|
შვიდი ნიშნის ძალის
მოსაპოვებლად ბრძოლობს ორი მხარე: აისის ლორდები (Lords of Dawn) და რევოლუციური
დაისის არმია (Revolutionary Army of Dusk). იმისათვის რომ მონაწილეოა მიიღო შვიდი
ნიშნისთვის ბრძოლაში, მოთამაშე უნდა მიემხროს ერთ-ერთ მხარეს. ერთი მხარიდან
მეორეზე გადასვლა შეუძლებელია სანამ არ დაიწყება ახალი პერიოდი. ახალი პერიოდი
იწყება ყოველ ორ კვირაში ერთხელ. მხარის ამორჩევის დროს მოთამაშემ ასევე უნდა
ამოირჩიოს ნიშანი რომლისთვისაც ის იბრძოლებს.
მოთამაშეები რომლებმაც მიიღეს მეორე პროფესია:
აისის ლორდები.
რევოლუციური დაისის არმიაში გაწევრიანება შეუძლია
ისეთ მოთამაშეს, რომელთა კლანს, ან ალიანსს არ ააქვს ციხესიმაგრე დაპყრობილი.
იმისათვის რომ გაწევრიანდეს მოთამაშემ უნდა გაესაუბროს დაისის მოციქულს, რომლის
ნახვაც შეიძლება ნებისმიერ ქალაქში.
აისის ლორდები.
იმ მოთამაშეებს რომელთა კლანს თუ ალიანსს დაპყრობილი აქ
ციხესიმაგრე შეუძლიათ შეუერთდნენ აისის ლორდებს უფასოდ. სხვა მოთამაშეებმა უნდა
გადაიხადონ 50000 ადენა. ასევე ყველა მოთამაშეს, რომელიც ფლობს ციხესიმაგრეს,
სეუძლია იყიდოს 300 ცალი დამამტკიცებელი სერთიფიკატი (Sertificate of Approval)
Chamberlain NPC-ის გან და დაურიგოს სხვა მოთამაშეებს. დამამტკიცებელი
სერთიფიკატების ვადა განსაზღვრული არაა. მოთამაშე რომელსაც აქვს ეს სერთიფიკატი,
ახალი პერიოდის დაწყებისას, უკვე უფასოდ შეძლებს აისის ლორდებთან შეერთებას.
იმისათვის რომ გაწევრიანდე აისის ლორდებში უნდა დაელაპარაკო აისის მოციქულს,
რომელის ნახვაც ყველა ქალაქში შეიძლება.
მოთამაშეები რომლებსაც აქვთ მხოლოდ
პირველი პროფესია:
შეუძლიათ გაწევრიანდნენ ნებისმიერ მხარეს.
მოთამაშეები რომლებსაცარა აქვთ პროფესია:
ვერ მიიღებენ მონაწილეობას შვიდი ნიშნისთვის ბრძოლაში.
შვიდი ნიშნისთვის ბრძოლა იყოფა ორ ეტაპად:
1. მხარეების არჩევა და შეჯიბრის ეტაპი.
2. პრიზების და ბონუსების მიღების ეტაპი.
იმისათვის რომ ყოველთვის საქმის ყურში იყო ახალია მბების, მოთამაშეს შეუძლია 500
ადენად, ნებისმიერი მოციქულისაგან იყიდოს პროგრესის ცხრილი (Score of Seven Signs).
შეჯიბრების ეტაპი
შეჯიბრის ეტაპი იწყება ორშაბათს 18:00 საათზე
და მიმდინარეობს 7 დღე-ღამე. ამ პერიოდის განმავლობაში მოთამაშეები ირჩევენ
მხარეებს და ნიშნებს. მოთამაშეები ნადირობენ ნეკროპოლისებში და ცატაკომბებში შემდეგ
მობებზე: Lilim, Nephilim, Lilith და Gigant, და იღებენ მათგან Seal Stone-ებს. ამ
ქვების საერთო რაოდენობა გადაწყვიტავს შეჯიბრის ბედს.
1)
შვიდი ნიშნის ქვების შეგროვება
კატაკომბებში და
ნეკროპოლისებში მოთამაშე ნადირობს Lilim, Nephilim, Lilith და Gigant-ებზე და
იღებენ მათგან სხვადასხვა ფერის Seal Stone-ებს. ამ ქვების გარდა მობები მეტს
არაპერს არ აგდებენ.
ყველა ფერის ქვას თავისი ფასი აქ. ლურჯი - 3 ქულაა, მწვანე - 5 ქულაა ხოლო წითელი -
10 ქულაა. ამ ქვების უბრალოდ ფლობა არაფერს არ შეცვლის. აუცილებელია მისი შესაბამის
მოციქულთან ჩაბარება.
ქვები შეიძლება გაცვალო სხვა მოთამაშეებთან, ან გაყიდო Black Market Trader of
Mammon-თან. ლურჯი - 3 ადენად, მწვანე - 5 ადენად, ხოლო წითელი - 10 ადენად.
ქვების შესაგროვებლად მოთამაშეები ნადირობენ მონსტრებზე კატაკომბებში და
ნეკროპოლისებში.
2)
ბნელეთის ფესტივალი
მოთამაშეებს შეუძლიათ დაიყონ
ფორმირებებად და მონაწილეობა მიიღონ ბნელეთის ფესტივალში. გაიმარჯვებს ის
დანაყოფი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ქულას. ეს ქულები დაემატება დანაყოფის
მხარეს ( ან აისის ლორდებს, ან რევოლუციური დაისის არმიას)
-
ბნელეთის ფესტივალში მონაწილეობა შეიძლება მხოლოდ შვიდი
ნიშნისათვის ბრძოლის წინ. დანაყოფს რომელსაც მონაწილეობის მიღება უნდა ფესტივალში,
ქვებით უნდა გადაუხადოს ფესტივალის გიდს (Guide of the Festival, ვისი პოვნაც
შეიძლება პესტივალის ჩატარების ადგილას. იმ ადგილზე ტელეპორტაცია უფასოა. მას
აკეთებს მოციქული. მონაწილეობისათვის შენატანი დამოკიდებულია დონეზე. გადახდას
აწარმოებს დანაყოფის ლიდერი. დანაყოფი უნდა შედგებოდეს ხუთი კაცისაგან. დანაყოფის
ყველა წევრი, გაერთიანებული უნა იყოს ერთი და იგივე მხარეს. დანაყოფის ყველა წევრი
უნდა აკმაყოფილებდეს იმ დონეს, რა დონის ფესტივალსაც ისინი აირჩევენ. დანაყოფის ის
წევრები რომელთა დონეც აღემატება არჩეულ დონეს, ვერ მიიღებენ მონაწილეობას ბნელეთის
ფესტივალში.
-
ბნელეთის ფესტივალის დროს, სიკვდილისას ოპიტის დაკარგვა
დაკლებულია ოთხჯერ. დარისტარტების შემთხვევაში დანაყოფი გადადის ახლომდებარე
ქალაქში. მოთამაშეს ასევე შეუძლია უფასოდ დატოვოს ფესტივალი და გადავიდეს იმ
ქალაქში საიდანაც ის მოხვდა ფესტივალზე. სიკვდილის შემთხვევაში მოთამაშეები
ცოცხლდებიან იმ ოთახში სადაც მიმდინარეობს ფესტივალი. მოთამაშეების აღდგენა არ
შეიძლება. კუთხეებში მდგომი მშვილდოსნები აუცილებლად შეუტევენ მკურნალებს.
ფესტივალი იყოფა 5 დონედ. ფესტივალის ყველა დონეს თავისი ფასი აქვს.
დონე
|
ლურჯი
ქვები |
მწვანე
ქვები |
წითელი
ქვები |
32-ზე ნაკლები
|
900 |
540 |
270 |
43-ზე ნაკლები
|
1500 |
900 |
450 |
54-ზე ნაკლები
|
3000 |
1800 |
900 |
65-ზე ნაკლები
|
4500 |
2700 |
1350 |
ლიმიტის გარეშე
|
6000 |
3600 |
1800 |
ორი წუთით ადრე ფესტივალის დაწყებამდე, ტელეპორტაცია მისი
ჩატარების ადგილას წყდება. იმის შემდეგ რაც ფესტივალზე ჩაწერა შეწყდება, დანაყოფი
იღებს ბნელეთის ფესტივალის ქვესტს (Quest of the Festival of Darkness) და
ტელეპორტდებიან ამ ივენთის ჩატარების ადგილას. ფესტივალი გრძელდება 18 წუთი. ყველა
დანაყოფს შეუძლია ინადიროს მობებზე და დაადროპინოს მსხვერპლის სისხლი (Blood of the
Sacrificed). ყველა მსხვერპლის სისხლი ეძლევა დანაყოფის ლიდერს.
თუ დანაყოფს უნდა დანებება ფესტივალის დროს, მაშინ მათ უნდა
მიმართონ ცენტრში მდგომ შამანს. შამანს ასევე შეიძლება მოთხოვო რომ გამოიძახოს უფრო
ძლიერი მობები. რაც უფრო ძლიერია მობი, მით უფრო მეტი მსხვერპლის სისხლი იდროპება.
თუ დანაყოფს ეხმარებათ თავიანთი ცხოველები მაშონ დროპის შანსი ვარდება.
ფესტივალის დამთავრების შემდეგ დანაყოფის ლიდერი უნდა დარეგისტრირდეს ფესტივალის
გიდთან 40 წუთის განმავლობაში. თუ ეს 40 წუთის განმავლობაში არ მოხდა, რეზულტატი
ანულირებული იქნება. რეკორდის გაგებაც შეიძლება ფესტივალის გიდისგან.
შვიდი ნიშნისათვის ბრძოლის შემდეგ, ერთ ერთი მხარე, რომელიც მოხსნის რეკორდს,
ფესტივალის გიდისგან მიიღებს ძველებურ ადენას (Ancient Adena). ფესტივალის თითოეულ
დონეზე მყარდება თავისი რეკორდი. ყველა შენატანი ხურდავდება ძველებურ ადენაზე და
ნაწილდება გამარჯვებულ დანაყოფებზე. პრიზების მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ
დანაყოფებს, რომლებიც მიეკუთვნებიან შვიდი ნიშნისათვის ბრძოლაში გამარჯვებულ
მხარეს.
პრიზები რიგდება შემდეგი ბრძოლის დაწყებამდე.
შვიდი
ნიშნისათვის ბრძოლის დამთავრება
გამარჯვებულების და დამარცხებულების გამოვლენა.
გამარჯვებული მხარის გამოვლენის შემდეგ გამარჯვებულებს შეუძლიათ ეწვიონ თავიანთ
მხარის მოციქულებს და მიიღონ ჯილდო - ძველი ადენები. ჯილდო იზომება სემდეგნაირად: 1
ქულა - 1 ძველებური ადენა.
ძველი ადენის შეძენა
შვიდი ნიშნისათვის ბრძოლის დამთავრების შემდეგ იწყება ნიშნის ფლობის პერიოდი.
ამ პერიოდისათვის მღვდლებს შეუძლიათ გადაცვალონ, ბრძოლის დრომ მიცემული ქვები
ძველებურ ადენებზე და მიეცეთ გამარჯვებულებს. თუ მოთამაშეებს ბრძოლის დროს არ
მიუციათ მღვდლისთვის ქვები, მაშინ მათ შეუძლიათ გადაცვალოს ისინი, ძველ ადენებზე,
ნიშნის ფლობის პერიოდში. წაგებულ მხარეს არ შეუძლიათ ამის გაკეთება მაგრამ შეუძლიათ
გამოიყენონ დაგროვილი ქვები შემდეგ, თუ ისინი მოიგებენ. თუ ძველი ადენა არ იქნა
გამოყენებული ნიშნის ფლობის დროს, მაშინ მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მარტო
შემდეგი მოგების დროს.
ნივთების ყიდვა
მოგებულს შეუძლია იყიდოს ძველ ადენებზე ისეთი ნივთები რაც ჩვეულებრივ მაღაზიებში არ
იყიდება. ამოსათვის უნდ ამიხვიდეთ მღვდლებთან.
ნიშნის მფლობელის შეცვლა
ნიშნის მფლობელის შეცვლა ხდება იმის მიხედვით თუ ვინ მოიგო და აგრეთვე ამომრჩევლის
პროცენტულობაზე.
• თუკი ნიშანი უკვე ეკუთვნოდა სხვა ოპპონენტს და მოგებულს სურს დაეუფლოს მას მაშინ
ნიშანს ხმა უნდა მისცეს არმიის მინიმუმ 35%-მა. თუკი ეს რაოდენობა არ შეგროვდება
ნიშნის მიღება შეუძლებელია.
• თუკი ნიშანი ისედაც მოგებულს ეკუთვნოდა, მაშინ მას შეუძლია შეინარჩუნოს ის იმ
შემთხვევაში თუკი მებრძოლთა 10% ამაზე თანახმაა. თუკი მას ახალი ნიშნის მიღება სურს
მას ხმა უნდა მისცეს 35%-მა.
5)
ცა ადენის თავზე
თუ კი აისის არმია იმარჯვებს მაშინ ხდება მზის დაბნელება და ცა იასამნისფერი ხდება
– რაც ქაოსს მოასწავებს. ხოლო თუ დაისის რევოლუციური არმია იმარჯვებს მაშინ ხდება
მთვარის დაბნელება და ცაზე შილენის ყოვლისშემძლე თვალი ჩდება, რაც განადგურების
მომასწავებელია
შვიდი ნიშნის მოქმედება
ყველა ნიშანი
მოგებულ მხარეს ასაჩუქრებს, ხოლო წაგებულს აჯარიმებს.
წყურვილის ნიშანი (Seal of Avarice)
მოგების შემდეგ ნეკროპოლში მხოლოდ მოგებული მხარის წარმომადგენლებს შეუძლიათ
შესვლა, მათ ვისაც აქვთ ეს ნიშანი. ის ვინც ნეკროპოლში მის გარეშე არაპატიოსანი
გზით შეახწევს გამოძევებული იქნება ნებისმიერი მონსტირს ან NPC-ის მიერ. თუკი
არცერთ მხარეს არ აქვს ნიშანი მაშინ ნეკროპოლში ვერავინ შევა.
მოგებულ მხარეს ნეკროპოლში შეუძლია დაიბუფოს. ამ ბუფების ხანგრძლივობა 1-დან 2
საათამდეა. აგრეთვე ნეკროპოლს შიგნით ტელეპორტაცია უფასოა.
ნეკროპოლში შეიძლება გაჩნდეს ორი სახის რეიდ-ბოსი Lillith და Anakim, ისინი
აუცილებელი არიან Soul Cryltal-ის მე-11 ლეველამდე ასაყვანად.
ნეკროპოლში ჩდებიან Trader of Mammon, რომლებთანაც სხვადასხვა ნივთების ყიდვაა
შესაძლებელი ძველი ადენებით. ეს ვაჭრები არ ზიან ერთ ადგილას, ისინი ტელეპორტაციით
გადადიან ერთი ნეკროპოლიდან მეორეში.
ცნობიერების ნიშანი (Seal of Gnosis)
მოგების შემდეგ კატაკომბებში მხოლოდ მოგებული მხარის წარმომადგენლებს შეუძლიათ
შესვლა, მათ ვისაც აქვთ ეს ნიშანი. ის ვინც ნეკროპოლში მის გარეშე არაპატიოსანი
გზით შეახწევს გამოძევებული იქნება ნებისმიერი მონსტირს ან NPC-ის მიერ. თუკი
არცერთ მხარეს არ აქვს ნიშანი მაშინ კატაკომბებში ვერავინ შევა.
კატაკომბებში ტელეპორტაცია უფრო იაფია.
მოგების შემდეგ ქალაქებში, საწყისი სოფლების გარდა, გადაადგილდება Preacher of Doom
და დებაფს უკეთებს წაგებული მხარის წარმომადგენლებს. ამ დებაფების ხანგრძლივობა
1-დან 2 საათამდეა.
მოგების შემდეგ ქალაქებში, საწყისი სოფლების გარდა, გადაადგილდება Oracle of
Revelations და მოგებულ მხარეს ბუფავს. ამ ბუფების ხანგრძლივობა 1-დან 2 საათამდეა.
კატაკომბებში ჩნდებიან blacksmith of Mammon, რომლებთანაც სხვადასხვა ნივთების
გადაცვლა და აფგრეიდის გაკეთებაა შესაძლებელი ძველი ადენებით. ეს ვაჭრები არ ზიან
ერთ ადგილას, ისინი ტელეპორტაციით გადადიან ერთი კატაკომბიდან მეორეში.
ბრძოლის ნიშანი (Seal of Strife)
თუკი ნიშანს აისის ლორდები ფლობენ, მაშინ:
•ციხესიმაგრის მფლობელებს შეუძლიათ დაიქირაონ ელიტარული მცველები (Dawn
Mercenary), ქალაქის დასაცავად.
•იაფდება ციხესიმაგრის კედლების და კარიბჭის მოდერნიზაცია.
•ძლიერდება ციხესიმაგრის თავდაცვა.
•ციხესიმაგრის მფლობელებს შეუძლიათ დააწესონ მაქსიმალური გადასახადები 25%.
ხოლო თუ ნიშანი დაისის რევოლუციური არმიის ხელშია:
•ქალაქის მფლობელებს მხოლოდ ყველაზე სუსტი ცველების აყვანა შეუძლიათ (Rookie
Mercenary).
•ძალიან ძვირდება ციხესიმაგრის კედლების და კარიბჭის მოდერნიზაცია.
•სუსტდება ციხესიმაგრის თავდაცვა.
•ციხესიმაგრის მფლობელებს შეუძლიათ დააწესონ მაქსიმალური გადასახადები 5%.
•საბრძოლო დრაკონებით ფრენა შეუძლებელია.
6) კატაკომბებში და ნეკროპოლში შესვლა.
წაგებულებს არ შეუძლიათკატაკომბებში ან ნეკროპოლში შესვლა, ეს მხოლოდ მოგებულ
მხარეს ძალუძს. თუკი ისინი შემთხვევით კატაკომბებში აღმოცნდებიან მათ ტელეპორტაციას
გაუკეთებენ უახლოეს სოფელში.
საგნები
1) ქვები
ქვებს ყრიან მონსტრები კატაკომბებში და ნეკროპოლებში. წითელი ქვები ყველაზე
ძვირფასია, მწვანე – ნაკლებად, ხოლო ლურჯები ყველაზე იაფია. თუკი ამ ქვებს ქალაქის
მღვდლებს ჩააბარებსის მხარე რომელ მხარესაც პერსონაჟი იბრძვის ქულებს მიიღებს. 3
ქულას ლურჯისთვის, 5-ს – მწვანის და 10-ს წითელი ქვისთვის.
2) ძველებური ადენა.
მათი მიღება ქვების გაყიდვით შიძლება. ძველებური ადენის გადაცვლა შესაძლებელი შავ
ბაზარზე კურსით 1:1. ძველებური ადენით შესაძლებელია ნივთების შესყიდვა აისის ან
დაისის მღვდელთან, Trader of Mammon, blacksmith of Mammon-თან
3) სამი ნიშნის პროტოკოლი (The Record of Seven Signs)
ეს ნივთი შესაძლებელს ხდის თვალყური ადევნო 7-ივე ნიშნის მდგომარეობას ივენთის
დროს. მისი ყიდვა შესაძლებელია 500 ადენად აისის ან დაისის მღვდელთან.
4) აისის ლორდის სერთიფიკატი.
ეს ნივთი საშუალებას აძლევს პერსონაჟს, რომელიც კლანის მფლობელებს არ
მიეკუთვნება, მიიღოს მონაწილეობა ნიშნისთვის ბრძოლაში აისის ლორდების მხარეს.
ავტორი: lashpertini
|
|
ვისაც გობი მიჰქონდა და ვისაც საცერი, ყველა კვნესოდაო.
|
|