მოთამაშე რომელიც მიაღწევს 75 ლეველს თავისი ქვეკლასით და შეასრულებს ყველა დავალებას რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ რაინდის გზა - მიიღებს არისტოკრატის წოდებას. არისტოკრატებს, იგივე რაინდებს დავარქმევ, ენიჭებათ გარკვეული პრივილეგიები რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ მაგალითად ციხე-სიმაგრის აღებისას ან "რაიდ ბოსებზე" გალაშქრებისას როდესაც ლიდერის როლში გამოდიან. არისტოკრატის ტიტული შეუძლია მიიღოს როგორც ძირითად კლასზე ისე ქვეკლასზე და უფრო მეტიც - ყოველი ქვეკლასი იძენს ამ კლასის დამახასიათებელ სპეციალურ სკილს.
არისტოკრატების პრივილეგიები.
- არისტოკრატებს ააქვთ უნიკალური ტელეპორტირების საშუალება ეგრეთწოდებულ "გეითკიპერებთან" რომლებიც დგანან ქალაქებში. მათ შეუძლიათ გადავიდნენ ისეთ ადგილებშიც, რომლებიც თავდაპირველად არც იყო ‘გეითკიპერების’ სიაში. მაგალითად ციხე სიმაგრეებში.
- არისტოკრატებს შეუძლიათ თავად დაიწერონ თავზე ტიტული, ისე რომ არ შევიდნენ კლანში. ამისათვის მოთამშემ უნდა დააჭიროს კლავიშზე "Title" კლანის ფანჯარაში.
- უბრალო მათამაშეების გარჩევა არისტოკრატებისგან შეიძლება ერთგვარი გვირგვინით თავზე. არისტოკრატები იღებენ ამ გვირგვინს როდესაც ისინი შეასრულებენ კვესტს. ამ გვირგვინის გაყიდვა ან დაგდება არ შეიძლება. შეიძლება მისი მხოლოდ ინვენტარიდან წაშლა.
- PvP-ში არისტოკრატებს აქვთ უპირატესობები შეტევისას სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით.
- ციხის აღებისას მხოლოდ კლანის ლიდერს ააქვს საშუალება ნახოს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენჯერ მოკლეს მისი კლანელები ან რამდენი მოთამაშე მოკლეს მათ. ამასთანავე ისინი ხედავენ კლანელების ადგილსამყოფელს - იგივე შეუძლიათ არისტოკრატებსაც. ამ ბრძანების გამოყენებისას: /siegestatus ლიდერები და არისტოკრატები ხედავენ ამ ინფორმაციას. ინფორმაციის განახლება ხდება ყოველ 30 წამში.
- არისტოკრატის თითოეული გმირობა რეიდ ბოსების მოკვლისა და ციხის აღების დროს დაფიქსირდება და თუ ის გახდება გმირი, მაშინ მისი გმირობები დაიწერება გმირების მონუმენტზე.
არისტოკრატების შესაძლებლობები
- Blessing of Noblesse - ეს არის ბუფი რომელიც შეუძლია გაიკეთოს თვითონ და თავისი გუნდის წევრებს რაიდ-ბოსზე წასვლისას. მოთამშის მოკვლის შემთხვევაში ბოსის მიერ ყველა ბუფი იკარგება მის გაცოცხლებამდე. გაცოცხლების შემდეგ კი ბუფები ბრუნდება, მაგრამ ქრება Lucky Charm და Blessing of Noblesse. ბუფის გასაკეთებლათ საჭიროა 5 ცალი spirit ore.
- Strider Siege Assault – არისტოკრეტი თუ ციხის აღებისას ზის სტრაიდერზე, ამ სკილის გამოყენების შემთხვევაში მისი სტრაიდერი მეტი ძალით ურტყამს კარებსა და კედელს. სკილისთვის საჭიროა 5 ცალი spirit ore.
- Build Advanced Headquarters – ციხის აღებისას არისტოკრატს რომელიც ასევე ციხის ლიდერია შეუძლია დადგას ორჯერ მეტი სიცოცხლის მქონე დროშა. ამისათვის საჭიროა 300 ცალი C-grade Gemstones.
- Wyvern Aegis - ციხის მფლობელ არისტოცრატს შეუძლია მაქსიმალურათ გაუზარდოს თავის ვივერნას მაგიური დაცვა. ამისათვის საჭიროა 20 ცალი spirit ore.
- Summon CP Potion – არისტოცრატს შეუძლია გააკეტოს 20 ცალი high-grade CP potions. ამისათვის საჭიროა 80 ცალი Soul ore.
- Fortune of Noblesse – შეუძლია თავისი პარტიის ყველა წევრს გაუკეთოს ბუფი high-grade CP potions. ამისათვის მას ჭირდება 4 ცალი Lucky Charm: A Grade.
- Harmony of Noblesse - ეს არის არისტოკრატის შესაძლებლობა, რომ მან ერთი სკილით ერთმანეთს შეუთავსოს 4 მაგის ძალა ისეთი კლასებისა როგორიცაა Sorcerer, Spellsinger და Spellhowler. ყოველი მაგის ძალის გამოყენება შეიძლება 5 წამის ინტერვალით. ასევე შესაძლებელია ყველა ძალის ერთად გამოყენება. ეს არის Elemental Assault-ის გაორმაგებული სიძლიერით მიყენებული სტიქიური დარტყმა.
- Symphony of Noblesse - ეს არის არისტოკრატის შესაძლებლობა, რომ მან ერთი სკილით ერთმანეთს შეუთავსოს 8 მაგის ძალა ისეთი კლასებისა როგორიცაა Sorcerer, Spellsinger და Spellhowler. ყოველი მაგის ძალის გამოყენება შეიძლება 5 წამის ინტერვალით. ასევე შესაძლებელია ყველა ძალის ერთად გამოყენება. ეს არის Elemental Assault-ის უკვე გაოოთხმაგებული სიძლიერით მიყენებული სტიქიური დარტყმა.
ავტორი: PXOVELA
|