language

Loading...



Loading...
 
პროგრამები და უტილიტები
პროგრამა ჯუჯებისათვის Crafter 2.105-თებ-2009

ვისაც ჯუჯები გყავთ და დაკავებული ხართ ნივთების აწყობით, გამოგადგებათ ეს პროგრამა. პროგრამაში მარტივად შეგიძლიათ დაითვალოთ საჭირო ნივთისათვის დასაკრაფტი რესურსების რაოდენობა: Crafter_v2.1.rar




WinAmp მუსიკალური საკრავის სკინი.05-თებ-2009

ლაინეიჯ II თემაზე დამზადებული WinAmp-ს სკინი, ვინც ხმარობთ ამ მუსიკალურ საკრავს შეგიძლიათ გაალამაზოთ მისი ვიზუალური სახე: LineAge_Winamp_Skin.rar




კლანის ლოგოების კატალოგი05-თებ-2009

ლაინეიჯ II მე-4 ქრონიკების კლანის ლოგოების სურათების ბაზა. სურთები არის გამზადებული BMP ფორმატში, ზომით 16x12 პიქსელი და 256 ფერი: clanlogos.rar



იმისათვის რომ დააყენოთ კლანის ლოგო (ხატულა), გადადით ლინკზე: როგორ დავაყენოთ კლანის ლოგო


საინფორმაციო პროგრამა L2Informer05-თებ-2009

ლაინეიჯ II მე-4 ქრონიკების ბაზა, იარაღი, აბჯარი, მონსტრები, ქვესტები, სკილები და ყველაფერი. პროგრამა ინგლისურ ენაზეა: l2informer.exe




სიახლეები Chronicle 4 სერვერზე 01-თებ-2009

Chronicle 4 სერვერზე გთავაზობთ სიახლეებს:

  • ახალი პაჩი და განახლებული დაცვის სისტემა
  • სპეციალური ვალუტა - F.Adena
  • F.Adena-ს ანგარიშის შევსების სისტემა
  • განახლებული დონატორობა
  • ვალუტის გამყარება - თამაშის ახალი წესები
  • სპეციალური მოსასხამები - Cloaks
  • სერვერის გამოცვლის პრინციპი


  • შევეცდებით ქვემოთ გავშიფროთ თვითოეული მათგანი და
    ეტაპობრივად შეუდგეთ მათ განხორციელებას.

    იმედი გვაქვს ეს სიახლეები ცოტათი მაინც დაგვეხმარება
    გაუფასურებული ნივთების ფასის დარეგულირებაში, ასევე
    გაჯერებული საჭურველის ცოტაოდენი დეფიციტის შექმნაში
    და თამაშისადმი მეტი ინტერესეის მიცემაში.

    სამი წელი ცოტა არ აირის 10+ რეიტის და დიდი
    ონლაინის მქონე სერვერისათვის. რა თქმა უნდა შეიძლებოდა
    სხვა ცვლილებების გაკეთებაც ანდაც საერთოდ მათ გარეშეც,
    მაგრამ ჩვენმა ჯგუფმა ასეთი გზა აირჩია.

    ახალი პაჩი და განახლებული დაცვის სისტემა

    Chronicle 4 სერვერზე მთლიანად გამოიცვალა დაცვის მოდული და ავტორიზაციის სისტემა:

    ავტო-აფდეიტერი ვერსია 3.01
    აუცილებელია გადმოწეროთ და დააყენოთ ახალი პაჩი, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშში ვერ შეხვალთ.

    აუტო-აფდეიტერის მოდული ინტეგრირებულია პაჩში და თავის თავად შეიცავს ჩვენ სერვერზე თამაშისათვის საჭირო ყველა ფაილს.


    Chronicle 4 დაცვის მოდულის განახლებასთან ერთად განახლდა l2walker პროგრამა

    eL2Walker 10.7.4
    აუცილებელია გადმოწეროთ და დააყენოთ ახალი ბოტ-პროგრამა. ძველი ვერსიით თამაშში ვერ შეხვალთ.

    შეგახსნებთ: Chronicle 4 სერვერზე დაშვებულია მხოლოდ ჩვენს მიერ საიტზე დადებული eL2Walker 10.7.4 ვერსიით თამაში. მასზე დამატებითი სკრიპტების და პაკეტ-ინჯეკტორების მიბმა იკრძალება.
    დაცვის მოდული იძლევა საშუალებას გააკონტროლოს და ავტომატურად დაბლოკოს ის ექაუნტი ვინც ამ წესებს არ გაითვალისწინებს.

    სპეციალური ვალუტა - F.Adena

    Chronicle 4 სერვერზე შემოდის ახალი ფულადი ერთეული ოქროს მონეტის სახით - F.Adena რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ იყიდოთ დონატორული ნივთები სპეციალურ მაღაზიაში. უფრო სწორედ რომ ვთქვათ F.Adena პირადი ანგარიშია, მისი არც გაცვლის, არც გადაგდების და არც წაშლის უფლება არ გეძლევათ, მხოლოდ შევსება და ხარჯვაა შესაძლებელი.

    F.Adena ანგარიშის შევსების ორი გზა არსებობს. ერთია დონატორობით, მეორე კი გარკვეული საგნების ჩაბარებით. მონსტრებში ამ მონეტის დროპი არ დევს და არც რაიმე საქვესტო დავალებით მოიპოვება.

    F.Adena-ს ანგარიშის შევსების სისტემა

    როგორც ავღნიშნეთ, F.Adena ანგარიშის შევსება გარკვეული საგნების ჩაბარებითაც შეგიძლიათ. ყველას, დონატორისა თუ არადონატორს შეუძლია სპეციალურ მაღაზიაში ჩააბაროს იარაღი, აბჯრის სეტები და ბიჟუტერია - შესაბამისად მიიღოს გარკვეული რაოდენობის F.Adena.

    მაღაზია იბარებს მხოლოდ იმ ნივთებს რომელსაც დღეისათვის Chronicle 4 სერვერზე გარკვეულ ფასეულობა გააჩნია და ღირებულია მოთამაშეებს შორის. ესენია ძირითადად A და S Grade იარაღები , A და S Grade აბჯრის სრული სეტები, S Grade ბიჟუტერიის სეტი და რაიდ ბოსების ბიჟუტერია.


    იმისათვის რომ ნახოთ თუ რა გასამრჯელოს მიიღებთ ამა თუ იმ ნივთის ან ნივთების ნაკრების (სეტის) ჩაბარებისას, აუცილებელია ინვენტარში იქონიოთ ეს საგნები. თუ ინვენტარში გიდევთ ერთზე მეტი ჩასაბარებელი საგანი სიაში დაინახავთ რამოდენიმე ოქროს მონეტას. თვითოეული მონეტის არჩევისას მარჯვენა მხარეს გაიშიფრება თუ რას ჩაიბარებს მაღაზია და რამდენი F.Adena გადმოგეცემათ.

    ნივთების ჩაბარების გარდა F.Adena ანგარიშის შევსება შესაძლებელი იქნება დონატორობითაც. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა ექნება შეავსებს ანგარიშს სერვერის დახმარების საფასურად.

    განახლებული დონატორობა

    F.Adena შემოღება შესაძლებლობას გვაძლევს დონატორობის ძირითადი ნაწილი სერვისებისა თამაში შევიტანოთ.

    ეს პრინციპი წელიწადია რაც მოქმედებდა Interlude სერვერზე, ამჟამად კი Hellbound სერვერზე მუშაობს, განსხვავებით იმისა რომ აქ F.Adena ანგარიშის შესავსების ერთადერთი საშუალება - დონატორობაა.

    მაღაზიაში ჩასაბარებელი და საყიდელი ნივთების ფასები ყოველდღიურად F.Adena-ის კურსის კონტროლს მოითხოვს რათა არ მოხდეს მისი გაუფასურება, ამიტომ გარკვეული პერიოდულობით მოხდება ნივთებზე ფასის ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში სერვერის ეკონომიკის მხარის აბმა შეუძლებელი იქნება.

    დონატორობაში დაგეგმილი ცვლილებები:

  • საიტიდან ამოღებული იქნება დონატორობის სერვისები რომელსაც მოქმედების გრაფაში უწერიათ "ყიდვა" და "გადაცვლა". ეს სერვისები ხელმისაწვდომი იქნება თამაშში


  • C და B გრეიდის ნივთების "ყიდვა" და "გადაცვლა" ამოღებული იქნება საერთოდ დონატორობიდან. აღნიშნული სერვისი წელიწადზე მეტია არავის არ გამოუყენებია და მასზე მოთხოვნა აღარ არის


  • სერვისი: "10'000'000 ადენა - 10 ეროვნულ ადენად"
    შეიცვლება: "1 F.Adena - 1 ეროვნული ადენად"


  • თამაშში დონატორობის სიას დაემატება ახალი, ექსკლუზიური ნივთები, რომლებიც გაიყიდება მხოლოდ F.Adena-ზე.


  • დონატორობაში დაემატება საამაშო ექაუნტის მიბმა IP მისამართზე რაც ბევრად დაცულს გახდის მას და აგარიდებთ ვირუსებით, ტროიანებით და კეილოგერებით გატეხვისაგან.


  • ვალუტის გამყარება და თამაშის ახალი წესები

    როგორც იცით სერვერზე Adena-ს რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს. მისი მოპოვება სერვერის რეიტებიდან გამომდინარე საგრძნობლად აღემატება ხარჯვას. Adena მხოლოდ მოთამაშეებს შორის ბრუნავს და ერთი მფლობელიდან მეორესთან გადადის ისე რომ მისი ყიდვის უნარიანობა სულ უფრო დაბლა ეცემა. სერვერის სამ წლიანი არსებობის მანძილზე ინფლაციამ უკვე იმ დონეს მიაღწია რომ Adena-ს მოპოვება განვითარებული მოთამაშეებისათვის, კლანებისთის და ციხის-მფლობელებისთვის უსარგებლო გახდა.

    F.Adena-ს შემოღებით Adena კიდევ უფრო გაუფასურდება, რადგან ჩაბარების შედეგად გამოწვეული ნივთების ნაკლებობა გამოიწვევს ამ საგნებზე ფასის გაზრდას.

    ვცდილობთ რა,შექმნილ სიტუაცია დავარეგულიროთ, ვაწესებთ და ვზრდით გარკვეულ გადასახადებს Adena-ის ხარჯვითი ნაწილის გასაზრდელად:

  • ოლიმპიადაზე კლასით ან კლასგარეშე მონაწილეობის მისაღებად დაწესდა გადასახადი ?? ადენა

  • მიზანი: შემცირდეს უაზროდ დიდი რაოდენობით ბოტების ჩაწერა, არასასურველ მოწინააღმდეგესთან შეხვედრისას ბრძოლოს გაუქმება და ქულების გადასხმა.

  • კლანის დარბაზის (Clan Holl) არენდა ყოველ კვირა დაწესდეს ?? ადენა

  • მიზანი: შეინარჩუნონ კლანის დარბაზები მხოლოდ მოქმედმა კლანებმა. შეუძლებელი იყოს დარბაზის შენახვა მიტოვებული ან ერთი კაცის ბოტების მიერ შექმნილი კლანებისათვის.

  • მეორე და მესამე პროფესის აღება იქნება ფასიანი?? ან ქვესტით შესასრულებელი



  • აღნიშნული წესები ძალაში შევა ?? მარტიდან. მანამდე შეეცადეთ გააფრთხილოთ ერთმანეთი და კლანის ლიდერები რომ მზად იყვნენ მოსალოდნელი ცვლილებებისათვის.

    სპეციალური მოსასხამები - Cloaks

    მოსასხამები წარმოადგენს სეტის დამატებას და ჯდება ინვენტარის ზედა მარჯვენა "სლოტში". ისინი ვიზუალურად არ ჩანან, მაგრამ პერსონაჟის აბჯრის სეტს საგრძნობლად აძიერებენ.

    მოსასხამები რამოდენიმე ნაირია, ყოველი მათგანი მოქმედებს იმ აბჯართან რომლის სახელიც მას ქვია. შესაბამისი აბჯარის სეტის გარეშე მოსასხამი ბონუსებს არ იძლევა.

    მოსასხამები არ ვარდება მონსტრებისაგან და არ გეძლევათ რაიმე დავალების შესრულების საფასურად, მათი მოპოვება მხოლოდ სპეციალური ვალუტითაა შესაძლებელი.

    ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ სათითაოდ ყველა მოსასხამის ბონუსები სეტთან ეკიპირებისას:

    მოსასხამი

    დონე
    ბონუსი
    Majesitc Cloak
    Resistance to bleed attacks (30%)
    Resistance to stun (20%)
    255 Additional Hit Points (hp)
    Healing Effect (10%)
    Increases Critical Damage (4%)
    Dark Crystal
    Resistance to bleed attacks (30%)
    Magical Defence (7%)
    Increases Accuracy by 2
    Increases Critical Damage (7%)
    Increases Hit Points by 200 (hp)
    Nightmare Cloak
    Resistance to poison (40%)
    Resistance to root (30%)
    Increases Accuracy by 2
    Increases Critical Damage (7%)
    Increases Attack speed (4%)
    Increases Magic Attack Speed (2%)
    Tallum Cloak
    Resistance to poison (30%)
    Resistance to root (30%)
    Increases Accuracy by 2
    Increases Critical Damage (7%)
    Increases Hit Points by 250 (hp)
    Increases Magical Attack (4%)
    Arcana Cloak
    Increases Magic Attack Speed (4%)
    Resistance to Sleep (80%)
    Increases Max MP by 445
    Increases Magical Attack (8%)
    Increases Magical Critical rate (50%)
    Skill reuse delay reduced (10%)
    Reflect Damage (5%)
    Draconic Cloak
    Resistance to poison (80%)
    Resistance to root (60%)
    Increases Accuracy by 4
    Increases Critical Damage (15%)
    Increases Attack Speed (4%)
    Imperial Cloak
    Resistance to Fire type attacks (15%)
    Resistance to Sleep (80%)
    Hit Points increased by 445
    Physical Attack increased (4%)
    Accuracy increased by 4
    Skill reuse delay reduced (1%)
    Increases Magical Defence (10%)

    სერვერის გამოცვლის პრინციპი

    Chronicle 4 და Hellbound სერვერები განსხვავებულ პრინციპზეა აგებული, თუმცა ორივეზე იმდენად დიდი დრო, სახსრები და ენერგიაა დახარჯული რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს მოთამაშე რომელს აირჩევს სათამაშოდ.

    ხშირად ვისმენთ განცხადებებს ფორუმზეც და თამაშშიც "ვცვლი ნივთებს (ან ჩარს) ერთი სერვერიდან მეორეზე". შეიძლება ერთი შეხედვით ეს არც თუ ისე ძნელია, როდესაც შენთითონ ადებ ნივთებს ფასს. არც ის იქნებოდა სწორი რომ იჯდეს ადმინი და შეაფასოს - "რა ღირს შენი +8-იანი არკანა"...
    უნდა მოინახოს რაღაც ერთიანი პრინციპი, რომლითაც შეფასდება ერთ სერვერზე მოთამაშის მიერ მოპოვებული სიკეთე და უდანაკარგოდ გადავა მეორე სერვერზე.

    ერთიანი ვალუტის შემოღება ორივე სერვერზე უკვე გარკვეულწილად გვაახლოებს სერვერის არჩევის და გამოცვლის პრინციპთან. იმედი გვაქვს ცოტა ხანში მოთამაშეს მიეცემა საშუალება ჩააბაროს ნივთები F.Adena-ზე და დაგროვილი ვალუტა გადაიტანოს ერთი სერვერიდან მეორე სერვერზე.



    ჯერ-ჯერობით ეს სისტემა მხოლოდ გეგმაშია და მოითხოვს F.Adena-ს მაქსიმალურ კონტროლს , მისი ამოღების და ხარჯვის სტატისტიკას და შესაძლოა დამატებითი ცვლილებების განხორციელებასაც.

    გთხოვთ, ამ ეტაპზე ნუ მოიწერებით პერსონაჟების გადატანაზე. ვეცდებით პერიოდულად განვიხილოთ თქვენთან ერთად ამ პრინციპის დადებითი და უარყოფითი მხარეები და რაც შეიძლება მალე შემოგთავაზოთ იგი.
    ევენტი: მეფეთა მეფე (იანვარი)27-იან-2009

    Chronicle 4 და Hellbound სერვერებზე ტარდება ევენტი "მეფეთა მეფე".

    ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს შეეჯიბრებიან ციხის მფლობელი კლანის ლიდერები. გამარჯვებული მიიღებს სახელის "მწვანე" შეფერილობას!
    ადენისა და ელმორის ქვეყნების აყვავების შემდგომ, მოსახლეობაში დაისადგურა სიმშვიდემ, მაგრამ ეს სიმშვიდე დიდხანს ვერ გაგრძელდა და ნელ-ნელა გადაინაცვლა ძალაუფლების და ციხესიმაგრეებისთვის ბრძოლაში. უამრავი მკვიდრის სისხლი შეიწირა გაუთავებელმა ბრძოლებმა, რომლის მიზეზიც იყო, მეფეების სურვილი, რომ თავისი სიდიადე და სიძლიერე დაენახებინათ ყველასთვის.

    ხალხს აღარ სურდა უაზრო სისხლის ღვრის გაგრძელება და ამიტომ, დიადი მეფეებისთვის მოიფიქრეს გასართობი ორთაბრძოლები სახელწოდებით "King Of Kings", რომლის მეშვეობითაც შეძლებდნენ თავიანთი პირადი ძალების დემონსტრირებას და ანახებდნენ ყველას, რომ ისინი ნამდვილად იმსახურებდნენ "მეფეთა მეფის" ტიტულს.

    შინაარსი

    ევენტში მონაწილეობას იღებენ იმ კლანის ლიდერები რომლებიც გასული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყვნენ ციხე-სიმაგრის მფლობელები.

    პირველი ტური:

    პირველ ტურში ერთი და იგივე ციხის მეპატრონეები შეერკნებიან ერთმანეთს (თუ თვის განმავლობაში ციხეს გამოეცვალა მეპატრონე), გამარჯვებული გადავა მეორე ტურში. თუ ლიდერი ფლობს ციხეს მთელი თვის მანძილზე ის იწყებს პირდაპირ მეორე ტურიდან.

    მეორე ტური:

    ამ ტურში უკვე ყველა კლანის ლიდერი ერთმანეთს შეერკინება და გამოვლინდება ოთხი საუკეთესო დაგროვილი ქულების მეშვეობით. მსგავსი ქულების შემთხვევაში, ურთიერთ თამაშში გამარჯვებული გადადის მესამე ტურში.

    მესამე ტური:

    გამარჯვებულ ოთხეულში პირველი ადგილი შეხვდება მეოთხე ადგილს, მეორე კი მესამეს.
    საბოლოოდ ჩატარდება ფინალი და გამოვლინდება თვის გამარჯვებული "მეფეთა მეფე".

    წესები

    აკრძალულია HERO Buff, HERO Weapon, L2Day სკროლები, HP და CP პოტიონები.

    ყველა მონაწილეს ბრძოლის დაწყების წინ დაურიგდებათ გარკვეული რაოდენობის სპეციალური მიქსტურები.
    მონაწილე ევენტზე უნდა მოვიდეს მხოლოდ საბრძოლო იარაღებით, აბჯრით და ბიჟუტერიით. სხვა ყველა დამატებითი ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში მიეცემა გაფრთხილება. ევენტის დაწყების შემდეგ თუ მონაწილე შეიმჩნევა იგივე ქმედებაში, მიიღებს დისკვალიფიკაციას.

    შეხვედრების ცხრილი:

    Gludio
    Dion
    Giran
    Oren
    Aden
    Innadril
    Goddard
    Rune
    Schtutt
    Wins
    1 2 3 4 5 6 22 29 -
    1 7 8 9 10 11 23 30 -
    2 7 12 13 14 15 24 31 -
    3 8 12 16 17 18 25 32 -
    4 9 13 16 19 20 26 33 -
    5 10 14 17 19 21 27 34 -
    6 11 15 18 20 21 28 35 -
    22 23 24 25 26 27 28 36 -
    29 30 31 32 33 34 35 36 -

    რეგისტრაცია:

    ყველა კლანის ლიდერი, რომელიც შეძლებს თავის მფლობელობაში მოაქციოს ციხე-ქალაქი ავტომატურად ხდება იმ თვის ევენტის მონაწილე.

    დასარეგისტრირებლად ციხის მეპატრონეებმა თავიანთი პერსონაჟის ელ.ფოსტიდან უნდა გაუგზავნოს წერილი ევენტ მენეჯერს lomgmiri@predator.ge. წერილში მიუთითეთ:

  • კლანის დასახელება;
  • კლანის ლიდერის სახელი;
  • კლანის ლიდერის პროფესია რომლითაც ევენტზე გამოდის;
  • კლანის 2 წევრის სახელი და პროფესია, რომელთან ერთადაც გამოვა ივენტის განმავლობაში. ლიდერს შეეძლება დაიდოს მხოლოდ საკუთარი და ამ 2 მოთამაშისგან მიღებული ბუფები. (ეს მოთამაშეები შეასრულებენ მხოლოდ ბუფერის ფუნქციას. სხვა ყველანაირი ჩარევა გამოიწვევს მოთამაშის დისკვალიფიკაციას);


  • ევენტის შესახებ კითხვები და მოსაზრებები შეგიძლიათ გამოთქვათ ჩვენი ფორუმის განყოფილებაში "ევენტები", თემაში: ევენტი: "მეფეთა მეფე"

    ჩატარების დრო:

  • Chronicle 4 სერვერი: 13 თებერვალი 20:00 საათი
  • Hellbound სერვერი: 15 თებერვალი 20:00 საათი


  • შევეცდებით ევენტს მიეცეს პერიოდული სახე და ჩავატაროთ ყოველ თვე.

    ჯილდო:

    "მეფეთა მეფის" ტიტულის მომპოვებელს მიეცემა სერვერზე სახელის "მწვანე" შეფერილობა.

    ტიტული და ჯილდო იქნება გარდამავალი. ასე რომ მოგიწევთ საკმაო ძალისხმევა მის შესანარჩუნებლად შემდეგ თვეში.

    საისამოვნო გართობას გისურვებთ ყველას!

    გილოცავთ ახალ წელს!01-იან-2009

    გილოცავთ ახალ წელს!

    სიხარულის, სიყვარულის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ახალი 2009 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და სრულიად საქართველოსთვის.


    1. ყველაზე მეტი მოგებული ორთაბრძოლა Olympiada-ზე

    DONxN1KA - 2461 შეხვედრა, აქედან 2209 მოგება (Chronicle4)
    sviata - 275 შეხვედრა, აქედან 171 მოგება (Hellbound)
    პრიზი: Nephilim Lord

    2. ყველაზე მეტი ორთაბრძოლა PvP

    DONxN1KA - 11285 (Chronicle4)
    uBiCa - 1125 (Hellbound)
    პრიზი: Tateossian Hairband

    3. ყველაზე მეტჯერ აღებული Hero

    Badboy - 14 (Chronicle4)
    ButcheR, Cipa, kuku - 5 (Hellbound)
    პრიზი: Gold-line Mask

    4. ყველაზე სისხლიანი მკვვლელი PK

    skyman - 3728 (Chronicle4)
    Godly - 61 (Hellbound)
    პრიზი: Outlaw's Eyepatch

    5.სერვერის განვითარებაში უანგარო წვლილის შეტანისათვის

    PXOVELA - Lineage2 Interlude, Hellbound კლიენტის გაქართულება
    პრიზი: Purple Viking Circlet

    6.ფორუმის ყველაზე აქტიური წევრი

    NIKULINAA - 2817 პოსტის ავტორი
    პრიზი: მორდერობა ფორუმის განყოფილბის "თავისუფალი აზრი" (გავრისკავთ :))

    სხვა და სხვა

  • 999 დღიანი ბანდადებულების გარდა ყველა ბანდადებული ჩარი - განთავისუფლდება

  • Chronicle 4 სერვერზე კვლავ ჩართულია მოთამაშეების რეგისტრაცია
  • გილოცავთ!

    საახალწლო ევენტი27-დეკ-2008

    სერვერზე დაიწყოსაახალწლო ევენტი. შეაგროვე ნაძვის ტოტი, ქოთანი, საახალწლო ორნამენტები და დადგი შენი საკუთარი ნაძვის ხე!

    საახალწლო ნაძვის ხე

    ამ წელიწადს თოვლის ბაბუამ დააგზავნა თავისი მოხელეები ადენისა და ელმორის სოფლებში საახალწლო ზეიმის მოსაწყობად.

    თოვლის ბაბუები მოგეხმარებიან გააკეთოთ თქვენი საკუთარი ნაძვის ხე, ამისათვის უნდა შეაგროვოთ შესაბამისი ინგრედიენტები და გადაცვალოთ მენეჯერთან. პატარა ნაძვის ხისათვის საჭიროა:

    ნივთები

    რაოდენობა
    Fir Tree Branch 10 ცალი
    Flower Pot 1 ცალი
    Bead Ornament 4 ცალი
    Star Ornament 4 ცალი

    დიდი ნაძვის ხე

    თუ გინდათ დადგათ დიდი ნაძვის ხე მაშინ მოგიწევთ ცოტა მეტი შრომა. 10 ცალი საახალწლო ნაძვის ხის საფასურად მენეჯერისაგან მიიღებთ სპეციალურ დიდ ნაძვს რომელიც განუმეორებელი იქნება თავისი სილამაზით და სიდიდით. შეაგროვეთ 10-ჯერ მეტი საგნები რაც ჩვეულებრივი ნაძვის ხისთვისაა საჭირო და დადგით ქალაქის ცენტრში დიდი ნაძვის ხე!

    საახალწლო ქუდი

    საჩუქრები ამით არ მთავრდება. საახალწლო განწყობილების შესაქმნელად თოვლის ბაბუები დაგასაჩუქრეენ წითელი ქუდით თუ მას მიუტანთ 10 ცალ საახალწლო ნაძვის ხეს.

    საახალწლო მაგიური ბუფები

    და ბოლოს, ყველაფერი ამის გარდა მენეჯერები დაგაჯილდოებენ ყველას უფასო ბუფებით.

    გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

    მონსტრებთან შერკინება24-დეკ-2008

    Chronicle 4 სერვერზე ტარდება ევენტი "მონსტრებთან შერკინება".
    შეეჯიბრებიან კლანები რომელებიც ყველაზე ძლიერ პარტიას შეკრავენ!
    Dragon Valley, ერთ დროს ყველაზე მიმზიდველი მხარე, დღეს დღეობით კიდე ყველასგან მივიწყებული და დაწყევლილი. იყო დრო როდესაც დიადი მეფე ასულდგმულებდა უდაბნოს. Omega! - ყველაზე ძლიერი უკვდავ მეფეთა შორის, რომლის სახელის წარმოთქმაც კი შიშს გვრიდა ელმორის სამფლობელოს.

    იყო პერიოდი როდესაც მშვიდობა სუფევდა ელმორის ტერიტორიაზე. მაგრამ იმ დღის შემდეგ რაც ადამიანებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, მათ მოინდომეს უკვდავი Omega-ს დამარცხება. ადამიანებმა მის საწინააღდეგოდ გამოიგონეს მაგია, რომლის წყალობითაც დიადი მეფე თავისი უთვალავი არმიით მოათავსეს მისტიურ ციხეში. მაგრამ ეს ციხე მას მუდმივად ვერ შეაკავებდა. ეს იცოდა ადამიანების მოდგმამ და ყოველდღე, შიშით, ელოდა მის კვლავ გამოჩენას.

    იმ შიშით რომ Dragon Valley-ის უძლეველი მეფე კვლავ დაბრუნდებოდა, ადამიანებმა დადეს ზავი სხვა რასებთან, რათა ერთად შებრძოლებოდნენ მრისხანე Omega-ს! ბევრი წვრთნის და დაუღალავი შრომის შემდეგ მათ მოახერხეს და შექმნეს 9 კაციანი რაზმი, რომელსაც არავის და არაფრის არ ეშინოდათ.

    და აი, ადამიანების შიში გამართლდა! მეფემ თავი დააღწია მაგიურ ციხეს და თავისი სამფლობელოს დასაბრუნებლად საზარელი მონსტრების უთვალავი არმია გამოაგზავნა.

    ევენტის შინაარსი:

    კლანის 9 რჩეული რომელიც შეკრავს სრულ პარტიას (Party), Dragon Valley-ში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე შეერკინება მონსტრებს. პირველ ეტაპზე მონსტრები იქნებიან სუსტები, შემდეგ ეტაპზე შედარებით ძლიერნი და ა.შ. ეტაპების რაოდენობა შეზღუდული არ არის, შეზღუდულია მხოლოდ დრო რომელიც ამ ეტაპების გასასვლელად გეძლევათ – 20 წუთი.

    ევენტზე რეგისტრაცია:

    ევენტში რეგისტრაცია მიმდინარეობს ფორუმზე თემაში: მონსტრებთან შერკინება
    რეგისტრაციისას გასავლელად პარტიის ლიდერმა ამ თემაშივე უნდა დაწეროს:
    კლანის დასახელება, პარტიის ლიდერი და სათითაოდ 9 გუნდის წევრი პერსონაჟის სახელები.

    გაითვალისწინეთ:

    • ყველა პარტიის წევრი უნდა იყოს ერთი კლანიდან
    • აკრძალულია ერთი და იგივე პერსონაჟის რამოდენიმე პარტიაში შეყვანა (თუ გამოდის კლანიდან ორი პარტია, პერსონაჟს მხოლოდ რომელიმე ერთში შეეძლება მონაწილეობა)
    • არ შეიძლება სხვა კლანის წევრის: “დამატება”, “მიმატება”, “დახმარება” და ა.შ.
    • არ დაიშვება In Game და Out Game ბოტებით მონაწილეობის მიღება ევენტზე, გაკონტროლდება ევენტ-მენეჯერის მიერ
    • ევენტში მონაწილე პარტიას შეუძლია აირჩიოს პარტიაში შემავალი წევრები ნებისმიერი პროფესიით და ქვეკლასით
    • პარტიის წევრებს მოუწევთ მონსტრებთან შერკინება მხოლოდ თავისი “ბუფებით”
    • არ არის შეზღუდვა აბჯარზე, ბიჟუტერიაზე და იარაღზე
    • რეგისტრაცია ფორუმზე ნიშნავს რომ ჯგუფის ყველა წევრს სურს მონაწილეობა მიიღოს ევენტში და ეთანხმება წესებს
    განაცხადების გამოქვეყნების რიგის და მიხედვით ევენტ-მენეჯერი ფორუმზევე დანიშნავს თვითოეული პარტიისათვის ჩატარების დროს და შეკრების ადგილს, ასევე აცნობებს ლიდერს პერსონალური შეტყობინებითაც.

    პრიზები:

    მონაწილე პარტიებს გადაეცემათ საჩუქრები ეტაპების და მიხედვით. თვითოეულ ეტაპზე დაწესებულია სხვა და სხვა სახის პრიზები: Blessed Scroll Enchant Armor/Weapon, Secret Book Of Giants, Soul Crystal - Stage 12/13 და სხვა.

    რაც უფრო მეტ ეტაპს გადის გუნდი მით უფრო იმატებს საჩუქრის ღირებულება.

    საისამოვნო გართობას გისურვებთ ყველას!

    2008 წლის ტუნრნირის ფინალური ორთაბრძოლები20-დეკ-2008


    1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
     
    999 
    999 





    cstrike
    wow


    გაღმა გაედავე, გამოღმა შეგრჩებაო.

     
       
      Predator.ge 2008 - 2024 წელი  
     
     
     

    ქართული English Russian