language

Loading...



Loading...
 


შემგროვებობისას გამოიყენება სამი სქილი: Spoil, Spoil Festival და Sweeper. პირველი ორი სქილი გამოიყენება მობებზე შეტევის დროს ან შეტევამდე. ხოლო მესამე უკვე მკვდარ მობზე ოღონდ კონკრეტულ შემთხვევაში. Spoil Festival აქვს მხოლოდ Scavenger-ებს. ეს სქილი იგივეა რაც Spoil, ოღონდ ეს გამოიყენება რამოდენიმე მობზე ერთად. გირჩევთ ეს სქილები გამოიტანოთ სწრაფი მოქმედების პანელზე, რადგანაც მათი გამოყენება მოგიწევთ ხშირად.


Spoil, Spoil Festival და Sweeper-ის აღწერა

დავიწყოთ Spoil-ის დაწვრილებითი აღწერა. თუ წავიკითხავთ ამ სქილის აღწერას გასაგები ხდება, რომ მისი გამოყენებისას მოთამაშეს ეძლევა შანსი დადროპოს უფრო საჭირო ნივთი.


მონიშნეთ მობი და დააჭირეთ Spoil-ს. თქვენი გნომი გაიქცევა მის დასასპოილებლად. თქვენ დაინახავთ როგორ განათდება ფეიერვერკი მობის თავზე და ამის შემდეგ ჩატის ფანჯარაში დაიწერება გამოვიდა თუ არა Spoil-ი.


Spoil-ი

Spoil-ი ითვლება თავდასხმად, ასე რომ მისი გამოყენების მერე მობი შეგიტევთ, გნომიც ასევე შეუტევს Spoil-ის გამოყენების შემდეგ. უკვე დასპოილებული მობის ხელახლა დასპოილება შეუძლებელია. Spoil-ი შეიძლება გამოვიყენით ბრძოლის დროსაც, მანამდე სანამ მობი მოკვდება.

როდესაც მკვდარი მობი გალურჯდება მონიშნეთ იგი (Shift + მაუსის მარცხენა ღილაკი) და გამოიყენეთ სქილი Sweeper. ამის შემდეგ ჩატის პანჯარაში დაიწერება თუ რა ნივთი დადროპა მობმა. ამგვარი ხერხით შეიძლება მივიღოთ ერთდროულად რამოდენიმე ნივთი ერთი მობიდან, მაგრამ არა სამზე მეტი სახის ნივთი. მაგალითად ერთმა მობმა შეიძლება დადროპოს 2-3 Iron Ore და რეცეპტი: Steel, მეორე მობმა კი შეიძლება დადროპოს 1 Varnish. გახსოვდეთ, რომ მკვდარი მობი ადრე თუ გვიან გაქრება, ამიტომაც დროზე უნდა მოასწროთ Sweeper-ის გაკეთება.
და კიდევ ერთი. არაა აუცილებელი თქვენ მოკლათ მობი. შეიძლება დაასპოილო მობი რომელსაც სხვა კლავს და მიიღო იგივე ეფექტი. როგორც ასეთი, სხვა მოთამაშეებს არ აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ მათთან ერთად დარბის გნომი და აგროვებს რესურსებს მათ მიერ მოკლული მობებიდან.

ყველა მობს ააქვს თავისი აგრესიის სკალა, რაც მოქმედებს ნებისმიერ მოთამაშეზე რომელიც შეუტევს მას. ჩვეულებრივ მობი უტევს იმ მოთამაშეს რომლის აგრესიის სკალა არის ყველაზე მაღლა (ყოველთვის ესე არ არის, მობმა შეიძლება შეუტიოს ჯგუფში ყველაზე სუსტ მოთამაშეს). მობზე შეტევისას, სქილის ან მაგიის გამოყენებისას მოთამაშეები ზევით-ქვევით მოძრაობენ ამ სკალაზე. Spoil-ის გამოყენება ზედიზედ ორი კრიტიკული დარტყმის ექვივალენტურია, ასევე ექვივალენტურია ორი სამკურნალო მაგიის მოთამაშეებზე ან დაბაფვის მობებთან ახლოს. კრიტიკული სიტუაციის დროს Spoil-ი შეიძლება გამოიყენოთ იმისთვის, რომ მიიპყროთ მობის ყურადღება, რათა უშველო სხვა მოთამაშეს (ხშირ შემთხვავეში მკურნალს) მობის აგრესიისგან.
Spoil Festival-ი იგივეა რაც Spoil, ოღონდ ეს გამოიყენება რამოდენიმე მობზე ერთად. უპრიანია მისი გამოყენება მაშინ როცა გნომი ნადირობს შუბით ან ალებარდით ჯგუფურად შეკრებილ მობებზე რომელთა HP როგორც ასეთი ცოტაა.

ავტორი: lashpertini

 
999 
999 





cstrike
wow


კაცი თავის თვალში ძელს არა ხედავს და სხვის თვალში ბალანსაც დაინახავს.

 
   
  Predator.ge 2008 - 2024 წელი  
 
 
 

ქართული English Russian