l2walker არის პროგრამა დაწერილი სპეციალურად Lineage2 თამაშისათვის რომელიც მოთამაშის თამაშში არსებობის ემულაციას ახდენს. პრინციპში იგი ალტერნატიული კლიენტია გრაფიკული ინტერფეისის გარეშე რომლითაც შესაძლებელია იმოქმედო თამაშში ადამიანის ჩაურევლად, ავტომატურად. l2walker ფუნქციონალურად არაფრით არ ჩამოუვარდება ოფიციალურ კლიენტს, პირიქით - ის რაც შეუძლებელია ჩვეულებრივი კლიენტით ხშირ შემთხვევაში რეალიზირებადია l2walker-ის საშუალებით:
-
ავტომატური გაშვება პერსონაჟის მონსტრებთან საბძოლველად ლეველის ასაწევად და გამოცდილების მისაღებად "კაჩაობა"
- ავტომატური მიხმარება "მიბმა" პერსონაჟებზე, სიცოცხლის შევსება და "ბუფის დადება",
-
პერიოდულად ფრაზის გამოცხადება ყიდვა-გაყიდვა-გაცვლის შესახებ
და სხვა.
ყოველივე ამის მიუხედავად l2walker პროგრმის ხმარება აკრძალულია ოფიციალურ სერვერებზე რადგან გარდა იმისა რომ პერსონაჟის განვითარებისას მოთამაშე კარგავს Lineage2-ის მთელ ხიბლს რაზეც დაუღალავად მუშაობდნენ პროგრამისტები და გრაფიკოსები - l2walker-ის დახმარებით პერსონაჟი ხდება იგივე Non Player Character (NPC), რობოტი, რომელთან თამაშს და შეჭიდებას აზრი არ აქ.
ჩვენთან მხოლოდ Hard სერვერზე დაშვებულია L2Walker 10.9.8 ვერსიის გამოყენება (ძველი 10.9.7 ვერსია უსარგებლოა) ისეთი სახით როგორიც დევს სერვერზე. დამატებითი სკრიპტების, პაკეტ-ინჯეკტორების მიბმა და სხვა ვერსის ბოტის გამოყენება - იკრძალება.
Easy და Expert სერვერებზე ყველანაირი პროგრამის ხმარება გარდა კლიენტისა - აკრძალულია!
გადმოწერეთ ფაილი: L2Walker 10.9.8B
(სულ 102 მბ) და გახენით სასურველ დირექტორიაში.
|
მონახეთ hosts ფაილი l2walker-ის პაპკაში და გადაწერეთ C:\Windows\system32\drivers\etc დირექტორიაში. მოთხოვნისას მიეცით გადააწეროს არსებულს თავზე.
|
|
გაუშვით GO.exe ფაილი რომელიც ავტომატურად გახსნის L2Walker-ის ფანჯარას. ზედა მენიუში შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი პერსონჟის ექაუნტის სახელი და პაროლი და დააჭიროთ Login ღილაკს.
|
|
გახსოვდეთ სერვერის წესები:
იკრძალება სერვერზე დადებული პაჩშში ცვლილებების შეტანა, მოდიფიცირება ან სხვა სერვერების პაჩის გადაკეთება ჩვენი სერვერისათვის. ასევე იკრძალება მასზე პაკეტ-ინჯეკტორების და დამხმარე პროგრამების მიბმა.
ვინც გარკვეული არაა რას წარმოადგენს ბოტი ვურჩევთ - ითამაშეთ კლიენტით.
ნუ შეეცდებით ფორუმებზე თუ საიტებზე ნანახი პროგრმაბის სერვერზე გატესტვას, რადგან თითქმის ყველა ცნობილი სკრიპტი სერვერზე დაკეტილია, ამით მხოლოდ პრეცენდენტს შექმნით იყოთ დაბანული.
სერვერზე აღმოჩენილი ბაგები, რაც საშუალებას გაძლევთ სხვა მოთამაშეებზე უპირატესობა მოიპოვოთ ადრე თუ გვიან მაინც გამოაშკარავდება, ამიტომ ჯობია დროულად გააკეთოთ GM-თან რეპორტი იმ ბაგების რომელიც თქვენ უშუალოდ აღმოაჩინეთ.
გაფრთხილება:
დაიბანება ყველა IP მისამართი რომლიდანაც იქნება მცდელობა მოახდინონ პაკეტების მანიპულაცია, იჰაკერონ ან იჩიტერონ.
სერვერის დაცვა ჰაკერებისაგან მნიშვნელოვანია ვიდრე დაბანული IP მისამართის უკან დარჩენილი სხვა უდანაშაულო მოთამაშეები რომლებიც ვეღარ შეძლებენ შემოსვლას.
მიიღეთ ზომები რომ თქვენი ამხანაგების, მეზობლების თუ ინტერნეტ-კაფედან მოთამაშეშეების ქმედება არ გახდეს თქვენი თავის გასამართელებელი მიზეზი.
Easy და Expert სერვერებზე შესვლისას შეამოწმეთ არ გქონდეთ გაშვებული l2walker თუნდაც Hard სერვერზე რადგან ავტომატურად დაიბლოკება ყველა ის ექაუნტი რომლის კომპიუტერზეც აღმოჩენილი იქნება მეხსიერებაში ეს პროგრამა.
|