფცია "Use Push-to-Talk Hotkey"

  • ველში "Hotkey" ავირჩიოთ სალაპარაკო კლავიში, მაგალითად F11, რომლის დაჭერის დროსაც ვილაპარაკებთ. დარწმუნდით რომ ველში წსწორედ ის კლავიში მიეთითა რომელიც ავირჩიეთ.

  • შევამოწმოთ რომ "Output devise", "Intput devise" და "Mixer" მითითებული იყოს ხმის კარტა, ველში "Line" კი - მიკროფონი.

  • ვაწვებით OK




  • ამის შემდეგ ვაწვებით სალაპარაკო კლავიშს და ჩვენი ხმა ისმის!


    კონფიგურურება

    - თუ მოხსნით მონიშვნას "Play Key Clicks" მაშინ სალაპარაკო კლავიშზე დაჭერისას ვეღარ გაიგონებთ სფეციფიკურ ნერვების მომშლელ ჩხაკუნს.
    - მენიუში "setup" არის 2 სენსორი "Inbound" და "Outbound" რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ვარეგულიროთ შემომავალი და გამავალი ხმის სიძლიერე.
    - მენიუში "setup" ჩანარში "Global" მოვხსნათ მონიშვნა პუნქტზე "Check for new version" ეს გათიშავს ავტომატურ განახლებას პროგრამის ყოველი გაშვებისას

    მოხმარების წესები

    1. აკრძალულია მეტსახელად უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება;
    2. აკრძალულია საერთო ჩატში არანორმატიული ლექსიკის ხმარება და სხვა მოთამაშეების ან მესამე პირების შეურაწყოფა;
    3. აკრძალულია მუქარა, მოსაუბრეების შეცდომაში შეყვანა და ადმინისტრაციის სახელის მანიპულირება;
    4. აკრძალულია ჭორების, ტყუილების გავრცელება სერვერის, ადმინისტრაციის ან მოთამაშეების შესახებ;
    4. აკრძალულია ყვირილი, ხმაური და გამაღიზიანებელი ხმოვანი ბგერების განზრახ გამოცემა;
    6. ასევე აუცილებელია სალაპარაკო ღილაკის გამოყენება;
    5. რეკომენდირებულია ყურსასმენის გამოყენება რადგან მიკროფონის მიერ მიღებული გარე ხმაური მიიღება დინამიკებდანაც და იქმნება ხმის გაორმაგების ეფექტი;
    6. გამოიჩინეთ პატივისცემა საუბრისას. დაელოდეთ სანამ მოსაუბრე დაასრულებს ფრაზას და არ შეუშალოთ ხელი ერთმანეთს;
    7. აკრძალულია მუსიკის გაშვება გარდა სპეციალურად ნებადართული არხისა Music;
    8. წესების არცოდნა არ ანთავისუფლებს მომხმარებელს საჯელისაგან;

    განხილვა ფორუმზე


    კონკურსი ფოტოგრაფიული-მახსოვრობა.27-მარ-2008

    ჩვენ სერვერზე დაიწყო კონკურსი "ფოტოგრაფიული-მახსოვრობა".
    აღიდგინეთ მეხსიერებაში Lineage II სამყაროს ყოველი ადგილი რომ შეასრულოთ დავალება და მიიღოთ მმმაგარი პრიზი!
    ღმერთების ნაბოლარა შვილმა - ევამ, რომელიც ცნობილი იყო თავისი ლექსებითა და სიმღერებით, ადენისა და ელმორის სამყაროს პეიზაჟების და საიდუმლოებით მოცული ადგილების ფოტოკოლაჟის ჩვენება გადაწყვიტა, რათა დაემტკიცებინა გაბოროტებული მამისთვის -გრენ კაინისთვის, სამყაროს სილამაზე და მისი გული მოელბო.

    რადგანაც იგი ამ ყველაფერს მარტო ვერ მოახერხებდა გადაწყვიტა სამყაროს მკვიდრნი დაეხმარა, რათა გაეორმაგებინა თავისი ალიბი მამასთან. მან სამყაროს მკვიდრთ სთხოვა იგივე სურათების მიტანა მასთან რასაც იგი იხილავდა, ხოლო ყველაზე სხარტებს და მოხერხებულებს საჩუქრებს დაპირდა.


    შინაარსი

    GM გამოაქვეყნებს გარკვეული ლოკაციის ფონზე გადაღებულ სურათს. უნდა იპოვოთ აღნიშნული ლოკაცია და გადაიღოთ თქვენი სურათი. ევენტში გამარჯვებული იქნება ის მოთამაშე, რომელიც პირველი დადებს ზუსტად იგივე ფონზე თავისი ჩარით გადაღებულ სურათს, ოფციებიდან გახსნილი რუქით.


    პირობები

    ევენტი საერთოა ორივე Chronicle 4 და Interlude სერვერებისათვის;
    სურთები დახარისხდება სირთულის დონით და პრიზებიც შესაბამისი იქნება ორივე სერვერისათვის;
    სურათები უნდა გამოაგზავნოთ აუცილებლად JPG ფორმატში;
    სურათებზე რომელზეც ნაჩვენები არ იქნება თამაშის ოფციებიდან გახსნილი რუქა - არ მიიღება;
    ასევე არ მიიღება ყალბი და ფოტოშოპში დამონტაჟებული სურათები.

    I ეტაპი

    II ეტაპი

    III ეტაპი

    კონკურსის სამივე ეტაპი დამთავრებულია.

    მოგებულმა მოთამაშეებმა უნდა გამოგზავნონ დარეგისტრირებული მისამართებიდან წერილი ფოსტაზე support@predator.ge მოგებული თანხის შესაბამისი დონატორობის მოთხოვნით და სერვერის მინიშნებით.

    გისურვებთ წარმატებებს!

    ახალი ერა (სერვერი 1)20-მარ-2008

    ჩვენ სერვერზე დაიწყო ევენტი "ახალი ერა". აგროვებთ ასოებს რომლითაც ადგენთ სიტყვებს:
  • NCSOFT
  • CHRONICLE
  • LINEAGE II
  • შეგროვებული სიტყვები მიგაქვთ ევენტ მენეჯერთან და გეძლევათ შანსი მოიგოთ შესანიშნავი პრიზები!

    ევენტის პერიოდში მონსტრებიდან ცვივა ასოები: A, C, E, F, G, H, I, L, N, O, R, S, T, II. შეადგინეთ ქვემოთ მოყვანილი სიტყვები, მიიტანეთ სპეციალურ ევენტ მენეჯერთან, რომელიც ყველა ქალაქში დგას და მიიღეთ პრიზები:

    პრიზები:




    • Ring of Ant Queen (1)
    • Ring of Core (1)
    • Scroll: Enchant Weapon: A Grade (1)
    • Scroll: Enchant Weapon: B Grade (2)
    • Blessed Scroll of Resurrection (3)
    • Blessed Scroll of Escape (3)
    • Random L2 Day Buff Scrolls (3 ერთი ტიპის)



    • Ring of Ant Queen (1)
    • Ring of Core (1)
    • Scroll: Enchant Weapon: B Grade (2)
    • Scroll: Enchant Weapon: C Grade (3)
    • Blessed Scroll of Resurrection (2)
    • Blessed Scroll of Escape (2)
    • Random L2 Day Buff Scrolls (2 ერთი ტიპის გარდა Wind Walk-ისა)



    • Ring of Ant Queen (1)
    • Ring of Core (1)
    • Scroll: Enchant Weapon: C Grade (3)
    • Scroll: Enchant Weapon: D Grade (4)
    • Blessed Scroll of Resurrection (1)
    • Blessed Scroll of Escape (1)
    • Random L2 Day Buff Scrolls (1 გარდა Wind Walk და Haste)

    გაითვალისწინეთ, რომ ყოველი შედგენილი სიტყვის მიტანისას მიიღებთ ჩამოთვლილი პრიზებიდან ერთ-ერთს. მაგალითად შანსი რომ შეგხვდებათ Ring of Ant Queen-ი დაბალია, მაგრამ გამორიცხული არაა.

    Interlude-ს სერვერი იხსნება 10 მარტს!14-მარ-2008

    Loading...

    დაასრულა ტესტირების ეტაპი

    • 10 მარტს Interlude სერვერი შედის სამუშო ფაზაში!
    • გასუფთავდება ტესტირების პერიოდში შექმნილი ჩარები, საგნები და ინფორმაცია მათ შესახებ.
    • ბაზაში არ იშლება დარეგისტრირებული ექაუნტები და პაროლები.
    • სერვერის რეიტები დგინდება - 3 x გამოცდილება, 3 x ადენა, 3 x დროპი და სპოილი.
    • დანარჩენი პარამეტრები ყველა სტანდარტულია.
    დონატორობის გადატანა

    • გაითვალისწინეთ, რომ ყოველი ახალი სერვერის გახსნით ადმისისტრაცია არანაირად არაა ვალდებული კონკრეტულ სერვერებზე გაწეული დახმარება გადაიტანოს ან განავრცოს სხვა სერვერებზეც;
    • C4 სერვერი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობს. სამომავლოდ C4 სერვერი თავისი ჩარებიანად გადავა Interlude-ზე და არჩევანის დროს იქნება როგორც მაღალრეიტიანი ისე დაბალრეიტიანი სერვერები!
    • რაც შეეხება დონატორობის გადატანას, ამჯერად, ეს არის ადმინისტრაციის კეთილი ნება მადლობის ნიშნად პატივი სცეს მათ ვინც სერვერს დაეხმარა;
    • დონატორობის გადატანა დაიწყება 1 აპრილიდან და დამთავრდება 30 აპრილს. მანამდე ან შემდგომში გაკეთებული მოთხოვნები იგნორირებული იქნება;
    • დონატორობის გადატანის შესახებ ინსტრუქცია გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში;

    ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა მოთამაშეს ვინც აქტიურად მუშაობდა ტესტირების დროს სერვერის შეცდომების გამოსავლენად და დროულად გვაწვდიდა კორექტულ ინფორმაციას.

    საისამოვნო გართობას გისურვებთ ყველას!

    გულების ევენტი05-მარ-2008

    დოქტორ ქაოსის მიერ გამოგზავნილი კატა ადენისა და ელმორში მზადაა ეთამაშოს ყველა მსურველს ვინც შეაგროვებს დაფანტული გულის ნაწილებს და უხვად დააჯილდოვოს გამარჯვებული

    ევენტის პერიოდში მონსტრებიდან ცვივა 9 განსხვავებული გულის ნაწილი, რომლებიც უნდა შეაგროვოთ და მიიტანოთ ევენტ-მენეჯერ კატასთან. კატა შემოგთავაზებთ "თამაშს" და დაგაჯილდოვებთ საჩუქრებით.

    თამაში ქვა-მაკრატელი-ქაღალდი

    თუ არ გითამაშიათ ეს თამაში - წესები საკმაოდ მარტივია: თქვენ და კატა ირჩევთ შემთხვევით ერთ სიმბოლოს "ქვას", "მაკრატელს" ან "ქაღალდს", ანახებთ ერთმანეთს არჩევანს და ვისი სიმბოლოც ძლიერია - მოგებულიც ისაა: "მაკრატელი ჭრის ქაღალდს", "ქაღალდში იმალება ქვა", "ქვა აფუჭებს მაკრატელს".

    შეგიძლიათ ითამაშოთ რამოდენიმე რაუნდი. რაც უფრო მეტ რაუნდს მოიგებთ მით უფრო ძვირფასი იქნება ჯილდოც, მაგრამ თუ ერთი რაუნდი მაინც წააგეთ - დარჩებით ჯილდოს გარეშე. თამაშის შეწყვეტა და პრიზის აღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ან შეგიძლიათ რაუნდი ახლიდან დაიწყოთ

    პრიზები
    1 რაუნდი 10 სხვადასხვა Greater Potions
    2 რაუნდი 1 Blessed Scroll of Escape
    3 რაუნდი 1 Blessed Scroll of Resurrection
    4 რაუნდი 2 Scroll: Enchant Weapon (Grade C)
    5 რაუნდი 4 Scroll: Enchant Armor (Grade B)
    6 რაუნდი 1 Scroll: Enchant Weapon (Grade B)
    7 რაუნდი 3 Scroll: Enchant Armor (Grade A)
    8 რაუნდი 1 Scroll: Enchant Weapon (Grade A)

    ბონუსი

    დამატებითი პრიზები

    ხელცარიელი არავინ არ დარჩება. ყველა მოთამაშე მიიღებს პრიზს.

    ლაინეიჯის შემდგომი ვერსიების სერვერი - Interlude22-იან-2008

    Predator.ge-ზე იხსნება Lineage2-ის ახალი ვერსიის სერვერი - Interlude.
    ახალი ტერიტორიები, ციხე-სიმაგრეები, საჭურველი, მონსტრები, შეცვლილი კლანური სისტემა, დუელები და რაც მთავარია ახალი ევენტები მიმზიდველს და ბევრად საინტერესოს ხდის თამაშს!
    სატესტო სერვერი - Public Test Server (PTS)

    პირველ ეტაპზე მოხდება სერვერის სატესტო რეჟიმში გაშვება. ყველა მსურველს ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა ტესტირებაში გადმოწერეთ თამაში და დარეგისტრირდით

    ტესტირება გაგრძელდება მაქსიმუმ ერთი თვე. ამ დროს გაისინჯება სერვერის დაცვა, მდგრადობა, აღინუსხება ყველა უზუსტობა და შეძლებისდაგვარად გამოსწორდება ის ნაკლოვანებები რაზეც მოთამაშეები მიუთითებენ, ასევე დადგინდება საბოლოო რეიტები და დონატორობის სია.
    ტესტირების დასრულებისას მოხდება ბაზის განულება და სერვერის ძირითად რეჟიმში გაშვება.

    წინასწარ დაიჭირეთ თადარიგი და გადმოწერეთ საინსტალაციო.

    ინსტალაცია

    ინსტალაცია შედგება ორი ეტაპისაგან. პირველი ეტაპი არის Interlude-ს სრული, ოფიციალური ვერსიის გადმოწერა და ინსტალაცია. მერე ეტაპზე უნდა გადმოწეროთ ავტო-აპდეიტერი და მოათავსოთ დაინსტალირებული თამაშის დირექტორიაში. აფდეიტერის გაშვებისას მოხდება Interlude-ს განახლება საბოლოო ვერსიამდე. ავტო-აფდეიტერი იხმარება პაჩის ნაცვლად. მისი ფუნქციაა კლინტს მიაწოდოს ბოლო ვერსიის ცვლიებები და თამაშის დაზიანების შემთხვევაში გარკვეულწილად აღუდგინოს მოთამაშეს წაშლილი ან დაზიანებული ფაილები. ასევე მისი საშუალების შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ რა სამუშაოები და ცვლილებები მიმდინარეობს სერვერზე.

    თამაშის ინსტალაციისათვის გადადით ბმულზე Interlude-ს საინსტალაციო

    რეგისტრაცია

    რეგისტრაცია მოხდება არსებული სარეგისტრაციო სისტემის მსგავსად. გთხოვთ, ექაუნტის რეგისტრაციისას კორექტულად შეავსოთ ფორმა. არ შექმნათ ერთმანეთის მსგავსი ან მარტივად მისახვედრი სახელით და პაროლით ექაუნტი. არ შეიყვანოთ არარსებული ან სხვისი ელექტრონული ფოსტის მისამართი. სერვერის ადმინისტრაცია განიხილავს წერილებს მხოლოდ რეგისტრირებული ფოსტის ექაუნტებიდან.

    რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე რეგისტრაცია Interlude-ზე

    სათამაშო გარემო

    მე-4 ქრონიკების სერვერისაგან განსხვავებით ინტერლუდი ბევრად რთული და შედარებით ჯგუფური სათამაშო იქნება. არ დაიშვებიან ბოტები (L2Walker, IGWalker, L2Helper და ა.შ.), არ იქნება გაზრდილი აქტიური სკილების დრო, უნარების სწავლისას დაგჭირდებათ წიგნები და ამულეტები, ყოველი პერსონაჟი შეიძენს თავის როლს რადგან დამხმარე ჩარების გარეშე განვითარება საკმაოდ რთული იქნება.
    დიდი ყურადღება მიექცევა შიდა ეკონომიკის განვითარებას და ინფლაციისაგან თავის არიდებას.
    გამკაცრებული იქნება წესების დამრღვევთა მიმართ ზომები.

    დონატორობა

    ინტერლუდის სერვერზე ძირითადში იმუშავებს შიდა დონატორობა: ქალაქებში დაიდგმევა სპეციალური მაღაზიები სადაც დონატორულ ვალუტაზე გაიყიდება საჭურველი. ვალუტა მოგეცემათ დონატორობისდა შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში კომენტარი საჭირო აღარ იქნება და დონატორი თვითონ აირჩევს სასურველ ნივთს.
    დონატორობის ნუსხა გაიზრდება მოთამაშეების განვითარებისდა მიხედვით, რაც გამორიცხავს შესაძლებლობას პირველივე დღეს ზომიერზე მეტად განვითარებული ჩარი დაგიპირისპირდეთ.
    საწყისს ეტაპზე დონატორობის სიაში არ შევა ლეველის აწევა, სკილების სწავლა და პროფესიის მინიჭება, ასევე საჭურველის დაენჩანტება.

    1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
     
    999 
    999 





    cstrike
    wow


    ვაი, ქონავ, ვაი უქონლობავ!

     
       
      Predator.ge 2008 - 2024 წელი  
     
     
     

    ქართული English Russian