language

Loading...



Loading...
 
ახალი ამბები
ფორტები - Easy და Hard სერვერი (8/9 აპრილი)05-აპრ-2011



ზოგადი ინფორმაცია

ფორტები არის კლანის მიერ დაპყრობილი გალავნით შემოღობილი ტერიტორია რომელიც მოიცავს კლანის დარბაზის (Clan Halls) ფუნქციებს. ადგილმდებარეობის მიხედვით ფორტები იყოფა ორ კატეგორიდ: სასაზღვრო და ტერიტორიალური ფორტები.

ყველა ციხესიმაგრის ტერიტორიაზე აუცილებლად არის ერთი ან ორი ფორტი. ფორტის მფლობელმა აუცილებლად უნდა აირჩიოს - ემორჩილება ის ციხესიმაგრეს თუ დამოუკიდებელია მისგან.

ფორტის ტიპი მცირე ფორტები დიდი ფორტები
სასაზღვრო Tanor Fortress Floran Fortress
Dragonspine Fortress Cloud Mountain Fortress
Aaru Fortress Antharas' Fortress
Demon Fortress Western Fortress
Monastic Fortress Hunter's Fortress
ტერიტორიული Shanty Fortress Valley Fortress
Hive Fortress
Ivory Fortress Southern Fortress
Narsell Fortress Borderland Fortress
White Sands Fortress Swamp Fortress
Archaic Fortress Bayou Fortress



ყველა ფორტს აქვს თავისი დროშა, რომელიც განსაღვრავს მის ტიპს:

ცისფერი დროშა, ტერიტორიალური ფორტი
ალისფერი დროშა, სასაზღვრო ფორტი

ფორტების ადგილმდებარეობა შეგიძლიათ შეიტყოთ რუქის მეშვეობით (Alt+M). ისინი გამოსახულია რუქაზე ფარის პიქტოგრამის სახით. ფარზე მაუსის მიტანისას იწერება ინფორმაცია ფორტის შესახებ: საბრძოლო მდგომარეობა და რომელ კლანს ეკუთვნის იგი. თუ მიმდინარეობს ფორტის გარემოცვა - ინფორმაციის ფანჯარაში დაიწერება თუ რამდენი ყაზარმა არის უკვე დაპყრობილი.



ფორტების თავისებურებები

ფორტის მფლობელობა იძლევა შემდეგ უპირატესობებს, რომლის გააქტიურება შესაძლებელია სერჟანტთან:

დასახელება მოქმედება პერიოდი ღირებულება
HP-ს აღდგენა 300%7 დღე 12,000 ადენა
400%7 დღე 20,000 ადენა
MP-ს აღდგენა 40%7 დღე 45,000 ადენა
50%7 დღე 65,000 ადენა
გამოცდილების აღდგენა 45%7 დღე 63,000 ადენა
50%7 დღე 70,000 ადენა
ტელეპორტაცია1 დონე7 დღე 1,000 ადენა
2 დონე7 დღე 10,000 ადენა
დამხმარე აურა და უნარები5 დონე7 დღე 49,000 ადენა
8 დონე7 დღე 120,000 ადენა

თილისმები, სამაჯურები და სხვა ნივთები, როგორიცაა პერანგები (Shirt), შესაძლებელია შეიძინოთ კაპიტანთან გარკვეული რაოდენობა Knight's Epaulette საფასურად. სპეციალური უნარები რაზმებისათვის იყიდება ამავე NPC-სთან. პოლიტიკური სტატუსის მიუხედავად ფორტის მფლობელი კლანი სტაბილურად იღებს Blood Oath ოფიცრისაგან ყოველ 6 საათში ერთხელ. თუ ფორტი გადავა ციხესიმაგრის მფარველობის ქვეშ, იგი მიიღებს დამატებით დაცვით ფუნქციებს, რომლის გააქტიურება შესაძლებელია მცველების კაპიტანთან.

ფორტის ფლობის წესები

როგორც კლანჰოლები, ფორტი ითვლება კლანის რეზიდენციად. კლანს რომელსაც ეკუთვნის ფორტი შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ციხესიმაგრის ან სხვა ფორტის გარემოცვაზე, გამარჯვების შემთხვევაში ფორტი რომელსაც კლანი გარემოცვამდე ფლობდა ავტომატურად გადავა NPC-ის ხელში მანამ სანამ სხვა კლანი არ დაიპყრობს მას.
კლანს შეუძლია მხოლოდ ერთი ციხესიმაგრის ან ფორტის მფლობელობა, ამასთან ერთად მას რჩება შესაძლებლობა შეიძინოს კლანჰოლი. კლანს რომელსაც აქვს ფორტი შეუძლია პოლიტიკური კავშირი დაამყაროს კლანთან რომელიც ფლობს ამ ტერიტორიის ციხესიმაგრეს. ფორტის დაპყრობა იძლევა საშუალებას მიიღოთ Blood Oath რომელიც გამოიყენება კლანის რეპუტაციის და დონის ასამაღლებლად. სანამ კლანის ფორტი არის გარემოცვის მდგომარეობაში, მფლობელ კლანს ერთმევა საშუალება მიიღოს მონაწილეობა სხვა ციხესიმაგრეების და ფორტების გარემოცვებზე. 75 საათის შემდეგ როცა თქვენი კლანი დაიპყრობს ფორტს, მოხდება აჯანყებულების არმიის თავდასხმა თქვენ ფორტზე. კლანს შეუძლია რეგისტრაცია გარემოცვაზე 2 საათით ადრე აჯანყებულების თავდასხმამდე.

გარემოცვის წესები

გარემოცვის წესები არ განსხვავდება ციხესიმაგრის ალყის წესებისაგან. გარემოცვის დროს მოთამაშეები იყოფიან 3 კატეგორიად: მოკავშირეები, მოწინააღმდეგეები და ნეიტრალები. თავდამსხმელების ალიანსები და კლანები ითვლებიან მოკავშირეებად. ყველა დანარჩენი მოთამაშეები რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული გარემოცვაზე ითვლებიან ნეიტრალებად. დამცველებს და თავდამსხმელებს აქვთ თავიანთი ნიშნები: თავდამსხმელებს - ხმლის ნიშანი, დამცველებს - ფარის ნიშანი. მოთამაშეებს შეუძლიათ დაესხან მოწინააღმდეგე და ნეიტრალურ მოთამაშეებს Ctrl-ის ღილაკის გარეშე, მაგრამ მათ არ შეუძლიათ თავს დაესხან მოკავშირეებს.


გარემოცვისთვის მზადება

ფორტის გარემოცვა გრძელდება 1 საათის მანძილზე. ფორტზე გარემოცვის განხორციელება შესაძლებელია დღე-ღამის განმავლობაში 4-ჯერ. თუ თავდამსხმელები იმარჯვებენ, მაშინ ფორტის თავზე აფრიალდება კლანის დროშა და გარემოცვა წყდება. გარემოცვა იწყება 1 საათის შემდეგ რაც მასზე დარეგისტრირდება პირველი კლანი.

გარემოცვაზე რეგისტრაცია

ნებისმიერი კლანი რომლის დონე არის 4-ზე მეტი შეუძლია ჩაეწეროს ფორტის გარემოცვაზე სპეციალურ NPC-სთან, რომელიც იმყოფება ფორტის მახლობლად. კლანი რომელიც დარეგისტრირდება პირველი, ვალდებულია გადაიხადოს შესატანი - 250 000 ადენის ოდენობით. ყველა დანარჩენი კლანები რომლებიც რეგისტრირდებიან გარემოცვაზე გადასახადს არ იხდიან.
მას შემდეგ, როცა დარეგისტრირდება პირველი კლანი, დანარჩენ კლანებს აქვთ 50 წუთი იმისთვის, რომ შეურთდენ აღნიშნულ გარემოცვას. ამ დროის განმავლობაში შესაძლებელია რეგისტრაციის გაუქმება.
50 წუთის შემდეგ რეგისტრაციის NPC ქრება და იწყება 10 წუთიანი მოსამზადებელი პერიოდი გარემოცვისათვის. თუ ფორტი ეკუთვნის კლანს, იგი ავტომატურად ხდება მისი დამცველი და ვალდებულია მოიგერიოს თავდამსხმელების შეტევები.

გარემოცვის დაწყება

მთელი ტერიტორია, რომელზეც მიმდინარეობს გარემოცვა, ხდება ბრძოლის ველად. კლანს რომელიც დარეგისტრირებულია გარემოცვაზე შეუძლია დააყენოს დროშა. ბრძოლის დაწყებისას ფორტის ყველა შესასვლელი იკეტება და შიდა ტერიტორიაზე ჩნდებიან მცველები. თუ ფორტს მართავს რომელიმე კლანი, მაშინ მცველების ძალა და რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი დონის დამცავი უნარი გააჩნია აღნიშნულ ფორტს.

გარემოცვა

ფორტის ტერიტორიაზე განლაგებულია რამოდენიმე ყაზარმა (დამოკიდებულია ფორტის სიდიდეზე). ხუთ ყაზარმიანი ფორტი მოიცავს შემდეგ ობიექტებს: ოფიცრების ყაზარმა, მართვის ოთახი, მსროლელების, ქვეითი მცველების და მომარეგების ყაზარმებს. ფორტის მთავარი შენობა ყოველთვის ცენტრში მდებარეობს.


თუ ყველა კაზარმა დაპყრობილია 10 წუთის განმავლობაში ცენტრალური შენობის კარები ავტომატურად იღება. იმისათვის, რომ დაიპყროთ ყაზარმა უნდა მოკლათ ოფიცერი. თავდამსხმელ კლანებს შეუძლიათ გამოიყენონ ბალისტის ყუმბარები, რათა გაანადგურონ ფორტის შიგნით მდებარე ბალისტა რაც დამატებით რეპუტაციის ქულებს მოუპოვებს კლანს. თუ მოთამაშეები ვერ ეტევიან 10 წუთიან პერიოდში (დროის ათვლა იწყება პირველი ყაზარმის დაპყრობის შემდეგ), მოხდება ყველა ყაზარმის ოფიცრის ხელახალი რესპაუნი და კლანებს მოუწევთ მათი თავიდან განადგურება. თუ მოთამაშეები ეტევიან გამოყოფილი დროის ლიმიტში, გაიხსნება ცენტრალური შენობის კარები სადაც ინახება ფორტის დროშა. როდესაც მოთამაშე ხელში აიღებს ფორტის დროშას (სულ 3 ცალი დროშაა) მისი გადაადგილების სიჩქარე მცირდება და ბრძოლისუნარიანობა კლებულობს. დროშიან მოთამაშეს უჩნდება დამატებითი უნარი რომელიც უნდა გამოიყენოს ცენტრალური შენობის თავზე დროშის სადებში მოსათავსებლად. ამ შემთხვევაში კლანი იმარჯვებს და ხდება ფორტის მფლობელი. როგორც კი ფორტი იქნება დაპყრობილი გაჩნდება სპეციალური NPC რომელიდანაც იმართება ტერიტორია. მედროშის სიკვდილისას დროშა ავტომატურად ბრუნდება საწყის ადგილზე.


როგორც კი კლანი ეუფლება ტერიტორიულ ფორტს, მას შეუძლია დაამყაროს პოლიტიკური კავშირები კლანთან რომელიც ფლობს ამ ტერიტორიის ციხესიმაგრეს, ან გამოაცხადოს თავისი დამოუკიდებლობა.
სასაზღვრო ფორტებს, არ აქვთ შესაძლებლობა დაამყარონ პოლიტიკური კავშირი ციხესიმაგრესთან, ისინი ყოველთვის დამოუკიდებლები არიან.

ფორტის მართვის ოთახი

ფორტის დაპყრობისას გასათვალისწინებელია დამატებით კიდევ ერთი პუნქტი - მართვის ოთახში კვების გამორთვა.
რეზერვული კვების ყველა სისტემის გამორთვა ხდება შემდეგნაირად, მართვის ოთახის გვერძე პერსონაჟს რომელსაც აქვს საკონტროლო გამომრთველების რუქა, შუძლია გახსნას მართვის პანელი. ამ რუქის შოვნა სესაძლებელია ჯუჯების არტილერიის სერჟანტებთან, რომლებიც იმყოფებიან მართვის ოთახის გარშემო. რეზერვული კვების ენერგიის გამორთვის მცდელობა უნდა განხორციელდეს მაშინ, როცა სისტემის სტაბილურობა ძალიან დაბალია. მხოლოდ პერსონაჟებს, რომლებსაც აქვთ პროფესია ”მასტერი” ან ”მჭედელი” შეუძლიათ გამორთონ რეზერვული კვების წყარო. იმისათვის, რომ მოიპოვოთ კონტროლი უნდა შეიყვანოთ სამნიშნა კოდი. პაროლის შეყვანა შეუძლია ნებისმიერ კლასს, მაგრამ ”მასტერს” ან ”მჭედელს” ამის გაკეთება უფრო გაუადვილდებათ. თუ კოდი იქნება არასწორედ შეყვანილი, გარკვეული დროით მოხდება პულტის ბლოკირება. როგორც კი სარეზერვო კვების ყველა სისტემა იქნება გამორთული — შეწყდება კვების მიწოდება მართვის ოთახში. ამის შემდეგ კლანმა უნდა დაამარცხოს ყველა ოფიცერი და დააყენოს ბრძოლის ალამი.

ფორტის მდგომარეობა

ფორტის აღებიდან 1 საათის განმავლობაში ფორტი ინარჩუნებს ნეიტრალურ სტატუსს. თუ ამ დროის მანძილზე კლანის ლიდერი არ დაამყარებს კავშირს ტერიტორიის ციხესიმაგრესთან ფორტი ავტომატურად გახდება დამოუკიდებელი. ამ შემთხვევაში კლანი რომელიც ფლობს ციხესიმაგრეს ამ ტერიტორიაზე, იძენს უფლებას ამ ფორტის გარემოცვის რეგისტრაციაზე. დამოუკიდებელ ფორტებს არ შეუძლიათ გააძლიერონ თავიანთი მცველები.
ტერიტორიის ციხესიმაგრესთან კავშირის დასამყარებლად საჭიროა ფორტის მფლობელმა კლანმა დადოს ერთგულების ფიცი ციხესიმაგრის ლორდთან და აიღოს ვალდებულება გადაუხადოს ყოველ 6 საათში ერთხელ გადასახადი. აღნიშნული გადასახადი ავტომატურად ამოიღება კლანის ხაზინიდან. თუ ხაზიანაში არ არის საკმარისი რაოდენობის თანხა, ფორტი ავტომატურად გადადის დამოუკიდებელი ფორტის მდგომარეობაში. ციხესიმაგრის მფარველობა ფორტს ანიჭებს მართველობის ყველა საშუალებას, მაგრამ ართმევს მიწისქვეშეთის* გამოყენების უფლებას. ციხესიმაგრე, რომელიც ამყარებს კონტრაქტს ფორტთან, ვალდებულებას იღებს მოამარაგოს იგი სპეციალური ნივთებით, რომლის შეძენა შესაძლებელია ოფიცერთან. ნივთების დონე მატულობს ყოველ 6 საათში.
ციხესიმაგრის მფლობელ კლანს აკლდება რეპუტაციის 2 ქულა ფორტისათვის ნივთების გაგზავნისას.



უპირატესობები რომლებსაც იძლევა ფორტის ფლობა*

თუ ფორტი არის დამოუკიდებელი ციხის ზედამხედველთან შეგიძლიათ აიღოთ სპეციალური დავალება რათა მოხვდეთ ფორტის მიწისქვეშა საპყრობილეში. ამ დავალების შესასრულებლად უნდა დააკომპლექტოთ გუნდი ისეთი წევრებით რომელთაც ყველას აღებული აქ აღნიშნული დავალება.
მიწისქვეშეთში მოხვედრა შესაძლებელი ორი ან მეტი ფართის მონაწილის შემადგენლობით, მიწისქვეშეთში მოხვედრის მოთხოვნა უნდა გააკეთოს ფართის ლიდერმა, რომელიც უნდა იყოს ფორტის მფლობელი კლანის ლიდერი. ფორტის მიწისქვეშეთში შესვლა შესაძლებელია 4 საათში ერთხელ და იქ ყოფნის უფლება აქვს მხოლოდ ერთ ფართს. თუ პერსონაჟი გავიდა თამაშიდან ინსტანციაში ყოფნის დროს, შემდეგი შემოსვლისას იგი გაჩნდება ფორტის ტერიტორიაზე. რეიდ-ბოსები რომლებიც იმყოფებიან მიწისქვეშეთში, ქრებიან 10 წუთის შემდეგ რაც ინსტანციაში შევა ფართი, იმ პირობით, რომ მათზე არ მოხდა თავდასხმა. თუ ამ ინსტანციის რეიდ-ბოსები იქნებიან დამარცხებულნი, ფართი რომელმაც ისინი დახოცა ჯილდოვდება მიწისქვეშეთის ლიდერის ორდენით, რომლის გადაცვლა შემდგომში შესაძლებელია Knight's Epaulette-ში

ჯილდოები

ფორტის წარმატებით დაპყრობის შემთხვევაში კლანი იღებს 200 რეპუტაციის ქულას. ფორტის დაკარგვა კლანის რეპუტაციაზე არანაირად არ მოქმედებს. როგორც კი კლანი დაიპყრობს ფორტს, მისი რეპუტაციის ქულები დაიწყებს ზრდას ყოველი 6 საათის ინტერვალით. დამატებითი შეგიძლიათ შეიძინოთ Blood Oath მომარაგების ოფიცერთან. ფორტის გარემოცვის განმავლობაში Knight's Epaulette შეძენა შესაძლებელია მცველ NPC-სთან ან ოფიცერ NPC-სთან. Blood Alliance, Blood Oath და Knight's Epaulette გადაცვლა კლანის რეპუტაციის ქულებზე შესაძლებელია კლანის NPC-სთანაც.

ზემდეგი

ნივთები რომელიც აქტიურდება ზემდეგთან

გაძლიერების დონე მცველები რ-ბა ღირებულება
1 დონე მცველები 8 100,000 ადენა
ჯუჯების არტილერია15 100,000ადენა
2 დონე მსროლელები 10 100,000ადენა
მაგები 10
მკურნალები 5

დაცვის კაპიტანი

დაცვის კაპიტანთან აქტიურდება ფორტის დაცვის მექანიზმები თუ ფორტს აქვს დამყარებული კავშირი ტერიტორიის ციხესიმაგრესთან

დონე რამდენით იზრდება რა ძლიერდება ღირებულება
1 დონე ძლიერდება 120%-ით ფიზიკური შეტევა და ფიზიკური დაცვა 100,000 ადენა
2 დონე ძლიერდება 150%-ითფიზიკური შეტევა და ფიზიკური დაცვა 150,000 ადენა

ოფიცერი

ფორტის ოფიცერისგან მიღებული ნივთების მაქსიმალური დონე არის 6. ნივთებს შეძენისას დონე ჩამოდის ისევ საწყის მაჩვენებელზე.

დონე
საგნები
1 დონე Silk Shirt Blessed Scroll of Escape: Fortress Knight's Epaulette
2 დონე Iron Bracelet Blessed Scroll of Escape: Fortres Knight's Epaulette
3 დონე Thin Leather Shirt Blessed Scroll of Escape: Fortres Knight's Epaulette
4 დონე Thin Leather Shirt Blessed Scroll of Escape: Fortres Knight's Epaulette
5 დონე Bronze Bracelet Blessed Scroll of Escape: Fortres Knight's Epaulette
6 დონე Bronze Bracelet Blessed Scroll of Escape: Fortres Knight's Epaulette

კაპიტანი

კაპიტანთან შესაძლებელია შეიძინოთ თილისმები, პერანგები, სამაჯურები და სხვადასხვა უნარები.

ტიპი დასახელება ღირებულება
ეპოლეტები ადენა
საგნები Human Circlet Knight's Epaulette — 480 720,000 ადენა
Elf Circlet Knight's Epaulette — 480 720,000 ადენა
Dark Elf Circlet Knight's Epaulette — 480 720,000 ადენა
Orc Circlet Knight's Epaulette — 480 720,000 ადენა
Dwarf Circlet Knight's Epaulette — 480 720,000 ადენა
Kamael Circlet Knight's Epaulette — 480 720,000 ადენა
Agathion Seal Bracelet - Fortress- 5,000,000 ადენა
Scroll of Escape: Fortress- 500 ადენა
Food for Wyvern- 300 ადენა
Blessed Scroll of Escape: Fortress- 200,000 ადენა
სამაჯურები Iron Bracelet Knight's Epaulette — 216-
Bronze Bracelet Knight's Epaulette — 480-
Steel Bracelet Knight's Epaulette — 1144-
Mithril Bracelet Knight's Epaulette — 3556-
პერანგები Silk Shirt Knight's Epaulette — 80-
Striped Silk Shirt Knight's Epaulette — 180-
Thin Leather Shirt Knight's Epaulette — 260-
Thin Striped Leather Shirt Knight's Epaulette — 260-
Scale Shirt Knight's Epaulette — 588-
Striped Scale Shirt Knight's Epaulette — 880-
Mithril Shirt Knight's Epaulette — 1800-
Striped Mithril Shirt Knight's Epaulette — 2540-
თილისმები ალბათობით Knight's Epaulette — 10-

ამავე კაპიტანთან შესაძლებელია პერანგების გაძლერება:

პერანგები ბონუსი ღირებულება
Silk Shirt უმატებს HP (+118) Knight's Epaulette — 120
უმატებს MP (+51) Knight's Epaulette — 120
უმატებს CP (+354) Knight's Epaulette — 60
Striped Silk Shirt უმატებს HP (+135) Knight's Epaulette — 140
უმატებს MP (+66) Knight's Epaulette — 140
უმატებს CP (+405) Knight's Epaulette — 70
Thin Leather Shirt უმატებს HP (+147) Knight's Epaulette — 180
უმატებს MP (+72) Knight's Epaulette — 180
უმატებს CP (+441) Knight's Epaulette — 90
Thin Striped Leather Shirt უმატებს HP (+160) Knight's Epaulette — 210
უმატებს MP (+78) Knight's Epaulette — 210
უმატებს CP (+480) Knight's Epaulette — 105
Scale Shirt უმატებს HP (+172) Knight's Epaulette — 240
უმატებს MP (+85) Knight's Epaulette — 240
უმატებს CP (+516) Knight's Epaulette — 120
Striped Scale Shirt უმატებს HP (+186) Knight's Epaulette — 310
უმატებს MP (+92) Knight's Epaulette — 310
უმატებს CP (+564) Knight's Epaulette — 155
Mithril Shirt უმატებს HP (+224) Knight's Epaulette — 500
უმატებს MP (+111) Knight's Epaulette — 500
უმატებს CP (+672) Knight's Epaulette — 250
Striped Mithril Shirt უმატებს HP (+246) Knight's Epaulette — 550
უმატებს MP (+122) Knight's Epaulette — 550
უმატებს CP (+744) Knight's Epaulette — 225

ფორტების ეფექტები

კლანს რომლის მფლობელობაშიც არის ფორტი ავტომატურად ეძლევა განსაკუთრებული ეფექტები. ეფექტები მოქმედებს კლანის ყველა წევრზე აკადემიის ჩათვლით. ფორტის დაკარგვის შემთხვევაში კლანი კარგავს ყველა ეფექტს.

  უნარი ტიპი ფორტი ეფექტი
Residence Agility პასიური Hive Fortress
Hunter's Fortress
The evasion of clan members in residence increases by 4
Residence Body პასიური Archaic Fortress
Monastic Fortress
Shanty Fortress
The Max HP of clan members in residence increases by 222.
Residence Clarity პასიური Aaru Fortress
Valley Fortress
The MP recovery bonus of clan members in residence increases by 0.47.
Residence Death Fortune პასიური Borderland Fortress
Cloud Mountain Fortress
Western Fortress
When a clan member within the residence is killed by PK/ordinary monster, the Exp. points consumption rate and the probability of incurring a death after-effect are decreased.
Residence Empower პასიური Aantharas' Fortress
Bayou Fortress
The M. Atk. of clan members in residence increases by 40.4.
Residence Fortitude პასიური Cloud Mountain Fortress
Valley Fortress
Resistance to stun attacks of clan members in residence increases by 10.
Residence Freedom პასიური Floran Fortress
Ivory Fortress
Resistance to hold attacks of clan members in residence increases by 10.
Residence Guidance პასიური Floran Fortress
Swamp Fortress
The accuracy of clan members in residence increases by 4.
Residence Health პასიური Monastic Fortress
Narsell Fortress
The HP recovery bonus of clan members in residence increases by 1.09.
Residence Magic Barrier პასიური Dragonspine Fortress
White Sands Fortress
The M. Def. of clan members in residence increases by 44.
Residence Might პასიური Bayou Fortress
Hunter's Fortress
The P. Atk. of clan members in residence increases by 34.6.
Residence Moral პასიური Demon Fortress
Ivory Fortress
The CP recovery bonus of clan members in residence increases by 1.09.
Residence Movement პასიური Tanor Fortress The movement speed of clan members in residence increases by 6.
Residence Resist Lava პასიური Hive Fortress
Tanor Fortress
Resistance to fire and earth attacks of clan members in residence increases by 10.
Residence Resist Typhoon პასიური Dragonspine Fortress
Southern Fortress
Resistance to water and wind attacks of clan members in residence increases by 10.
Residence Shield პასიური Swamp Fortress
Western Fortress
The P. Def. of clan members in residence increases by 54.7.
Residence Shield Block პასიური Southern Fortress
Western Fortress
The shield defense rate of clan members in residence increases by 54.7.
Residence Shield Defense პასიური Aantharas' Fortress
Shanty Fortress
The shield P. Def. of clan members in residence increases by 225.
Residence Soul პასიური Aaru Fortress
White Sands Fortress
The Max MP of clan members in residence increases by 168.
Residence Spirit პასიური Borderland Fortress
Demon Fortress
The Max CP of clan members in residence increases by 444.
Residence Vigilance პასიური Archaic Fortress
Narsell Fortress
Resistance to sleep attacks of clan members in residence increases by 10.


საისამოვნო გართობას გისურვებთ ყველას!

ვერიფიკაციის შეცდომა04-აპრ-2011

2 აპრილს გაითიშა vpnbot.com ვერიფიკაციის სერვერი. როგორც წესი ასეთი გათიშვები დროებითია და გამოწვეულია სერვერის ტექნიკურ პრობლემებთან. ასეთივე გათიშვა იყო 12 მარტს და გაგრძელდა ნახევარი დღე.

ამ დროისათვის L2Walker-ი ვერიფიკაციის სერვერი უკვე ფუნქციონირებს.
ტექნიკური სამუშაოები Expert და Hard სერვერზე (1 აპრილი)31-მარ-2011

Expert და Hard სერვერები და საინფორმაციო სისტემები გათიშული იქნება 1 აპრილის ღამის 1:00 საათზე მოსამზადებელი და ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად.

Hard სერვერი ჩაირთვება და შესვლა დაშვებული იქნება დილის 10:00 საათიდან.

ამ პერიოდისთვის ამუშავდება Expert სერვერის საინფორმაციო სისტემაში პერსონაჟების გადატანის სერვისიც.

Expert სერვერის გაერთიანება Hard სერვერთან (1-31 აპრილი)21-მარ-2011


ჯერ კიდევ 2007 წლის მიწურულს იმ მოთამაშეთა მოთხოვნით ვისაც იზიდავდა თამაშის სირთულე - დაბალი რეიტები, სტანდარტული ბუფების დრო, თამაში ბოტების გარეშე და მაქსიმალურირად ოფიციალურთან მიახლოებული სტატები, ადმინისტრაციამ შექმნა Expert სერვერი.

ამ პრინციპით შექმნილი სერვერის ონლაინი თვეების მანძილზე 50 კაცს ვერ ასცდა. მოყოლებული ამ პერიოდიდან ჩვენმა მცდელობებებმა Expert სერვერი ყოფილიყო მოწინავე და დაინტერესება მიგვეცა მოთამაშეებისათვის დაეფასებინათ იგი უშედეგოდ ჩაიარა. დღეისათვის სერვერზე მოთამაშეთა რაოდენობა თითქმის აღარ მატულობს.

იმისათვის რომ არსებული მოთამაშეების ნაწილი მაინც შევინარჩუნოთ გადავწყვიტეთ Expert სერვერის გაერთიანება Hard სერვერთან, გარკვეული სქემით, რაც ვფიქრობთ არ უნდა იყოს მიუღებელი Expert სერვერზე დარჩენილებისათვის.


პერსონაჟების გადასვლის სქემა

  • Expert სერვერიდან Hard სერვერზე პერსონაჟების გადასვლა ხორციელდება ჩარის გადატანის პრინციპით

  • გადატანის ფუნქცია ჩაიდება Expert სერვერის საინფორმაციო სისტემაში და გააქტირურდება იმ მოთამაშეებზე ვისაც 2010 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ნათამაშები დრო აქვთ 24 საათი ან მეტი, პერსონაჟის დონე 60 ლეველზე მაღალი ან მთავარ ჩარზე აღებული მესამე პროფესია

  • იმისდა მიხედვით თუ რა მიღწევა აქვს პერსონაჟს Expert სერვერზე მოთამაშეებს მიეცემათ მონეტები რომლითაც ისინი შეძლებენ შეიძინონ საჭურველის და უნარების გასაძლერებელი სქროლები იმ რაოდენობით რომელიც გარკვეულწილად მისცემს საშუალებას გაუთანაბრდეს Hard სერვერზე მოთამაშეებს

  • გადატანისას პერსონაჟის ყველა უნარი, სტატები, მსახურები, ინვენტარში და საწყობში არსებული საჭურველი, მატერიალები, ნივთები და ძველი ადენა.

  • არ გადადის ადენა რომ არ მოხდეს Hard სერვერზე ეკონომიური დისბალანსი. ასევე არ გადადის 7 ნიშნის ქვები და მიმდინარე სეზონის გმირობის სტატუსი რადგან არც 7 ნიშნის და არც ოლიმპიადის რაუნდები ამ ორ სერვერზე არ ემთხვევა ერთმანეთს

  • ყველა 201 პერსონაჟს რომელიც Expert სერვერის არსებობის მანძილზე ყოფილა ოლიმპიადაში გამარჯვებული გმირი Hard სერვერზე მიეცემათ მწვანე სახელი

  • პერსონაჟის გადატანისას უნდა მიუთითოთ Hard სერვერზე არსებული ექაუნთი. ადმინისტრაცია გირჩევთ პესონაჟის გადატანისას დაარეგისტრიროთ ახალი ექაუნთი (გამოუყენებელ ექაუნტზე პერსონაჟის გადატანის შემთხვევაში თამაშში შესვლას შეძლებთ მაშინვე ხოლო გამოყენებულ ექაუნტებზე Hard სერვერის რესტარტის შემდეგ) ყველა გადატანილი ჩარი იქნება დაბლოკილი სერვერის რესტარტამდე (ვეცდებით რესტარტი ყოველდილით გავაკეთოთ გადმოტანის აქტიურ პერიოდში)

  • გადატანის პროცედურა მოითხოვს უსაფრთხოების კოდების შეყვანას, რომელსაც ცალ-ცალკე აგზავნის სისტემა ორივე: Expert და Hard სერვერების ექაუნტების ელ. ფოსტის მისამართებზე.


  • კლანების გადასვლის სქემა

  • Expert სერვერიდან Hard სერვერზე კლანის გადატანა ხდება კლანის ლიდერის მიერ წევრების გარეშე

  • გადატანის ფუნქცია ჩაიდება Expert სერვერის საინფორმაციო სისტემაში და გააქტირურდება იმ კლანების ლიდერებზე ვისაც კლანში ყავს 25 წევრზე მეტი ხოლო კლანის დონე 6 ან მაღალი

  • გადატანისას კლანის დონე, უნარები და კლანის საწყობი გადადის უკლებლივ

  • გადატანის შემდეგ უკვე Hard სერვერზე ლიდერმა უნდა დააკომპლექტოს კლანის შემადგენლობა ახლიდან. გარდა ოლიმპიადაზე გამარჯვებული გმირებისა კლან ლიდერებს საშუალება მიეცემათ გაუმწვანონ სახელი კლანის წევრებს თავიანთი შეხედულებით. კლანის საწყობში ავტომატურად ჩაიდება ტიტულის შესაფერადებელი პალიტრები, რომელიც კლან ლიდერებმა უნდა გადასცენ კლანის სასურველ წევრებს. მიღებული პალიტრით პერსონაჟებმა უნდა გაიფერადონ ტიტული. სერვერის რესტარტის შემდეგ შემოწმდება პალიტრის მიზნობრივი გამოყენება და ტიტულის შეფერილობა გადაეცვლებათ მწვანე სახელით, არამიზნობრივი გამოყენებისას (გაყიდვა ან Hard სერვერზე არსებული პერსონაჟისადმი გადაცემა) პალიტრა დაიკარგება და ცვლილება ძალაში არ შევა. პალიტრის გადაცემა კლანებზე მოხდება შემდეგნაირად: მე-8 დონის კლანის ლიდერს მიეცემა 15 სახელის შესაფერადებელი ნივთი, მე-7 დონის კლანის კიდერს 10, ხოლო მე-6 დონის კლანის ლიდერს 5.

  • გადასულ კლანებს მიღწეული წარმატებებისთვის და Hard სერვერის კლანებთან გასათანაბრებლად მიეცემათ ის RB ბიჟუტერია, რომლებიც სერვერიის დაბალი რეიტების გამო მიუღწეველი იყო მოთამაშეებისათვის (Valakas, Antharas). ბიჟუტერიის რაოდენობის განსაზვრა მოხდება სექტემბრის თვიდან დღემდე RB-ების დადგომის ათვლით. ბიჟუტერია განაწილდება კლანებზე დონეების, კლან წევრების და მიღწეული წარმატებების მიხედვით ადმინისტრაციის მიერ და ავტომატურად ჩაიდება კლანის საწყობში.

  • საერთო პრინციპები

  • Expert სერვერის გაერთიანება Hard სერვერთან დაიწყება 1 აპრილს და დასრულდება 30 აპრილს

  • პერსონაჟის და კლანის გადატანისას მოწმდება Hard სერვერზე არსებობს თუ არა ანალოგიური ჩანაწერი, ასეთის არსებობის შემთხევაში გადატანისას Expert სერვერის მოთამაშეებს ეძლევთ საშუალება შეიცვალონ სახელი.

  • Expert ექაუნტებზე არსებული ბალანსის გადატანა სხვა სერვერზე რჩება სტანდარტული ფორმით. ამ ფუნქციით სარგებლობა დაშვებული იქნება სერვერების გაერთიანების მანძილზე

  • Hard სერვერის მონაცემთა ბაზები გაიწმინდება 6 თვეზე მეტი გამოუყენებელი ინფორმაციისაგან ანუ გაუქმდა პერსონაჟები რომლებიც მიტოვებულნი არიან გასული წლის ზაფხულიდან

  • განახლდა L2Walker14-მარ-2011

    გასწორებულია გარკვეული დროის შემდეგ დისკონექტი.

    გადმოსაწერი ბმული: L2Walker_v.10.9.8.67.87.rar
    უფასო L2Walker-ი14-მარ-2011

    ვდებთ vLlaz.Info-ს მიერ სპეციალურად ჩვენი სერვერისათვის გაკეთებულ ბოტს. გადმოწერეთ L2Walker_v.10.9.8.66.87.rar და ისარგებლეთ.
    ბოტი მიბმულია მარტო Hard სერვერზე, სხვა სერვერზე ამ ბოტის გამოყენება შეუძლებელია. ეს ის პირობაა რითიც ბოტის ავტორმა გარკვეული საფასურის გადახდის ფასად მოხსნა ჩვენი მოთამაშეებისთვის შეზღუდვა უფასო ვერსიაზე.

    განახლებები დაიდება ხოლმე საიტზე თემაში: თამაშგარე ბოტები
    ევენტი: ახალი ერა (10-24 მარტი)10-მარ-2011


    ჩვენ სერვერზე დაიწყო ევენტი "ახალი ერა". აგროვებთ ასოებს რომლითაც ადგენთ სიტყვებს:
  • GEORGIA
  • LINEAGE II
  • GRACIA
  • შეგროვებული სიტყვები მიგაქვთ ევენტ მენეჯერთან და გეძლევათ შანსი მოიგოთ შესანიშნავი პრიზები!


    ევენტის პერიოდში მონსტრებიდან ცვივა ასოები: A, C, E, G, I, L, N, O, R, II. შეადგინეთ ქვემოთ მოყვანილი სიტყვები, მიიტანეთ სპეციალურ ევენტ მენეჯერთან რომლებიც დგანან ქალაქებში და მიიღეთ პრიზები.

    ევენტის გაშვების წინ ძველ ევენტებში ("L2Day", "ასოების ევენტი", "5 წელი თქვენთან ერთად") მოგროვილი და შენახული ასოები ყველა პერსონაჟს უუქმდება!

    პრიზები:



           Transform Sealbook - Anakim
           Color Title Name
           Top-Grade Life Stone: level 82
           Top-Grade Life Stone: level 80
           High-Grade Life Stone: level 82
           High-Grade Life Stone: level 80
           Mid-Grade Life Stone: level 82
           Mid-Grade Life Stone: level 80
           Blessed Scroll of Escape
           Blessed Scroll of Resurrection
           Divine Stone
           Earth Stone
           Fire Stone
           Dark Stone
           Water Stone
           Wind Stone




           Transform Sealbook - Anakim
           Color Title Name
           Blessed Scroll: Enchant Weapon (S)
           Blessed Scroll: Enchant Armor (S)
           Blessed Scroll: Enchant Weapon (A)
           Blessed Scroll: Enchant Armor (A)
           Blessed Scroll: Enchant Weapon (B)
           Blessed Scroll: Enchant Armor (B)
           Blessed Scroll of Escape
           Blessed Scroll of Resurrection
           Agathion Random




           Transform Sealbook - Anakim
           Color Title Name
           Soul Crystal: Stage 13 (Random)
           Soul Crystal: Stage 14 (Random)
           Soul Crystal: Stage 15 (Random)
           Soul Crystal: Stage 16 (Random)
           Giant's Codex
           Blessed Scroll of Escape
           Blessed Scroll of Resurrection
           Quick Healing Potion
           Accessoryes Random

    გაითვალისწინეთ, რომ ყოველი შედგენილი სიტყვის მიტანისას მიიღებთ ჩამოთვლილი პრიზებიდან ერთ-ერთს. შანსი რომ შეგხვდებათ ძვირფასი ნივთი შედარებით დაბალია, მაგრამ გამორიცხული არაა.

    ევენტის დამთავრებისას დარჩენილი ასოები და ტიტულის შეფერილობა ყველა პერსონაჟს გაუუქმდება!

    საისამოვნო გართობას გისურვებთ ყველას!

    როგორ შევიძინოთ vLaz.Info-სგან L2Walker-ი16-თებ-2011


    - vLaz.Info-ს მიერ გამოშვებული L2Walker-ი მუშაობს ჩვენ სერვერზე პრობლემების გარეშე (როგორც C4-ზე მუშაობდა ძველი ბოტი)

    - L2Walker-ის ღირებულებაა დაახლოებით 13 ლარი (კურსის მიხედვით). იხდით ერთხელ, მხოლოდ აღნიშნულ თანხას, არავითარი ყოველთვიური და დამატებითი გადასახადები არაა.

    - L2Walker-ის რეგისტრაციისას ბოტი ებმევა კონკრეტულ კომპიუტერს. ამ კომპიუტერიდან შეგიძლიათ გაუშვათ შეუზღუდავად, რამდენი L2Walker-იც გინდათ.
    • უპირველესყოვლისა აუცილებელია დავაყენოთ ონლაინში სასაუბრო პროგრამა ICQ

    • დავიმატოთ კონტაქტი ICQ-ში ნომრით: 363556393 (კონტაქტის დამატება ხდება პროგრამაში F5 კლავიშის დაჭერით).
    • ავტორის ნიკია: Be3geBJIa3, უკრაინელია, ამიტომ უნდა მიწეროთ რუსულად რომ გსურთ ბოტის შეძენა.

    • როგორც წესი ავტორმა უნდა გამოგიგზავნოთ ბმული საიდანაც გადმოწერთ L2Walker-ის სადემონსტრაციო ვერსიას.

    • L2Walker-ის სადემონსტრაციო ვერსიას მოყვება ფაილი readme_L2W_Load.txt სადაც ბოლოში ავტორს მითითებული ანგარიშის ნომერი (მეორე ნომერიც რომელიც მითითებული არა აქ WMZ - Z322708111866) იმათთვის ვისაც შეძენა სურს.

    • WMZ-ზე ფულის გადახდა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატებიდან და emoney სერვისებიდან - "თანხის გადარიცხვა WebMoney-ის ანგარიშზე".
    • რეგისტრაციისათვის ICQ-ში უნდა გაუგზავნოთ თქვენი SN="სერიული ნომერი", რომელსაც ბოტ პროგრამა გაშვებისას ქმნის თავისივე დირექტორიაში ფაილში: l2w.ini (ბმულზე ნაჩვენები სერიული ნომერი არ დააკოპიროთ და არ მისცეთ!!! მიეცით თქვენი, თორემ მიაბავთ სხვა კომპიუტერს)

    • ავტორი ICQ-შივე გამოგიგზავნით ამ SN-ის შესაბამის ნომერს რომელიც უნდა მოათავსოთ ამავე ფაილში Key= გასწვრივ
    • L2Walker-ის ყველანაირ პრობლემებზე და კითხვებზე შეგიძლიათ მიწეროთ ბოტის ავტორს ICQ-ში, შეგიძლიათ უთხრათ რომელი სერვერისთვისაც გინდათ (lineage2.ge ან predator.ge), მოსთხოვოთ L2InfoB ფაილი lineage2.ge-ზე მორგებული და სხვა.

    დამატებითი ინფორმაცია vLaz.Info-ს ბოტის შესახებ11-თებ-2011


    რამოდენიმე ჩვენმა მოთამაშემ შეიძინა vLaz.Info-ს მიერ გამოშვებული ბოტი. მათი კომენტარებით - ბოტი უპრობლემოდ მუშაობს ჩვენ სერვერზე

    ბოტის ღირებულებაა 6.70$ (WMZ) (დაახლოებით 10 ლარის ფარგლებში). გადასახადი ერთჯერადია და მასში შედის უფასო ყოველთვიური განახლებები, ასევე მხარდაჭერა ყველანაირ პრობლემებზე. WMZ-ის გადარიცხვა შეგიძლიათ emoney.ge-ს ან სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც

    იმისათვის რომ შეიძინოთ უნდა დაეკონტაქტოთ Be3geBJIa3-ს ICQ-თი ნომერზე: 363556393 (პროგრამის ავტორი უკრაინელია, ამიტომ უნდა ფლობდეთ რუსულ ენას).

    რეგისტრაციისათვის უნდა გაუგზავნოთ SN-სერიული ნომერი, რომელსაც ბოტ პროგრამა ქმნის თავისივე დირექტორიაში ფაილში: l2w.ini. ავტორი გამოგიგზავნით ამ SN-ის შესაბამის Key-ს რომელიც უნდა მოათავსოთ ამავე ფაილში.


    vLaz.Info-ს ბოტი10-თებ-2011


    დღეისათვის არსებული ინფორმაციით Hard სერვერზე ნორმალურად მუშაობს მხოლოდ vLaz.Info-ს მიერ გამოშვებული ფასიანი ბოტი.

    გასაცნობად, ბოტის ჩვენ სერვერზე დაკონფიგურირებული უფასო ვერსია შეგიძლიათ გადმოწეროთ ჩვენი საიტიდან: L2Walker 10.9.8n_vpnbot_en_ru. დარეგისტრირებული ვერსიისაგან განსხვავებით უფასო ვერსია თიშავს კონექციას ყოველ 6-7 წუთში.

    ვისაც სურვილი აქვს შეიძინოს ავტორისაგან ბოტი დაეკონტაქტოს თვითონ უშუალოდ Be3geBJIa3-ს.


    1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
     
    999 
    999 





    cstrike
    wow


    ერთი გამტანი სჯობს, ას შემტანსაო.

     
       
      Predator.ge 2008 - 2024 წელი  
     
     
     

    ქართული English Russian