ბალანსის შევსება
დონატორობა შესაძლებელია განახორციელოთ სწრაფი გადახდის აპარატებიდან რომელიც ეკუთვნის: "თიბისი ფეი" ქსელს.
უპირატესობები:
გადახდის პუქტების სიმრავლე: მაღაზიები, სუპერმარკეტები, სავაჭრო თუ სხვა დაწესებულებები:
TBC PAY-ს ტერმინალების განლაგების ადგილები
აღრაა საჭირო ბანკის რიგში დგომა, ახსნა-განმარტების და ჩვენების ჩაბარება;
აღარაა საჭირო პირადობის მოწმობა და გადარიცხვის საკომისიოს გადახდა;
გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ დროს (24საათი -7დღე);
ბალანსის ასახვა სერვერებზე ხდება მომენტალურად;
ქვევით მოყვანილია თვითმომსახურების ავტომატით სარგებლობის ინსტრუქცია, სად აისახება გადმორიცხული თანხა და როგორ ხდება ბალანსის განკარგვა საინფორმაციო სისტემაში:
1. თვითმომსახურეობის ავტომატის ინტერფეისი მაქსიმალურად მარტივია და გასაგები. პირველ ფანჯარაში ვირჩევთ "ინტერნეტ სერვისი" უბრალო თითის დაჭერით ეკრანზე:
2. მეორე ფანჯარაში ვირჩევთ ჩვენი სერვერის ლოგოტიპს: "PREDATOR":
3. მესამე ფანჯარაში სათამაშო ყუთებიდან ვირჩევთ სერვერს რომელზეც ვთამაშობთ და გვინდა ვიდონატოროთ. სერვისი ჩართულია სამივე სერვერისათვის:
- Easy - მაღალ რეიტიანი სერვერი. რეკომენდირებულია მათთვის ვინც არ უთმობს დიდ დროს Lineage II-ს.
აირჩიეთ ეს ოფცია თუ თქვენ გიზიდავთ მოთამაშეებთან შერკინება და თქვენი საბოლოო მიზანი პერსონაჟის მაქსიმალური განვითარებაა.
- Hard - დაბალრეიტიანი სერვერი. რეკომენდირებულია მათთვის ვინც საშუალო დროს ახარჯავს Lineage II-ს ან ინაზღაურებს განაცდურ დროს ბოტ-პროგრამის დახმარებით.
აირჩიეთ ეს ოფცია თუ თქვენ გიზიდავთ მონსტრებთან შერკინება, გსურთ მიიღოთ მონაწილეობა კლანთაშორის ბატალიებში და ციხეების გარემოცვაში.
- Expert - საშუალო რეიტიანი სერვერი. რეკომენდირებულია მათთვის ვინც დიდ დროს უთმობს Lineage II-ს.
აირჩეთ ეს ოფცია თუ თქვენ გსურთ სრულად ჩაეფლოთ ვირტუალურ სამყაროს ხაოსში და გაიაროთ რთული გზა უბრალოებიდან განდიდებამდე.
4. მეოთხე ფანჯარაში ეკრანზე გამოსახული კლავიატურის მეშვეობით შეგვყავს ექაუნტის (და არა პერსონაჟის)სახელი და ვაწვებით ღილაკს "enter"
5. თუ არჩეული სერვერისათვის სწორედ გაქვთ მითითებული ექაუნტის სახელი ეკრანზე დაინახავთ თვენ პერსონაჟებს (პერსონაჟების სურათები აღებულია ნიმუშებიდან, ნუ გაიკვირვებთ თუ მათ არ აცვიათ ის საჭურველი და არ გამოიყურებიან ისე როგორც თამაშში).
ვრწმუნდებით რომ მართლაც ჩვენ ექაუნტზე ვახორცილებთ ოპერაცის და კვლავ ვაწვებით ღილაკს "წინ"
6. მეხუთე ფანჯარაში საჭიროა ავტომატს მივაწოდოთ თანხა. როგორც კი შევაცურებთ სასურველ კუპიურას აპარატი ეკრანზე აჩვენებს მის ნომინალს. სასურველი თანხის მიწოდების შემდეგ ვაწვებით ღილაკს "გადახდა"
7. მერვე ფანჯარაში ეკრანზე ხდება ჩვენს მიერ განხორციელებულ ოპერაცის დადასტურება და ავტომატი გვიბეჭდავს ჩეკს. ჩეკის შენახვა აუცილებელია.
დონატორობა ნებადართულია მხოლოდ სრულწლოვანთათვის.
გახსოვდეთ, პრედატორების სერვერზე თამაში უფასოა! დონატორობით შემოსული თანხა მოხმარდება პროექტის განვითარებას!
|