მაგ საღვინემ ერთხელ ჩემთვისაც წამოაჩქაფუნოსო (ორი კაცი პურსა სჭამდა, რომელიც ღვინოს ასხამდა, თავის ჭიქას ივსებდა, ამხანაგს კი ნაკლულად უსხამდა; ამხანაგმა ვერ მოითმინა და უთხრა: "მუდამ შენ რომ ივსებ, ერთხელ მეც გამივსეო". - არც მე მინდა პირამდის ჭიქის ავსება, მაგრამ საღვინე წამოაჩქაფუნებს ხოლმეო. მაშინ გულნატკენმა ამხანაგმა მიუგო: "მაგ საღვინემ ერთხელ ჩემთვისაც წამოაჩქაფუნოსო".).