language

Loading...



Loading...
 
რასები და კლასები


მებრძოლი

მებრძოლი - ადამიან მეომრის განვითარებული კლასია, რომელიც ფიზიკურ ძალას ეყრდნობა. რადგან მებრძოლები არ მიეკუთვნებიან რეგულარულ არმიას, ისინი უფრო ხშირად მარტონი არიან. მებრძოლები ცდილობენ რაც შეიძლება კარგად შეისწავლონ ხმლის ხმარება, და ძალის და ძლევამოსილებისკენ მისწრაფების გამო ისინი დაშორებულნი არიან სხვა ადამიანებს, რათა მეტი ხურადღება მიაქციონ საკუთარ ვარჯიშებს. მებრძოლებს იზიდავთ შორეულ სოფლებში ცხოვრება და ცხოვრების უხეში წესი. მებრძოლი ოსტატდება კონტაქტურ ბრძოლაზე კერძოდ კი თავდასხმაზე. ისინი თავის შესაძლებლობებს აძლიერებენ მონსტრების ხოცვის განხრით. პარტიაში თამაშისას, მათ ასევე შეუძლიათ ტანკის როლიც მიიღონ. თუმცა, მათი პირველი სპეციალობა რაც შეიძლება მეტი დაზიანების მიყენებაა.

რაინდი

ადამიანი რაინდები იღებენ საბრძოლო ცოდნას სამთავრობო ორგანიზაციაში. ამიტომ, რომ გახდეთ ადამიანი რაინდი, პერსონაჟი უნდა დარეგისტრირდეს რაინდთა გილდიაში, რომელიც ლორდის სასახლესთან ახლოს არის. რაინდები ღირსებას თავის უდიდეს პრიორიტეტად თვლიან და მზად არიან თავი გასწირონ საკუთარი ქვეყნის და მეფის გამო. ერთხელიანი ხმალი და ფარი მათი მთავარი აღჭურვილობაა. რაინდი ოსტატდება კონტაქტურ ბრძოლაზე კერძოდ კი დაცვაზე. მათი დაცვის შესაძლებლობები გამაოგნებელია, და მათი შესაძლებლობა თავის განკურნვისა აძლევს მათ საშვალებას დიდი ხნის ნადირობისა კომპანიონის დახმარების გარეშეც კი. პატიაში ბრძოლისას, რაინდები ცდილობენ მონსტრის ყურადღება და შეტევა საკუთარ თავზე აიღონ, რაც პარტიის სხვა წევრებს საშუალებას აძლევს რაც შეიძლება სასიკვდილო და ძლიერი დარტყმები მიაყენოს მონსტრს.

მზვერავი

მზვერავი- მეომარია, რომელიც თვლის რომ მოხერხებულობა ძალას ჯობია და შემოსავალი ღირსებას. წინა ორი კლასისაგან განსხვავებით, ეს მეომრები უპირატესობას შორს მოქმედ იარაღს ანიჭებენ. მათ ურჩევნიათ ხანჯალი, მშვილდი და მსუბუქი აბჯარი, რადგან დიდ ხმალს და მძიმე აბჯარს მათი მოხერხებულობის შემცირება შეუძლიათ. მზვერავის მთავარი საქმეა დაზვერვა, დასმენა და მკვლელობა. იშვიათად მზვერავებს როგორც ჯგუფს ქირაობენ რადგან გამოიყენონ მშვილდოსნებათ. მზვერავისავით ნადირობა შეიძლება წარმოუდგენლად საშიში იყოს. მათი დაცვა, დარტყმის აცელაა იარაღი კი ხანჯალი ან მშვილდი, მზვერავებს შეიძლება გაუძნელდეთ მარტოობა დიდი დონის მონსტრთან ბრძოლისას. პარტიაში თამაშისას, მზვერავები საკმაოდ ჭკვიანნი არიან რომ არ იმოქმედონ როგორც ტანკებმა. ამის მაგივრად, ბევრ საბრძოლო სიტუაციაში, მათ შეუძლიათ იყვნენ გამოსადეგნი, რადგან კრიტიკული დარტყმის დიდი შანსი აქვთ და ასევე შეუძლიათ პარტიას უკან გაყვნენ, რათა შორიდან მიაყენონ ზიანი მოწინააღმდეგეს, რადგან ისინი მშვილდს კარგად ხმარობენ.

ჯადოქარი

ჯადოქრები თავის ძალას მსოფლიოს ოთხივე ელემენტზე დაყრდნობით ხმარობენ და ამასთან ერთად მათ ნათელი და ბნელი მაგიის შესწავლაც მოახერხეს. მოგვიანებით ისინი იძლიერებენ ამ ელემენტების ცოდნას და ახდენენ მათ შერწყმას რათა გამოიყენონ თავიანთ მაგიაში. ადამიანი ჯადოქრების უმეტესობა "ივორი" კოშკში დაოსტატდა ან სხვა ჯადოქრების მოწაფენი არიან, რომლებიც ამ კოშკიდან წამოვიდნენ. მათ შეუძლიათ გამოიყენონ საშუალო დონის ელემენტარული მაგია, ასევე ბნელი მაგია და სულების მოხმობის მაგია. ადამიანი ჯადოქარი დაოსტატებულია ელემენტარულ მაგიაში, სულთა მოხმობის მაგიაში და ბნელ მაგიაში, ანუ მას შეუძლია მოიხმოს სული და გამოიყენოს იგი როგორც ტანკი ან ამოწოვოს ენერგია მონსტრს და მაგიური ძალა გაიდიდოს. პარტიაში თამაშისას, ადამიანი ჯადოქრები დიდ ზიანს აყენებენ მოწინააღმდეგეს თავისი ძლიერი მაგიების დახმარებით.

წმინდანი

წმინდანები ეს არიან მაგიკოსები, რომლებიც ხმარობენ ღვთიურ ძალას რათა მოახდინონ სასწაულები. საერთოდ ისინი მიეკუთვნებიან რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას, მაგრამ ზოგი უარს ამბობს რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე და მარტო მოქმედებს საკუთარი მრწამსით. მათი მაგია უპირველესყოვლისა გამოიყენება, რათა სხვებს დაეხმარნონ. თავისი პროფესიის და ბუნების გამო, ისინი ხშირად მოგზაურობენ, რათა ჩაიდინონ სხვადასხვა საქმეები თავის რელიგიის სახელით. წმინდანებმა აირჩიეს თეთრი მაგია და დახმარების მაგია, და არა პირდაპირი მაგიური შეტევა. მარტო თამაშისას წმინდანებს შეუძლიათ გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობები მაგიის გამოყენებით და მსუბუქი აბჯრის ხმარებით. თუმცა, რადგან მათი ფიზიკური შესაძლებლობები ძალიან ჩამორჩება მეომრისას, ისინი - ნელი მონადირეები არიან. მაგრამ რადგან მათ შეუძლიათ შეუწყვეტლად ნადირობა, საკუთარი ჭრილობების განკურვნით, ისინი ყველაზე ცუდი მონადირეებიც არ არიან. რადგან წმინდანებს შეუძლიათ გამოიყენონ თეთრი მაგია და დამხმარე მაგია, მათ აუცილებელ ატრიბუტად თვლიან პარტიისთვის, რომ შეულოცონ ძლევამოსილება, ფარი და განკურნონ, გარდა ამისა, კრიზისულ სიტუაციებში, წმინდანს შეუძლია მართოს ბრბო, ძილის შელოცვის დახმარებით.

მთავარსარდალი

მთავარსარდალი გაცილებით კომფორტულად გრძნობს თავს მასობრივ ბატალიებში. იგი იარაღად პიკას ან ალებარდას ირჩევს. იძახებს რა ელვის ძალას და გარშემომყოფ მტრებს მუხლებში ამტვრევს. ძალზედ სასარგებლო პროფესიაა მასობრივ ბატალიებში და ჯგუფურ ნადირობებში.

გლადიატორი
არავინაა უკეთესი ახლო ბძოლაში გარდა გლადიატორისა. მტერი ტყუილად ცდილობს თავი აარიდოს მის დამანრგეველ შეტევებს. გლადიატორი მასტერია დუალი იარაღების გამოყენების. მისი სამმაგი დარტყმა ბევრისთვის უკანასკნელი ხდება.

რაინდი

რაინდი წმინდა სულებს ემსახურება, რათა გაანადგუროს ქვეყანაზე ფეხმოკიდებული ქაოსი და დემონური ძალები. მას შეუძლია თავი განიკურნოს წმინდა შელოცვით (Holy Blessing) და სიძულვილის აურით(Hate Aura) დაიცვას მეგობრები.

ბნელი შურისმაძიებელი

რაინდისგან განსხვავებით ბნელი შურისმაძიებელი შავი მაგიით სარგებლობს. იგი მიცვალებულებისგან ბოლო სიცოცხლის წყაროს იწოვს(Life Scavenge) და მიღებულ ზიანს უკან უბრუნებს მტერს(Reflect Damage).

განძის მაძიებელი

ცნობილი, როგორც "ბნელეთიდან მოპარული საშიშროება", განძის მაძიებელი მოქმედებს მხოლოდ თავისი მიზნების სასარგებლოდ. ჩუმი ნაბიჯით(Silent Move) მას შეუძლია ჩუმად შევიდეს და ისეირნოს აგრესიული მონსტრების საბინადროში და უკნიდან დარტყმით გაანადგუროს მეტოქე(Backstab).

შევარდენის თვალი

თავისი მოძმისგან, განძის მაძიებლისგან განსხვავებით, შევარდენის თვალი, გასანადგურებლად მშვილდს ირჩევს. მისი სიზუსტე და ძალა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს მტრისთვის.

ალქიმიკოსი

ძალზედ რთული და საინტერესო მაგიკოსი, რომელიც ცეცხლის ძალით ანადგურებს ყველას, ვინც წინ დაუდგება. დამაძინებელი ნისლით(Sleeping Cloud) მას შეუძლია ტრანსის მდგომარეობაში ჩააგდოს რამოდენიმე მეტოქე ერთად.

ნეკრომანტი

ნეკრომანტი იყენებს ბნელეთის მაგიას და მკვდარი სხულებისგან გამოყავს ზომბები(Summon Cursed Man), რომლებიც ემსახურებიან მას და მასთან ერთად იბრძვიან.

მაგიკოსი

მაგიკოსი იყენებს გამოძახების უმაღლეს მაგიას, რათა არაფრისგან გამოიძახოს სასტიკი და დაუნდობელი არსებები. სხვა მაგებისგან გასნხვავებით, იგი პირდაპირ არ ერთვება ბრძოლაში, არამედ საჭიროების შემთხვევაში განკურნავს თავის მსახურს, ადებს მას მაგიური დაცვის და ფიზიკური დარტყმის სისწრაფის შელოცვებს

ეპისკოპოსი

ეპისკოპოსი წმინდა ადამიანია, რომელიც განკურნვის და გამრთელების საოცრებებს ფლობს. იგი ძალზედ სასურველია ჯგუფებში, რომლებიც ხშირად ვარდებიან სახიფათო მდგომარეობაში. იგი აგრეთვე ფლობს მაგიას, რომელიც ანადგურებს ბნელ ძალებს. მას შეუძლია განკურნოს მოწამვლა, პარალიჩი, სისხლისდენა, აღიდგინოს ფიზიკური ძალა.

წინასწარმეტყველი

დაცვითი მაგიის გამოყენებით, წინასწარმეტყველი აძლიერებს თავის თანამონაწილეებს და ასუსტებს მეტოქეებს. ღმერთების დახმარებით, იგი უძლიერებს ფიზიკურ ენერგიას და ძალას თანაჯგუფელებს. აგრეთვე იმატებს თავის პირად მაგიურ ენერგიას(Bless The Body).

შემროვებელი

ჯუჯების სამყაროში 2 ტიპის პროფესიაა: შემგროვებელი იქექება მონსტრებში და იღებს ისეთ მატერიალებს, რომელსაც სხვა ვერავინ იხილავს. შემგროვებელი განვითარებული ჯუჯა მეომარია, რომელიც მოგვიანებით მენაგვეს ემსგავსება.

ოსტატი

შემგროვებელისგან განსხვავებით, ოსტატი მყუდრო და თბილ ოთახში ყოფნას ამჯობინებს, სადაც იგი უმაღლეს ხარისხიან ნივთებს ქმნის რესურსების მეშვეობით. საქმეს თუ დაჭირდება ხელჩართულ ბრძოლაშიც ჩაერთვება და მექანიკურ მანქანებს გამოიყვანს დამხმარედ.

ჯილდოებზე მონადირე

ჯილდოებზე მონადირე ყველაფერს მოგიტანთ რასაც შეუკვეთავთ. მას მენაგვეს ადარებენ, რომელიც მონსტრების სხეულებში იქექება და სასურველ ნივთებს პარავს მათ. იგი აგრეთვე გამოცდილი მეომარია.

მჭედელი

მჭედელი ნამდვილი ოსტატია ნივთების შექმნაში. დანაგრეველი მანქანების გამოძახებით, იგი სასურველი პირია ყველა შემტევი ლორდისთვის. მას შეუძლია, როგორც შექმნას ნივთები, ასევე დაშალოს ისინი, რათა მიითოს სხვადასხვა კლასის კრისტალები.

ელფი რაინდი

ელფი რაინდები - მეომრები, რომლებმაც მიიღეს პროფესიონალური ცოდნა, მახვილის ხმარებისა. რომ უფრო ეფექტური თვისებები შეეძინათ თავდასხმისა და დაცვისა, ისინი განაგრძობენ თავის შესაძლებლობების ვარჯიშს მითრილურ მატერიალებით, რომლებიც ყველაზე კარგი გამოსაყენებელია ელფებისათვის. ელფი რაინდები გამოირჩევიან სხვა რაინდებისგან თავის დიდი მოქნილობით და ენერგიის აღდგენის მაგიით. მათი სწრაფი მოძრაობა და სისწრაფის "ბაფები" დიდ რეპუტაციას სძენენ მათ ჯგუფებში.

ელფი მზვერავი

ზოგი ელფი უპირატესობას მშვილდს ანიჭებს, ეს მეომრები არიან ელფი მზვერავები. ისინი კარგად გრძნობენ თავს ტყეებში, მათი ძირითადი აღჭურვილობა კი მშვილდი, ხანჯალი და მსუბუქი აბჯარია. ელფი მზვერავის თამაშის სტილი ადამიანი მზვერავის სტილს ჰგავს, რომლის შესაძლებლობებიც უფრო გამოდგება ტყეებისთვის. მათი მაგიების გამო, ელფი მზვერავები სასურველნი არიან ნებისმიერი ჯგუფისთვის, მათი სისწრაფე და მოქნილობა შეუდარებელს ხდით მათ დაზვერვაში და დისტანციურ ბრძოლებში.

ელფი ჯადოქარი

ელფი ჯადოქრები მაგიებს ხმარობენ ოთხივე ელემენტით, ასევე ბნელი და ნათელი ძალით, შემდეგ აძლიერებენ ამ მაგიებს და აერთებენ სხვა მაგიებთან. ელფ ჯადოქრებს შეუძლიათ საშუალო დონის ელემენტარული მაგიის და მოხმობის მაგიის გამოყენება. ელფ ჯადოქრის თამაშის სტილი სხვა რასის ჯადოქრების თამაშის სტილს ჰგავს, თუმცა, მაგიების თვისებები და თვისებები იმ სულების რომლებსაც ისინი იხმობენ, სხვა რასების ჯადოქრების მაგიებისგან განსხვავდება. ისინი სწრაფად წარმოთქვავენ ჯადოს, მაგრამ მათი მაგიური ძალა ოდნავ სუსტია სხვა ჯადოქრებზე, და მათ შავი მაგიის ხმარება არ შეუძლიათ.

ელფი ორაკული

ელფი ორაკული - მაგიკოსი, რომელიც ხმარობენ ღვთიურ ძალას, რომ მოახდიდონ სასწაულები. თუმცა ისინი ისეთივე შესაძლებლობებს ფლობენ როგორსაც ადამიანი წმინდანები, ისინი უკეთეს ღმერთებს ეთაყვანებიან, და უკეთესი შელოცვები გააჩნიათ. ელფი ორაკულის თამაშის სტილი ჰგავს წმინდაის სტილს. მაგრამ, ელფი ორაკულები უფრო ბევრი მაგიით არიან დაჯილდოვებულნი, თანაც ბევრად სწრაფად მოძრაობენ და ბევრად სწრაფად წარმოთქვამენ შელოცვას.

მონასტრის რაინდი

მონასტრის რაინდი ხმლის ხმარების ოსტატია. იგი თავის ფიზიკურ ძალასთანს ერთად ღმერთების ძალაზე ეყრდნობა. მას შეუძლია დამხმარე კუბიკების გამოყენება. Storm Cubic, რომელიც მტერს ზიანს აყენებს და Life Cubic, რომელიც სიცოცხლეს უვსებს მონასტრის ნაირნდს.

ხმლის მომღერალი

ხმლის მომღერალი შესანიშნავ ხმას ფლობს, რითაც მორალს და ძალას ჰმატებს ჯგუფის წევრებს. მისი სიმღერა ძალზედ სასარგებლოა. იგი ეხმარება ფიზიკური ზალის აღდგენაში(Song of life) და ფიზიკური დაცვის გაძლიერებაში(Song of Earth).

მინდვრებზე მოსიარულე

მინდრვებზე მოსიარულე, ქალაქში ცხოვრებას ბუნებას ამჯობინებს. იგი ავანტიურისტია. უკნიდან ეპარება მეტოქეს და ისე ანადგურებს მას. აგრეთვე ანკესის გამოყენებით მას შეუძლია გამოიყვანოს ნეიბისმიერი მონსტრი, რათა სარგებელი მოუტანოს თანაპარტიელს.

ვერცხლის მაყურებელი

ვერცხლის მაყურებელი იდეალური ელფი მეომარია მშვილდის ხმარებაში. მას შეუძლია ორმაგი ისარი ისროლოს(Double Shot) და ერთი გასროლით ზიანი მიაყენოს რამოდენიმე მეტოქეს(Burst Shot).

ჯადოების მომღერალი

ჯადოების მომღერალი კარგად იცნობს ელემენტალურ მაგიას. იგი ძირითადად იყენებს წყლის ძალას. იყენებს ფარს, რომელიც მტერს უკან უბრუნებს ტკივილს(Freezing Skin). აგრეთვე შეუძლია მეტოქეს ესროლო ყინულის დაშნა,რომელიც სისხლდენას იწვევს.

ელემენტალების გამომყვანი

ელემენტალების გამომყვანი კარგად იცნობს ბუნების ძალებს და მათ დამხმარედ იყენებს. როგორც სხვა გამომყვანი მაგიკოსები, იგი პირდაპირ ბრძოლაში არ ერთვება, არამედ შორიდან ეხმარება თავის მსახურს.

ელფების უხუცესი

ელფების უხუცესი იაყენებს ნათელ ძალებს, რათა გააძლიეროს თავისი მეგობრები. იგი აძლიერებს ფარის დაცვის სიმძლავრეს(Bless Shield) და ზეციურ ენერგიას იძახებს, რათა დემონებს ზიანი მიაყენოს.

პალუსის რაინდი

შავი ელფი მეომრები, რომლებმაც პროფესიონალური საბრძოლო ტექნიკა შეისწავლეს. პალუსის რაინდის თამაშის სტილი ჩამოგავს სხვა რაინდების სტილ, განსხვავება მხოლოდ ფიკიზურ ძალაშია, რომელიც შავ ელფ მეომარს ყველაზე მეტი აქვს. იგი აგრეთვე იყენებს მაგიას, რათა დაასუსტოს მტერი.

მკვლელი

მეორმები, რომლებიც მსუბუქ აბჯარს, მშვილდს და დაშნას ირჩევენ. ისინი ფიზიკურ სიძლიერეში, უპირატესობას ფლობენ სხვა შესაბამის კლასებზე.

ბნელი მაგიკოსი

ბნელი მაგიკოსები გამოყოფენ მაგიურ ოთხ ძალას, აგრეთვე ნათელ და ბნელ მაგიას. შემდეგ აერთიანებენ სხვადასხვა ელემენტებს და იყენებენ მათი მიზნებისთვის. ბნელი მაგიკოსი მაგიური ძალა დამანრგეველია, მათი გამოყვანილი არსებები დიდ ფიზიკურ ძალას ფლობენ, მაგრამ მათ შელოცვის დაბალი სისწრაფე აქვთ(Cast Speed).

შილიენის მკითხავი

ჯადოქრები, რომლებიც ღმერთების ძალას იყენებენ, რათა საცრებები აკეთონ. მათი თამაშის სტილი ეპისკოპოსის სტილს ჰგავს, მაგრამ შილიენის მკითხავს გაცილებით ძლიერი შელოცვები აქვს, რითაც იგი აძლიერებს ჯგუფის წევრებს.

შილიენის რაინდი

ტაძრის რაინდისგან განსხვავებით, შილიენის რაინდი ჰაერის და შავი მაგიის ძალას იყენებს. იგი გაცილებით ძლიერია. მას შეუძლია გამოიძახოს ვამპირ-ბურთულა(Vampiric Cubic), რომელიც მეტოქეს სიცოცხლეს პარავს და პატრონს უვსებს. მას აქვს აგრეთვე მტრის მოწამვლის ბურთულა(Viper Cubic).

ხმლებით მოცეკვავე

ხმლებით მოცეკვავე იყენებს ორმაგ ხმლებს(Dualswords), რათა გააძლიეროს ჯგუფური ნადირობის ეფექტურობა. მეომრის ცეკვა(Dance Of Warrior) აძლიერებს ფიზიკურ ძალას, ხოლო ცეცხლის ცეკვა(Dance Of Fire), კრიტიკული დარტყმის სიძლიერეს.

უფრსკულის ბინადარი

უფრსკულის ბინადარი კვალიფიცირებული მკვლელია. იგი იყენებს ისეთივე ბრძოლის ტექიკას, როგორსაც ადმიანი მკვლელი, მაგრამ გაცილებით ძლიერი ფიზიკური ძალით აღჭურვილი, უფრსკულის ბინადარი საშიში მოწინააღმდეგეა ყველა რასისთვის.

მოჩვენებათა მზვერავი

შავი ელფების მშვილდის ოსტატი, მოჩვენებათა მზვერავი, ბრძოლობს, როგორც სხვა მშვილდოსანი. მაგრამ, სხვებისგან გასნხვავებით, იგი მაგიას იყენებს, რითაც საგრძნობლად ასუსტებს მოწინააღმდეგის ფიზიკურ დაცვას.

წყევლის მძახებელი

წყევლის მძახებელი იყენებს უმაღლესი ხარისხის ელემენტარულ მაგიას. იგი გამოირჩევა სხვა მაგიკოსებისგან მისი მაგაიური სიძლიერით. მას შეუძლია რამოდენიმე მტერს მიაყენოს დიდი ზიანი(Tempest), ან დიდ მანძილზე დაუშინოს მეტოქეს ქარის დაშნები(Hurricane).

მოჩვენებათა გამომძახებელი

სხვა გამომძახებელ მაგიკოსებისგან განსხვავებით, მოჩვენებათა მზვერავი დასახმარებლად იძახებს სულებს სხვა სამყაროდან. როგოც სხვები, იგი არ ერთვება პირდაპირ ბრძოლაში, არამედ კურნავს თავის მსახურს (Servitor Haste) .

შილიენის უხუცესი

შილიენის უხუცესი ერთ-ერთი ძლიერი ოსტატია დამხმმარე მაგიის გამოყენების. მასა უამრავი გამაძლიერებელი შელოცვები აქვს და საჭიროების შემთხვევაში ძალზედ დიდი სარგებელი მოაქვს ჯგუფისთვის.

ორკი მარადიორი

მარადიორები არიან მებრძოლები რომლებიც საუკუნეების მანძილზე აუმჯობესებდნენ საბრძოლო ხელოვნებას და იარაღის ხმარებას. ისისნი ორკების მთავარი საომარი ძალაა. სხვა მებრძოლებისაგან განსხვავებით მარადიორები ხმარობემ შედარებით მეტ ფიზიკურ ძალაზე დამყარებულ შესაძლებლობებს.

ბერი

პაგიროს თაყვანისცემა ორკების რელიგიაა. ორკ მებრძოლებს შორის უხუცესები ირჩევენ იმათ ვისაც ვისაც სურს განავითაროს ფიზიკური ძალა და არა იარაღის ფლობის ხელოვნება. ესეთი ორკები ხდებიან ბერები. ბერები რომელთა მოძღვრება ძ ლისმიერ გზა არის არ იყენებენ იარაღს, ისისნი სწავლობენ Tangsu-ს გამოყენებას რომელიც მათი ფიზიკური ძალას მაქსიმალურად აძლიერებს. ბერები გამოირჩევიან ხელჩართული ბრძოლის დროს სწრაფი ფიზიკური შეტევით. თამაშის მსვლელობისას ბერს შეუძლია ტატუს გაკეტება მსუბუქ აბჟარზე რომ მოწინააჭმდეგეს მიაყენონ საგრძნობელი ზიანი და მოხერხებლად აიცილოს მოწინნაღმდეგის შეტევა.

ორკი შამანი

ბერი, ცეცხლოვანი ღმერთის მიერ დალოცვილი გზის გავლის შემდეგ ხდება ორკი შამანი. მათ შეუძლიათ დალოცონ მეომრები რომლებიც საბრძოლველად მიდიან და ამით გააუმჯობესონ მათი საბრძოლო თვისებები. მათ ასევე შეუძლიათ მოწინააღმდეგეს დაწყევლონ მტერი რათა უფრო მეტი ზიანი მიაყენოს მებრძოლმა მოწინააჭმდეგეს. ორკი შამანი საკმაოდ მძლავრ ხარდაჭერას წარმოადგენს მებრძოლთა რიგებში, კურნაავს, ხელს უწყობს მაგიური შელოცვებით და გარკვეული კონტაქტური ბროლის გამოცდილებაც გააჩნია.

გამანადგურებელი

განვითარებული მარარადიორს ეძახიან გამანადგურებელს. იგი საკმაოდ გამოცდილი მეომარია, რომელიც საბრძოლო ველზე ყოველთვის წინა ხაზზე დგას ორკების რიგებში. იყენებს ქარბუქს (Whirlwind), რომ დაშალოს მოწინააღმდეგეთა შეჯგუფება და დაუღალავად ბრძოლობს სანამ მისი ყველა მოწინააღმდეგე არ დაეცემა. გამანადგურებლის წმინდა აურა (Destroyer's very aura ) აიძულებს მოწინააღმდეგეს დაიხიოს შიშისა და აგოონიაში.

ტირანი

ტირანი იყენებს იარაღს რომელიც ეხმარემა მის პირად tangs-ს. ის ცეცხლოვანი ხრამის უმაღლესი მოსწავლეა. ტირანი ცნობილია ისეთი ფინტების გამოყენებაში როგორიცაა ძალისხმევის სისწრაფის მომატება (Force Buster), რომელიც იწვევს ენერგიის მოძღვავებას და რამოდენიმე მოწინააღმდეგეს ერთდროულად უტევს; ცეცხლოვანი მუშტი (Burning Fist), იქნევს ცეცხლოვან მუშტებს სასწაული ძალით; ჯოჯოხეთური დარტყმა (Punch of Doom), რომლითაც იგი დიდ ზიანს აყენებს მოწინააღმდეგეს მაგრამ ამასთან ხრჯავს საკმაოდ ბევრ ფიზიკურ ძალას.

მბრძანებელი შამანია, სათვისტომოს ლიდერის კანდიდატი. მას შეუძლია შექმნას საკუთარი კლანები და გამოიყენოს სხვადასხვა მაგიები რომ მხარი დაუჭიროს თავისი კლანის წევრებს. მბრძანებელს მიჰყავს ორკების რასა ზამთრის ბეჭდის ქვეშ (Seal of Winter), რომელიც ამცირებს მოწინააღმდეგის შეტევის სისწრაფეს და პაგიროს შეხედვა (Sight of Paagrio), რომელიც აუმჯობესებს კლანის წევრების დარტყმის სიზუსტეს.

ომში მომღერალი

ომში მომღერალი - შამანია, რომელმაც მიიღო სპეციალური ცოდნა ბრძოლის სიმღერა, რაც ორკების მაგიაში უმაღლესი მწვერვალია. ჯადოსნური სიმღერის შესრულებისას ის მხარს უჭერს თავის მოკავშირეებს. Warcryer-ის მყოლი ჯგუფურ ბრძოლაში ყოველთვის უპირატესობით გამოირჩევა მისი განმარისხებელი სიმღერის წყალობით (Chant of Fury) რომელიც აძლიერებს თვითოეული წევრის შეტევის სისწრაფეს და აცილების სიმღერის (Chant of Evasion), რომელიც უფრო მოხერხებულს ხდის მებრძოლს.

 
999 
999 





cstrike
wow


გოგიაო, გოგიაო, რაც მოგივა, მოგივაო.

 
   
  Predator.ge 2008 - 2024 წელი  
 
 
 

ქართული English Russian