language

Loading...



Loading...
 
ახალი ამბები
Lineage II High Five - Expert სერვერის გახსნა31-ოქტ-2012
















სერვერის შესახებ

Lineage II High Five - Expert სერვერი წარმოადგენს ჩვენი ძველი პროექტის განახლებულ ვერსიას. ახალი სერვერი სულ სხვა სისტემით განვითარდება. დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით შემდგომ სიახლეებში. სერვერის გახსნა დაგემილია 1 ნოემბერს 20:00 საათზე.

მცირე დეტალები

სერვერის რეიტები:
  • Exp: 15x - ბრძოლიდან მიღებული გამოცდილება
  • SP: 15x - უნარების შესასწავლად საჭირო ენერგია
  • Spoil: 8x - მატერიალების და რესურსების სპოილის ალბათობა
  • Drop: 8x - ნივთების დროპის ალბათობა
  • RB Drop: 5x - ნივთების დროპი ალბათობა რეიდ და ეპიკური ბოსებიდან
  • Adena: 10x - ადენის რაოდენობა
ALT+B დამატებითი საშუალებები:
  • Buffs - გაზრდილი 60 წუთიანი, რეზისტების და სამონის ბუფების გარეშე, 40 ლეველამდე უფასოდ
  • ProffManager - I პროფესიის აღება - 100k, II პროფესია - 1kk, III პროფესია - 10kk
  • GMShop - ადენაზე იყიდება C - A დონის საჭურველი და იარაღები, ასევე ყველანაირი სოსკები
  • Donate - არა დაგეგმილი

სასიამოვნო გართობას გისურვებთ!

  • კლანის ლიდერის მიერ განაცხადის გამოგზავნა ნიშნავს რომ მისი კლანის ყველა წევრს სურს მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრებაზე და ეთანხმება ამ წესებს.

  • კითხვები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: strongman@predator.ge

  • შეჯიბრების წესები

    შეჯიბრება ჩატარდება ძირითად სერვერზე. განრიგით განსაზგვრულ დროს სერვერზე დაანონსდება მოსამზადებელ პერიოდი, კლანებს ბუფისთვის მიეცემათ 10 წუთი, ამის შემდგომ ონლაინში მყოფი ორივე კლანის ყველა წევრი (ხაზზგასმიტ) ერთიანად დატელეპორტდება შეჯიბრებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე (არა კოლიზეუმში). შერკინება დაიწყება კლანებს შორის არსებული ბარიერის მოხსნისთანავე.

    • აკრძალულია დაგვიანებული კლანის წევრების შემომატება (გმ გადამიყვანე) .

    • აკრძალულია ზონაში ნებისმიერი მფრინავი ობიექტებით გადაადგილება.

    • დაშვებულია ყველა სახის RES, MASS, RESS სკილები და გრაგნილები.

    • საბრძოლო ზონიდან გასული მოთამაშე ავტომატურად გაეთიშება შეჯიბრებას.

    • გამარჯვებულია ის კლანი ვისი წევრებიც საბოლოოდ დარჩებიან ცოცხალი ბრძოლის ველზე.

    ნებისმიერ მსურველს შეუძლია დააკვირდეს შეჯიბრებას ქალაქში მდებარე მაუწყებელი კრისტალების საშუალებით.

    პრიზები

    პირველ ადგილზე გასული კლანის ყველა წევრი მიიღებს სახელის მწვანე შეფერილობას ახალ წლამდე

    გისურვებთ საისამოვნო გართობას სერვერზე!



    დონატ-აქცია Hard სერვერზე20-სექ-2012



    სახალისო, ენერგიული და მშვიდი დასვენების შემდეგ იწყება დაძაბული სასწავლო წელი.

    იმისათვის რომ თამაში უფრო საინტრესო და სახალისო გახდეს გადავწყვიტეთ მოთამაშეებს შევთავაზოთ წამახალისებელი დონატ-აქციები.

    საინფორმაციო სისტემაში პერიოდულად ჩაიდება საჭურველის, იარაღის და სხვადასხვა ნივთების კრებულები დიდი ფასდაკლებებით.

    ამჯერად აქციაზე გამოტანილია 6 ტიპის ყველაზე პოპულარული საჭურველისა და იარაღის კრებული.
    სეტის ნაკრები + იარაღი - ერთი ნივთის ფასად!

    ახალი პროექტი - Lineage II Goddes of Destruction16-აგვ-2012

    GOD სერვერი შექმნილია Easy სერვერის ჩასანაცვლებლად. სერვერი სატესტო რეჟიმში 17 აგვისტოს გაეშვება. 1 სექტემბერს მოხდება Easy სერვერის გათიშვა და GOD სერვერის ძირითად რეჟიმში გადაყვანა. Easy სერვერიდან გადმოდის 6 თვის მანძილზე ჩარიცხული თანხები პროცენტული შეფარდებით. გადმოტანის ფუნქცია ჩადებულია თამაშში არსებული "კომუნიტის" (alt+b) ფანჯარაში.

    რეიტები: XP200x,SP200x,AD400x,RB25x,Q10x
    საინფორმაციო სისტემა13-აპრ-2012

    საინფორმაციო სისტემების ბმულები:

    რას წარმოადგენს საინფორმაციო სისტემა

    საინფორმაციო სიტემიდან შესაძლებელია ინფორმაციის ნახვა საჭურველზე, თუ რა ბონუსებს იძლევა კონკრეტული აბჯრის ნაწილი ან მთლიანი სეტი, იარაღის ბონუსები, სპეციალური თვისებების მქონე იარაღები, ბიჟუტერია და რაიდ ბოსების ბიჟუტერიის ბონუსები, რა რესურსებია საჭირო თვითოეული ნივთის დასაკრაფტავად, სად მოიპოვება რესურსები და საჭურველი. ინფორმაცია მოსტრების და რაიდ ბოსების შესახებ, სად დგანან და რა ნივთებს აგდებენ. ინფორმაცია რასების და კლასების შესახებ, საწყისი სტატები, შესაბამისი დონის სკილები და სკილების აღწერა. ინფორმაცია ციხეების შესახებ, ვის მფლობელობაშია კონკრეტული ციხე, როდისაა დანიშნული ციხეზე შეტევა, ვინ უტევს და ვინ იცავს, ინფორმაცია 7 ნიშნის მდგომარეობის შესახებ და სხვა.

    საინფორმაციო სისტემაში შეგიძლიათ ნახოთ სერვერზე მოქმედი წესები, გაიაროთ რეგისტრაცია, აღადგინოთ პაროლი დავიწყების შემთხვევაში, ნახოთ ინფორმაცია თქვენი პერსონაჟის სტატების შესახებ, დაათვალიეროთ ინვენტარი, აღებული ქვესტები, ნასწავლი უნარები, მიიღოთ ინფორმაცია თქვენი კლანის წევრების შესახებ და სხვა.

    გარდა ამისა საინფორმაციო სისტემაში ჩადებულია დამატებითი სერვისებიც რომელიც საშუალებას გაძლევთ უფრო მორგებული და მოხერხებული გახდეს თამაშის დამატებითი შესაძლებლობები თქვენთვის:

    ექაუნტის IP მისამართზე მიბმა

    ექაუნტის IP მისამართზე მიბმის სერვისი უფასოა. მიბმული ექაუნტი დაცულია და პაროლის ცოდნის შემთხვევაშიც ბლოკავს სხვა კომპიუტერიდან შემოსვლას, რაც საგრძნობლად ამცირებს მისი გატეხვის ალბათობას. მიბმა უნდა განახორციელოთ უშუალოდ იმ კომპიუტერიდან რომლიდანაც თამაშობთ. შეგიძლიათ მიაბათ რამოდენიმე IP მისამართი (მაგალითად: სახლის, სამსახურის და ა.შ.). ასევე შეგიძლიათ მოხსნათ ძველ IP-ზე მიბმა, მაგრამ ამისათვის ჯერ უნდა მიიბათ ახალი IP მისამართი, შეხვიდეთ სისტემაში ახალი IP მისამართიდან და მონიშნოთ ძველი IP-ები რომლის მოხსნაც გსურთ. იმისათვის რომ გააუქმოთ საერთოდ მიბმა საჭიროა წერილის მიწერა ადმინისტრაციასთან. გარდა თამაშში შესვლისა მიბმულ ექაუნტზე სხვა კომპიუტერიდან საინფორმაციო სისტემაში შესვლისას შეზღუდული იქნება სერვისებით სარგებლობა.

    გაითვალისწინეთ: IP მისამართის მისამბლელად აუცილებელია უსაფრთხოების კოდის შეყვანა რომელსაც სისტემა აგზავნის მისაბმელი ექაუნტის ელ.ფოსტაზე. გაუფრთხილდით ექაუნტის ელ.ფოსტის მისამართს, მიბმული ექაუნტის გატეხვა მხოლოდ ელ.ფოსტაზე წვდომის შედეგად ხდება. ჩვენ სამწუხაროდ ვერ დავიცავთ თქვენ ელ.ფოსტას.

    სახელის შეცვლა პერსონაჟზე

    თუ გსურთ გამოცვალოთ სახელი პერსონაჟზე შეგიძლით მოიფიქროთ ახალი სახელი რომელიც გამოუყენებელია თამაშში და დაარქვათ იგი თქვენს ჩარს. სერვისის განხორციელებისას ყველა სტატუსი, კლანი, მეგობრების სია რჩება ჩვეულებრივ. განსხვავებით თამაშში დაწესებული შეზღუდვისა სერვისით სარგებლობა გაძლევთ საშუალებას პერსონაჟს დაარქვათ 2 და 3 ასოიანი სახელები.

    ელ.ფოსტის შეცვლა ექაუნტზე

    სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მოთამაშეებს ვისაც სურს შეცვალოს ექაუნტის ელ.ფოსტის მისამართი. შეცვლისას სისტემა აგზავნის ორ წერილს ექაუნტის ძველ და ახალ ელ.ფოსტაზე, რომელშიც მითითებულია სპეციალური კოდები. კოდების შეყვანა აუცილებელია ოპერაციის წარმატებით დასრულებისათვის.

    სქესის შეცვლა პერსონაჟზე

    ამ სერვისით სარგებლობა შეუძლია პერსონაჟებს ვისაც სურს შეუცვალოს სქესი პერსონაჟს. სერვისით სარგებლობა ეკრძალებთ კამაელის რასით მოთამაშეებს შესაბამის სერვერებზე.

    პრემიუმ პერსონაჟი

    ამ სერვისით სარგებლობისას არჩეული ვადით თქვენი პერსონაჟი მიიღებს გარკვეულ პრივილეგიებს: მომატებულ რეიტებს, სერვერზე შესვლის საშუალებას ლიმიტის დროსაც ასევე სპეციალური ბრძანებების აკრების საშუალება:
  • .autopickupon - ნივთების ავტომატური აღების ჩართვა
  • .autopickupoff - ნივთების ავტომატური აღების გამორთვა
  • .expon - გამოცდილების მიღების გამორთვა
  • .expoff - გამოცდილების მიღების ჩართვა
  • .offlineshop - პერსონაჟის გაყიდვაზე დასმა ოფლაინ რეჟიმში

  • გაითვალისწინეთ: სერვისი სხვადასხვანაირად მუშაობს სამივე სერვერებზე, ამიტომ სანამ აირჩევთ გაეცანით კონკრეტული სერვერისთვის პრემიუმ ჩარის ბონუსებს. მომატებული რეიტები მოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ ჩარზე და არ ვრცელდება იგი ფართის სხვა წევრებზე.

    მოთამაშეების მაღაზია

    მოთამაშეების მაღაზიის საშუალებით შეგიძლიათ გაყიდოთ ან იყიდოთ საჭურველი და სხვადასხვა ნივთები. იმისათვის რომ შეიძინოთ თქვენთვის საურველი ნივთი საჭიროა ექაუნტის ბალანსზე გქონდეთ შესაბამისი თანხა. ბალანსის შევსება შეგიძლიათ როგორც დონატორობით ასევე ნივთების გაყიდვითაც მოთამაშეთა მაღაზიაში:

    ბალანსის შევსება ექაუნტზე დონატორობით სწრაფი გადახდის აპარატებიდან: ბალანსის შევსება ნივთების გაყიდვით: ინსტრუქცია

    დონატორობა ნებაყოფლობითია და ნებადართულია მხოლოდ სრულწლოვანთათვის.

    გახსოვდეთ, სერვერზე თამაში უფასოა! დონატორობით შემოსული თანხა ხმარდება პროექტის განვითარებას!

    პრიზები პირველ რეიდზე! Hard სერვერი03-აპრ-2012

    Hard სერვერზე, ბოსების პირველ რეიდზე დაწესებულია პრიზები!!!

    პრიზები
    Necklace of Valakas აიპოდი
    Earring of Antharas დინამიკები
    Ring of Baium დივიდი
    Zaken's Earring მაუსი
    Ring of Queen Ant კლავიატურა
    Earring of Orfen ყურსასმენები
    Ring of Core ფლეშ მეხსიერება

    იმისთვის რომ მოიგოთ პირველი რეიდისთვის დაწესებული პრიზი, ბიჟუტერიის მფლობელმა დროულად უნდა მოიწეროს support-ზე წერილი დახმარების და მხარდაჭერის ფორმიდან.

    ფორმაში მოთამაშემ უნდა მიუთითოს ექაუნტის ელ.ფოსტა და ჩარის სახელი, რომელზეც წერილის მოწერის დროს, ინვენტარში 24 საათის განმავლობაში ექნება მითითებული რაიდბოსის ბიჟუტერია (გმ-ი შეამოწმებს ამ ჩარის ინვენტარს პერიოდულად).

    ის ვინც პირველი მოიწერება და შეასრულებს პირობას გადაეცემა პრიზი!

    საისამოვნო გართობას გისურვებთ ყველას!

    Chronicle 4 Scions of Destiny - Hard სერვერი01-აპრ-2012




            









    სერვერის შესახებ

    Chronicle 4 Scions of Destiny - Hard სერვერი წარმოადგენს ძველ პროექტის ანალოგს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქრონიკები იყო Lineage II-ის ისტორიაში და მათ შორის პრედატორზეც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სერვერის ხელახალი გახსნა განაპირობა უშუალოდ ძველი მოთამაშეების მუდმივმა და დაჟინებულმა მოთხოვნამ.

    სერვერი აგებულია ძველი Hard სერვერის ბირთვზე. ფუნქციონალურად გამართულია ისევე როგორც რამოდენიმე წლის წინ, მცირე ცვლილება შეეხო მხოლოდ დაცვის ნაწილს.

    ტექნიკური დეტალები უმეტესად მოთამაშეების სურვილების მიხედვით დადგინდა (როგორც წესი, იდეალური გადაწყვეტის მიღება ყველა მოთამაშის სურვილებიდან გამომდინარე შეუძლებელია). სერვერი ალბათ უფრო საინტერესო იქნება ვეტერანებისთვის, ვისაც ძველი ნოსტალგია აქ Chronicle 4 Scions of Destiny-სადმი.

    მცირე დეტალები

    სერვერის რეიტები:
    • Exp: 10x - ბრძოლიდან მიღებული გამოცდილება
    • SP: 10x - უნარების შესასწავლად საჭირო ენერგია
    • Spoil: 1x - მატერიალების და რესურსების სპოილის ალბათობა
    • Drop: 5x-1x - ნივთების დროპის ალბათობა მერყეობს დინამიურად მონსტრების დონის მიხევდვით
    • RB Drop: 5x - ნივთების დროპი ალბათობა რეიდ და ეპიკური ბოსებიდან
    • Adena: 15x-1x - ადენის რაოდენობა მერყეობს დინამიურად მონსტრების დონის მიხევდვით
    დამატებითი დამხმარე საშუალებები:
    • Buffs - გაზრდილი 40 წუთიანი
    • L2Walker - დაშვებულია, აკრძალულია 1-ზე მეტი მომყოლი ბოტი საბრძოლო ზონებში
    • ProffManager - I პროფესია მაღაზიიდან, II და III პროფესიის ასაღბად დადგება მენეჯერი თვის ბოლოს და საყოველთაო დასვენების დღეებში

    სასიამოვნო გართობას გისურვებთ!

    2012 წლის ტურნირის ფინალური შეხვედრები08-მარ-2012

     
    999 
    999 





    cstrike
    wow


    ირემმა ირემს ბალახი აუშვირა: - მართალია არც შენ გაკლია (მაგრამ თავაზა კიდევ სხვა არისო ან გულის გადიდება არისო).

     
       
      Predator.ge 2008 - 2024 წელი  
     
     
     

    ქართული English Russian