language

Loading...



Loading...
 
ახალი ამბები
სიახლეები Hellbound სერვერზე30-აპრ-2009

Hellbound სერვერზე ახალი ფუნქციონალის სრულად და კორექტულად მუშაობისათვის განაახლეთ სათამაშო კლიენტი:
ავტო-აფდეიტერი ვერსია 1.4.0
გთხოვთ გადმოწეროთ და დააყენოთ ახალი პაჩი, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშში ვერ შეხვალთ.

ავტო-აფდეიტერის მოდულში ინტეგრირებულია სავაჭრო ბოტი რომელიც ავტომატურად დადგება თუ არ აირჩევთ ხელოვნურ ინსტალაციის მეთოდს და არ გამორთავთ მას.


Demonic Sword Zariche და Blood Sword Akamanah - დაწყევლილი და სისხლიანი ხმალი

  • დემონის იარაღი შესაძლებელია დავარდეს ნებისმიერი მონსტრისაგან. სამყაროში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი დაწყევლილია და ერთი სისხლიანი ხმალი.


  • როდესაც ვარდება დემონის იარღი ვირტუალური სამყარო იღებება სისხლისფრად, მიწა იძვრის და სისტემური შეტყობინება აცნობებს მოთამაშეებს მის გაჩენას.


  • პერსონაჟი რომელიც იღებს დემონის ხმალს ტრანსფორმირდება ბნელ რაინდად "dark warrior". ტანსფორმაციის ტიპაჟი განსხვავებულია იმისდა მიხედვით რომელი ხმალის პატრონია მოთამაშე





  • ბმელ რაინდად ტრანსფორმირებული პერსონაჟის HP, SP და MP მთლიანად ივსება, ხოლო კარმა იზრდება მაქსიმუმამდე.

  • ბნელ რაინდად ტრანსფორირებული პერსონაჟი შეიარაღდება ავტომატურად ამ ხმლით. შეუძლებელია მისი მოხსნა, დაგდება, გაცვლა ან განადგურება პერსონაჟის ინვენტარიდან.


  • ბნელ რაინდად ტრანსფორირებული პერსონაჟი იძენს ორ აქტიურ უნარს Void Flow და Void Burst, დადებული ბუფები რჩება, ხოლო ტრიგერები იხსნება.


  • ბნელ რაინდად ტრანსფორირებული პერსონაჟის სიკვდილისას არსებობს თანაბარი ალბათობა რომ იარაღი ძირს დავარდეს ან გაქრეს სამყაროდან.


  • დაწყევლილი და სისხლიანი ხმალის სიცოცხლის დრო სამყაროში შეზღუდულია. მიუხედავად იმისა პერსონაჟი იმყოფება თუ არა თამაშში ხმალი გაქრება გარკვეული დროის გასვლისას.


  • დაწყევლილი და სისხლიანი ხმალის სიცოცხლის დრო ისაზღვრება ბოლო მკვლელობიდან 24 საათით, მაგრამ არა უმეტეს ~3-6 დღისა მისი გაჩენიდან სამყაროში.


  • დაწყევლილი და სისხლიანი ხმალის მფლობელის ადგილსამყოფელის ნახვა შესაძლებელია რუქაზე არსებული ფუნქციონალის საშუალებით



  • ხატულა მინიშნება
    სისხლიანი ხმლის მფლობელის ადგილსამყოფელი.
    დაწყევლილი ხმლის მფლობელის ადგილსამყოფელი.
    ორივე დემონური ხმალის ადგილსამყოფელი.


  • ბნელ რაინდად ტრანსფორირებული პერსონაჟის მიერ ჩადენილი ყოველი 5 მკვლელობებისას დემონის იარაღი იმატებს დონეს. მაქსიმალური დონეა 10.


  • როდესაც მოთამაშე რომელიც აკონტროლებს დაწყევლილ ხმალს იღებს სისხლიან ხმალს - ახლად აღებული სისხლიანი ხმალი ქრება სამყაროდან, ხოლო დაყევლილი ხმლის დონე იზრდება. იგივეა საწინააღმდეგო შემთხვევაშიც.


  • როდესაც მოთამაშე რომელიც აკონტროლებს დაწყევლილ ხმალს თავს ესხმის მოთამაშეს რომელსაც უჭირავს სისხლიანი ხმალი ორივე მოთამაშეს საბრძოლო ძალა CP დადის 0-ზე.


  • დემონის ხმლის სიცოცხლის დროის შესახებ მფლობელი მიიღებს სისტემურ შეტყობინებას.






  • სხვა განახლებები

    - გასწორებულია: Scroll of Enchant / Blessed Scroll of Enchant ტრეიდისას და ამავდროულად იარაღზე დადებისას მოქმედი შეცდომა/ბაგი რომელიც იძლევა საშუალებას დაშალო ინვენტარში სკროლების რაოდენობა და გადაანაწილო სხვადასხვა სლოტზე.

    - გასწორებულია: ბინადარის დაღუპვისას შეუძლებელი ხდება მისი გაცოცხლება, საყვირის გადაცემისას და ბინადარის სხვა ჩარზე გაცოცხლებისას ჩნდება მკვდარი ბინადარის დუბლიკატი რომელიც არ გემორჩილება.

    - გასწორებულია: PvP სისტემის შეფერადების ალგორითმი. უნარის გამოყენებისას ჯერ ხდება შეფერადება ხოლო შემდგომში უკვე უნარის ამუშავება.

    - გასწორებულია: Cancel უნარის ალგორითმი, თანმიმდევრობა თუ რა კატეგორიით მოიხსნას ბუფები.

    - გასწორებულია: reflect damage ანუ ზიანის არეკვლის უნარი - შეუძლებელია აირეკლო დარჩენილ HP-ზე მეტი ზიანი.

    - გასწორებულია: Hero, nobles, Clan სკილების გადატენვა თამაშის რესტარტისას.

    - გასწორებულია: Clan Reputation Points მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ იმ პერსონაჟებზე რომელთა სიკვდილისას ხდება %-ის მოხსნა, ე.ი. 10+ ლეველის ჩარებზე.

    - გასწორებულია: ტრანსფორმაციაში გადასვლისას არ იხსნება ბუფები და დებუფები გარდა ტრიგერებისა.

    - გასწორებულია: მე-4 დონის კლანს არა აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა გარემოცვაში. გარემოცვაში მონაწილეობენ მხოლოდ 5+ ლეველის კლანები.

    - გასწორებულია: უნარი Seal of Ruler, Build Headquarters უფლების მინიჭება მოხდება მხოლოდ მე-5 დონის კლანის მფლობელი ლიდერების მიერ.

    - გასწორებულია: Formal Wear ტანსაცმლის და ზედა 2 სლოტში მდებარე (თმაზე გასაკეთებელი) აქსესუარების ჩაცმის დროს მოხდება ALLDRESS.

    - გასწორებულია: Dances & Songs უნარების ბუფებისათვის სართო სლოტების რაოდენობა

    - გასწორებულია: counterattack უნარის მოქმედება

    - გასწორებულია: სკილების ძირითადი ნაწილი მოყვანილია ოფიციალური პარამეტრების შესაბამისად.

    სასიამოვნო გართობას გისურვებთ!

    ევენტი Chronicle 4 სერვერზე: განკიცხვის დღეები13-აპრ-2009

    Chronicle 4 სერვერზე სადღესასწაულო დღეების პერიოდში ვიწყებთ ევენტს: განკიცხვის დღეები.

    ევენტის პერიოდში თავისუფლად შეგიძლიათ გაუცვალოთ ან აჩუქოთ მეგობარს ან სულაც უცხოს ნივთები. გალესოთ საჭურველი, იარაღები, სკილები. შეერკინოთ ყველას ვისაც გაგიხარდებათ და იმოქმედოთ მთელი ფანტაზიით რის საშუალებასაც აქამდე სახელის თუ ნივთების მოფრთხილების მიზნით ვერ აკეთებდით.

    შინაარსი

    ოთხშაბათს, 15 აპრილს, საღამოს საათებში მოხდება Chronicle 4 სერვერების გათიშვა. სერვერებს სტანდარტულად ჩაუტარდებათ პროფილაქტიკური სამუშაოები და როგორც ყოველთვის მოხდება მონაცემთა ბაზის დაარქივება იმ მდგომარეობით როდესაც სერვერი გამოირთო.

    სერვერი ჩაირთვება ღამის 12:00 საათის მერე, ანუ ხუთშაბათს. დაწყებული ამ პერიოდიდან ვიდრემდე არ დადგება 18 აპრილის შაბათი საღამო სერვერზე მომხდარი ცვლილებები არ შეინახება. სხვანაირად რომ ვთქვათ ამ სამი დღის განმავლობაში გეძლევათ სრული თავისუფლება აკეთოთ ყველაფერი და არ გქონდეთ იმის შიში რომ რამეს დაკარგავთ.

    შაბათს, 18 აპრილს, საღამოს საათებში მოხდება Chronicle 4 სერვერების ასევე დაგეგმილი რესტარტი. მონაცემთა ბაზა დაბრუნდება 15 აპრილის საღამოს მდგომარეობას. ისე რომ აღდგომა დღეს აღდგება ყველაფერი რაც ამ სამი დღის განმავლობაში "გააფუჭეთ" :)

    დიდსულოვნების დღე

    დიდი ხუთშაბათი: "თუ მოგეცემათ შემთხვევა გარეთ გასვლისა და დიდ შარაგზაზე ხეტიალისა, აივსეთ ჯიბეები სხვადასხვაგვარი, თითო სუდ ღირებული სათამაშოებით... ხოლო როდესაც სადმე, დუქანთან და ხეივნებში შემოგვხდებიან ღატაკთა ბავშვები, დაურიგეთ მათ ეს სათამაშოები."

    თუ სიყვარულით ანუგეშებ ღატაკს და სიკეთეს უკეთებ მას, თუნდაც მცირეოდენს, უმნიშვნელოს, თავად მიხდები რომ შენი გადარჩენის იარაღი არა არკანა +15-ია არამედ უანგაროდ ჩადენილი სიკეთე.

    შერკინების და ორთაბრძოლის დღე

    წითელი პარასკევი: ვღებავთ ჩარებს სისხლით! მთლიანი დღეა სახელის გასაწითლებლად. ყველა მოთამაშემ უნდა იზრუნოს თავიანთი სახელი შეღებოს სისხლისფრად. ბოტკინიანებს GM გააწითლებს!:)

    მხიარულების დღე

    დიდი შაბათი: სცადეთ ის რასაც აქამდე ვერ ბედავდით. დაადეთ ეგ გადანახული "ბლესედ ენჩანტი" იარაღს: - ჭახ! არაფერია, ხვალ ხომ აღდგომაა! გალესეთ ყველაფერი რაც ილესება.

    წესები

    ევენტის დასაწყისსში Chronicle 4 სერვერზე ახალი ექაუნტების რეგისტრაცია იქნება შეჩერებული.

    ევენტის პერიოდში სერვერის წესების დაცვისაგან არავინ არ თავისუფლდება. დარმრღვევები ევენტისდა მიუხედავად დაისჯებიან.

    შეეცადეთ ნაკლებათ დატვირთოთ სერვერი "ბოტებით", მიეცით საშუალება ყველა მსურველს შემოვიდეს თამაშში.


    ნუ გაავლებთ პარალელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ვნების დღეებსა და ევენტის დღეებს შორის. ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ სადღესასწაულო განწყობა შეგიქმნათ ვირტუალურ სამყაროში.

    სასიამოვნო გართობას გისურვებთ!

    ევენტი: მეფეთა მეფე (თებერვალი)24-მარ-2009

    Chronicle 4 და Hellbound სერვერებზე ტარდება ევენტი "მეფეთა მეფე".

    ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს შეეჯიბრებიან ციხის მფლობელი კლანის ლიდერები. გამარჯვებული მიიღებს სახელის "მწვანე" შეფერილობას!
    ადენისა და ელმორის ქვეყნების აყვავების შემდგომ, მოსახლეობაში დაისადგურა სიმშვიდემ, მაგრამ ეს სიმშვიდე დიდხანს ვერ გაგრძელდა და ნელ-ნელა გადაინაცვლა ძალაუფლების და ციხესიმაგრეებისთვის ბრძოლაში. უამრავი მკვიდრის სისხლი შეიწირა გაუთავებელმა ბრძოლებმა, რომლის მიზეზიც იყო, მეფეების სურვილი, რომ თავისი სიდიადე და სიძლიერე დაენახებინათ ყველასთვის.

    ხალხს აღარ სურდა უაზრო სისხლის ღვრის გაგრძელება და ამიტომ, დიადი მეფეებისთვის მოიფიქრეს გასართობი ორთაბრძოლები სახელწოდებით "King Of Kings", რომლის მეშვეობითაც შეძლებდნენ თავიანთი პირადი ძალების დემონსტრირებას და ანახებდნენ ყველას, რომ ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ "მეფეთა მეფის" ტიტულს.

    შინაარსი

    ევენტში მონაწილეობას იღებენ იმ კლანის ლიდერები რომლებიც გასული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყვნენ ციხე-სიმაგრის მფლობელები.

    პირველი ტური:

    პირველ ტურში ერთი და იგივე ციხის მეპატრონეები შეერკნებიან ერთმანეთს (თუ თვის განმავლობაში ციხეს გამოეცვალა მეპატრონე), გამარჯვებული გადავა მეორე ტურში. თუ ლიდერი ფლობს ციხეს მთელი თვის მანძილზე ის იწყებს პირდაპირ მეორე ტურიდან.

    მეორე ტური:

    ამ ტურში უკვე ყველა კლანის ლიდერი ერთმანეთს შეერკინება და გამოვლინდება ოთხი საუკეთესო დაგროვილი ქულების მეშვეობით. მსგავსი ქულების შემთხვევაში, ურთიერთ თამაშში გამარჯვებული გადადის მესამე ტურში.

    მესამე ტური:

    გამარჯვებულ ოთხეულში პირველი ადგილი შეხვდება მეოთხე ადგილს, მეორე კი მესამეს.
    საბოლოოდ ჩატარდება ფინალი და გამოვლინდება თვის გამარჯვებული "მეფეთა მეფე".

    წესები

  • აკრძალულია HERO Buff, HERO Weapon, L2Day სკროლები, HP და CP პოტიონები.


  • ყველა მონაწილეს ბრძოლის დაწყების წინ დაურიგდებათ გარკვეული რაოდენობის სპეციალური მიქსტურები.


  • მონაწილე ევენტზე უნდა მოვიდეს მხოლოდ საბრძოლო იარაღებით, აბჯრით და ბიჟუტერიით. სხვა ყველა დამატებითი ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში მიეცემა გაფრთხილება. ევენტის დაწყების შემდეგ თუ მონაწილე შეიმჩნევა იგივე ქმედებაში, მიიღებს დისკვალიფიკაციას.


  • მატჩის დაწყების წინ ლიდერებს მიეცემათ ბუფის დადების საშუალება 2 დამხმარე პერსონაჟის თანხლებით. ორთაბრძოლის დაწყების შემდეგ დამხმარე ჩარების მიერ სკილების ნებისმიერი სახით გამოყენება იკრძალება.


  • შეხვედრების ცხრილი:

    Gludio
    Dion
    Giran
    Oren
    Aden
    Innadril
    Goddard
    Rune
    Schtutt
    Wins
    1 2 3 4 5 6 22 29 -
    1 7 8 9 10 11 23 30 -
    2 7 12 13 14 15 24 31 -
    3 8 12 16 17 18 25 32 -
    4 9 13 16 19 20 26 33 -
    5 10 14 17 19 21 27 34 -
    6 11 15 18 20 21 28 35 -
    22 23 24 25 26 27 28 36 -
    29 30 31 32 33 34 35 36 -

    რეგისტრაცია:

    ყველა კლანის ლიდერი, რომელსაც თებერვლის თვეში თავის მფლობელობაში მოაქცია ციხე-ქალაქი ავტომატურად ხდება ამ თვის ევენტის მონაწილე (იხ.მონაწილეების სია).

    დასარეგისტრირებლად ციხის მეპატრონეებმა თავიანთი პერსონაჟის ელ.ფოსტიდან უნდა გაუგზავნოს წერილი ევენტ მენეჯერს lomgmiri@predator.ge. წერილში მიუთითეთ:

  • კლანის დასახელება;
  • კლანის ლიდერის სახელი;
  • კლანის ლიდერის პროფესია რომლითაც ევენტზე გამოდის;
  • კლანის 2 წევრის სახელი და პროფესია, რომელთან ერთადაც გამოვა ივენტის განმავლობაში. ლიდერს შეეძლება დაიდოს მხოლოდ საკუთარი და ამ 2 მოთამაშისგან მიღებული ბუფები. (ეს მოთამაშეები შეასრულებენ მხოლოდ ბუფერის ფუნქციას. სხვა ყველანაირი ჩარევა გამოიწვევს მოთამაშის დისკვალიფიკაციას);


  • ევენტის შესახებ კითხვები და მოსაზრებები შეგიძლიათ გამოთქვათ ჩვენი ფორუმის განყოფილებაში "ევენტები", თემაში: ევენტი: "მეფეთა მეფე"

    ჩატარების დრო:

  • Chronicle 4 სერვერი: 27 მარტი 20:00 საათი
  • Hellbound სერვერი: 29 მარტი 20:00 საათი


  • შევეცდებით ევენტს მიეცეს პერიოდული სახე და ჩავატაროთ ყოველ თვე.

    ჯილდო:

    "მეფეთა მეფის" ტიტულის მომპოვებელს მიეცემა სერვერზე სახელის "მწვანე" შეფერილობა.

    ტიტული და ჯილდო იქნება გარდამავალი. ასე რომ მოგიწევთ საკმაო ძალისხმევა მის შესანარჩუნებლად შემდეგ თვეში.

    საისამოვნო გართობას გისურვებთ ყველას!

    Norton AntiVirus 2009 Gaming Edition05-მარ-2009

    კომპანია Symantec-მა გამოუშვა სპეციალური ანტივირუსის ვერსია ვერსია Norton AntiVirus 2009 Gaming Edition რომელიც ადაპტირებულია კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის, ასევე მათთვის ვინც ძირითად დროს ინტერნეტში მეგობრებთან ჩატაობაში, ფორუმებზე და ონლაინ თამაშებში ატარებს.

    ანტივირუსი უზრუნველყოფს საიმედო დაცვას ვირუსებისაგან, შპიონური პროგრამებისაგან, ქსელური "მატლებისაგან", ტროიანებისაგან, კეი-ლოგერებისაგან, ბოტებისაგან და ინფიცირებული საიტებისაგან.

    ასევე ანტივირუსის აღნიშნული რედაქცია აღჭურვილია სპეციალური მოდულებით რომლებიც იცავს გეიმერის კომპიუტერს თანამედროვე ონლაინ თამაშებში გავრცელებული სპეციფიკური სახეობის შეტევებისაგან და მავნე პროგრამული კოდებისაგან.

    აღსანიშნავია ის რომ Norton AntiVirus 2009 Gaming Edition მოითხოვს შედარებით ნაკლებ სისტემურ რესურსებს და მოიხმარს 80%-ით ნაკლებ მეხსიერებას ვიდრე სხვა ანტივირუსები (3 წამით აყოვნებს სისტემის ჩატვირთვას, ჭირდება 6მბ ოპერატიული მეხსიერება და 50მბ ადგილი დისკზე), მუშაობს ავტონომიურ რეჟიომში, თავისით აკეთებს განახლებას, სისტემის სკანირებას და ფონურ რეჟიმში ახორციელებს მავნე კოდების გაუნებელვყოფას.

    სპეციალური რეჟიმი Gamers Mode, იძლევა საშუალებას შუა თამაშის დროსაც დაბლოკოს ვირუსები ისე რომ არ ამოაგდოს შეტყობინება და არშეგიშალოთ ხელი თამაში, ასევე უზრუნველყოს ქსელის მაქსიმალური გამტარიანობა და არ გადატვირთოს ამ დროს ინტერნეტის არხი ბაზის განახლებებით.

    Norton AntiVirus 2009 Gaming Edition
    (არქივში დევს ფაილი Install notes, ასევე 30 დღიანი საცდელი ვერსიის მოსახსნელი პროგრამაც)

    გირჩევთ ყველას დაცული გქონდეთ კომპიუტერები!

    სავაჭრო ბოტი Hellbound სერვერისათვის23-თებ-2009

    პროგრამის შესახებ:

    Hellbound სერვერის სავაჭრო ბოტი პატარა პროგრამაა რომელიც ახდენს პერსონაჟის ემულაციას თამაშში. ბოტი უკონექტდება Lineage II hellbound სერვერს, გარჩევინებთ პერსონაჟს და გაძლევთ საშვალებას იჩატაოთ ან ივაჭროთ ონლაინში.

    ეს სავაჭრო ბოტი არ შეიძლება შევადაროთ ზოგადად სხვა ბოტ-პროგრამებს, რადგანაც იგი ფუნქციონალურად საკმაოდ შეზღუდული და უწყინარია. მას არ მოყვება არანაირი კონფიგურაციის ფაილები, არ ებმება სკრიპტები, არ ააქვს საშუალება ავტომატურად წეროს ჩატში და შეუშალოს სხვებს ხელი, პირიქით, ვფიქრობთ მისი შემოღებით ხელს შევუწყობთ სერვერზე ვაჭრობის განვითარებას და ონლაინის მატებას.

    რა შეუძლია ბოტს:

  • ჩატის ყველა სტანდარტული ფუნქცია.
  • ჩატი კონკრეტულ პერსონაჟთან ცალკე ფანჯარაში
  • საგნების ყიდვა/გაყიდვა (Private Store)
  • საგნების გაცვლა/გამორთმევა/გადაცემა (exchange)
  • საგნების აღება/ჩადება მესაწყობესთან (warehouse)
  • დიალოგი NPC-ებთან.
  • ქალაქებში გადასვლის ფუნქცია.
  • ქალაქებში მოძრაობა რუქაზე ჩვენებით (real map)
  • კლანის წევრების ჩვენება (online/offline)
  • რა არ შეუძლია:

  • საგნების ყიდვა/გაყიდვა მაღაზიებში (sell/bay)
  • სკილების ხმარება.
  • კრაფტი (არანაირი სახის).
  • ნივთების აკრება და დაყრა.
  • შეტევა/თავდაცვა.
  • დაყენება:

    გადმოწერეთ ფაილი Traderbot.rar (სულ 2,5 მბ), გახენით სასურველ დირექტორიაში და გაუშვით PTB.exe ფაილი.


    გახსოვდეთ:

  • Hellbound სერვერზე აკრძალულია პროგრამების გამოყენება, რომლებიც მოთამაშის თამაშში არსებობის ემულაციას ახდენენ (l2helper, L2PacketHack, L2xBot, L2Hlapex, IGWalker და სხვა);


  • აკრძალულია სერვერის ბაგების და Cheat-პროგრამების გამოყენება სხვა მოთამაშეებზე უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით;


  • იკრძალება სატამაშო კლიენტში ცვლილებების შეტანა, მოდიფიცირება ან სხვა სერვერების პაჩის გადაკეთება ჩვენი სერვერისათვის. ასევე იკრძალება გამშვებზე პაკეტ-ინჯეკტორების მიბმა;


  • სერვერზე შესვლისას შეამოწმეთ რომ არ გქონდეთ გაშვებული l2walker-ი და Patcher-ი თუნდაც Chronicle4 სერვერზე. Hellbound-ზე დაიბლოკება ყველა ექაუნტი ავტომატურად რომლის კომპიუტერზეც აღმოჩენილი იქნება მეხსიერებაში ეს პროგრამები ;



  • სავაჭრო ბოტი დაწერილია უშუალოდ ჩვენი სერვერისათვის, იგი ინტეგრირებულია დაცვის მოდულში და სრულიად კონტროლირებადია ჩვენს მიერ. საჭიროებისამებრ შესაძლებელია მისი უმტკივნეულოდ გათიშვა ან/და ფასიან სისტემაზე გადაყვანა.

    Game Guard18-თებ-2009

     

    Hellbound-ის სერვერზე განახლდა დაცვის სისტემა.
    გთხოვთ, გაუკეთოთ თამაშს ავტო-აპდეიტერით სრული განახლება Full Check, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშში შესვლა შეუძლებელი იქნება. სისტემა ბლოკავს ახალ IG და OOG ბოტებს და ავტომატურად ადებს ბანს ვინც შეეცდება მათ გამოყენებას.

    რამოდენიმე დღეში დაცვის განახლება მოხდება Chronicle 4 სერვერზეც.
    ყურადღებით ადევნეთ თვალი სიახლეებს!

    გულების ევენტი11-თებ-2009

    დოქტორ ქაოსის მიერ გამოგზავნილი კატა ადენისა და ელმორში მზადაა ეთამაშოს ყველა მსურველს ვინც შეაგროვებს დაფანტული გულის ნაწილებს და უხვად დააჯილდოვოს გამარჯვებული

    შინაარსი

    ევენტის პერიოდში მონსტრებიდან ცვივა 9 განსხვავებული გულის ნაწილი, რომლებისგანაც უნდა ააწყოთ გული და მიიტანოთ ევენტ-მენეჯერთან. კატა შემოგთავაზებთ "თამაშს" და დაგაჯილდოვებთ საჩუქრებით.

    თამაში ქვა-მაკრატელი-ქაღალდი

    თუ არ გითამაშიათ ეს თამაში - წესები საკმაოდ მარტივია: თქვენ და კატა ირჩევთ შემთხვევით ერთ სიმბოლოს "ქვას", "მაკრატელს" ან "ქაღალდს", ანახებთ ერთმანეთს არჩევანს და ვისი სიმბოლოც ძლიერია - მოგებულიც ისაა: "მაკრატელი ჭრის ქაღალდს", "ქაღალდში იმალება ქვა", "ქვა აფუჭებს მაკრატელს".

    შეგიძლიათ ითამაშოთ რამოდენიმე რაუნდი. რაც უფრო მეტ რაუნდს მოიგებთ მით უფრო ძვირფასი იქნება ჯილდოც, მაგრამ თუ ერთი რაუნდი მაინც წააგეთ - დარჩებით ჯილდოს გარეშე. თამაშის შეწყვეტა და პრიზის აღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ან შეგიძლიათ რაუნდი ახლიდან დაიწყოთ

    პრიზები

    ქვემოთ ნაჩვენებია თუ რა პრიზებს მიიღებთ ყოველ რაუნდში გასვლისას:

    1 რაუნდი 10 სხვადასხვა Greater Potions
    2 რაუნდი 1 Blessed Scroll of Escape
    3 რაუნდი 1 Blessed Scroll of Resurrection
    4 რაუნდი 2 Scroll: Enchant Weapon (Grade C)
    5 რაუნდი 4 Scroll: Enchant Armor (Grade B)
    6 რაუნდი 1 Scroll: Enchant Weapon (Grade B)
    7 რაუნდი 3 Scroll: Enchant Armor (Grade A)
    8 რაუნდი 1 Scroll: Enchant Weapon (Grade A)

    ბონუსი

    დამატებითი პრიზები

    ხელცარიელი არავინ არ დარჩება. ყველა მოთამაშე მიიღებს პრიზს!

    L2Walker-ის ინსტალაცია10-თებ-2009


    l2walker არის პროგრამა დაწერილი სპეციალურად Lineage2 თამაშისათვის რომელიც მოთამაშის თამაშში არსებობის ემულაციას ახდენს. პრინციპში იგი ალტერნატიული კლიენტია გრაფიკული ინტერფეისის გარეშე რომლითაც შესაძლებელია იმოქმედო თამაშში ადამიანის ჩაურევლად, ავტომატურად. l2walker ფუნქციონალურად არაფრით არ ჩამოუვარდება ოფიციალურ კლიენტს, პირიქით - ის რაც შეუძლებელია ჩვეულებრივი კლიენტით ხშირ შემთხვევაში რეალიზირებადია l2walker-ის საშუალებით:
    - ავტომატური გაშვება პერსონაჟის მონსტრებთან საბძოლველად ლეველის ასაწევად და გამოცდილების მისაღებად "კაჩაობა"
    - ავტომატური მიხმარება "მიბმა" პერსონაჟებზე, სიცოცხლის შევსება და "ბუფის დადება",
    - პერიოდულად ფრაზის გამოცხადება ყიდვა-გაყიდვა-გაცვლის შესახებ
    და სხვა.

    ყოველივე ამის მიუხედავად l2walker პროგრმის ხმარება აკრძალულია ოფიციალურ სერვერებზე რადგან გარდა იმისა რომ პერსონაჟის განვითარებისას მოთამაშე კარგავს Lineage2-ის მთელ ხიბლს რაზეც დაუღალავად მუშაობდნენ პროგრამისტები და გრაფიკოსები - l2walker-ის დახმარებით პერსონაჟი ხდება იგივე Non Player Character (NPC), რობოტი, რომელთან თამაშს და შეჭიდებას აზრი არ აქ.

    ჩვენთან მხოლოდ Hard სერვერზე დაშვებულია L2Walker 10.9.8 ვერსიის გამოყენება (ძველი 10.9.7 ვერსია უსარგებლოა) ისეთი სახით როგორიც დევს სერვერზე. დამატებითი სკრიპტების, პაკეტ-ინჯეკტორების მიბმა და სხვა ვერსის ბოტის გამოყენება - იკრძალება.

    Easy და Expert სერვერებზე ყველანაირი პროგრამის ხმარება გარდა კლიენტისა - აკრძალულია!

    გადმოწერეთ ფაილი: L2Walker 10.9.8B (სულ 102 მბ) და გახენით სასურველ დირექტორიაში.

    მონახეთ hosts ფაილი l2walker-ის პაპკაში და გადაწერეთ C:\Windows\system32\drivers\etc დირექტორიაში. მოთხოვნისას მიეცით გადააწეროს არსებულს თავზე.



    გაუშვით GO.exe ფაილი რომელიც ავტომატურად გახსნის L2Walker-ის ფანჯარას. ზედა მენიუში შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი პერსონჟის ექაუნტის სახელი და პაროლი და დააჭიროთ Login ღილაკს.



    გახსოვდეთ სერვერის წესები:


  • იკრძალება სერვერზე დადებული პაჩშში ცვლილებების შეტანა, მოდიფიცირება ან სხვა სერვერების პაჩის გადაკეთება ჩვენი სერვერისათვის. ასევე იკრძალება მასზე პაკეტ-ინჯეკტორების და დამხმარე პროგრამების მიბმა.

  • ვინც გარკვეული არაა რას წარმოადგენს ბოტი ვურჩევთ - ითამაშეთ კლიენტით.

  • ნუ შეეცდებით ფორუმებზე თუ საიტებზე ნანახი პროგრმაბის სერვერზე გატესტვას, რადგან თითქმის ყველა ცნობილი სკრიპტი სერვერზე დაკეტილია, ამით მხოლოდ პრეცენდენტს შექმნით იყოთ დაბანული.

  • სერვერზე აღმოჩენილი ბაგები, რაც საშუალებას გაძლევთ სხვა მოთამაშეებზე უპირატესობა მოიპოვოთ ადრე თუ გვიან მაინც გამოაშკარავდება, ამიტომ ჯობია დროულად გააკეთოთ GM-თან რეპორტი იმ ბაგების რომელიც თქვენ უშუალოდ აღმოაჩინეთ.



  • გაფრთხილება:

    დაიბანება ყველა IP მისამართი რომლიდანაც იქნება მცდელობა მოახდინონ პაკეტების მანიპულაცია, იჰაკერონ ან იჩიტერონ.
    სერვერის დაცვა ჰაკერებისაგან მნიშვნელოვანია ვიდრე დაბანული IP მისამართის უკან დარჩენილი სხვა უდანაშაულო მოთამაშეები რომლებიც ვეღარ შეძლებენ შემოსვლას.
    მიიღეთ ზომები რომ თქვენი ამხანაგების, მეზობლების თუ ინტერნეტ-კაფედან მოთამაშეშეების ქმედება არ გახდეს თქვენი თავის გასამართელებელი მიზეზი.

    Easy და Expert სერვერებზე შესვლისას შეამოწმეთ არ გქონდეთ გაშვებული l2walker თუნდაც Hard სერვერზე რადგან ავტომატურად დაიბლოკება ყველა ის ექაუნტი რომლის კომპიუტერზეც აღმოჩენილი იქნება მეხსიერებაში ეს პროგრამა.



    საინფორმაციო ბაზა Hellbound-ისათვის05-თებ-2009

    Lineage II Hellbound-ის ბაზა, იარაღი, აბჯარი, მონსტრები, ქვესტები, სკილები... მოკლედ საკმარისი ინფორმაციიაა თამაში გასათვითცნობიერებლად: l2_my_informer_2.1


    შენიშვნა: პროგრამაში მოყვანილი მონაცემები, მათ შორის "დროპის შანსები" შეიძლება არ შეესაბამებოდეს ჩვენი ან სხვა სერვერების სკრიპტებს იმის გამო რომ სერვერებზე მუდმივად მიმდინარეობს განახლებები, პროგრამა კი შექმნილია ზოგად-საინფორმაციო ბაზებიდან და არ წარმოადგენს ოფიციალურ წყაროს


    Lineage II შეცდომების ბიბლიოთეკა 05-თებ-2009

    პროგრამა შესაძლოა დაგეხმაროთ ვისაც პრობლემები გაქვთ კლიენტის დაინსტალირებასთან ან გაშვებასთან ან დრაივერებთან. მონახეთ შესაბამისი შეცდომის აღწერილობა და გაითვალისწინეთ რეკომედაციები: La_error.rar




    1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
     
    999 
    999 





    cstrike
    wow


    კაცი გამოვა კაცობრივ, წვერი არ გაახარებსო, თხასაც ასხია ბალანი, მაზმანი დააფასებსო.

     
       
      Predator.ge 2008 - 2024 წელი  
     
     
     

    ქართული English Russian